Preschool Education
სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
|
ინდიკატორი 5-დან 6 წლამდე: ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს: გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ. |
ყოველ შედეგს ინდიკატორების გარდა თან ახლავს "რჩევები მეურვეთათვის", რომლებიც აღმზრდელებსა და მშობლებს სთავაზობს იმ აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება ბავშვს დასახული შედეგის მიღწევაში. "რჩევები მეურვეთათვის" ზოგადი ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. "მეურვეში" იგულისხმება ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობელი, ოჯახის სხვა წევრი, ასევე საბავშვო ბაღის მასწავლებელი ან აღმზრდელი.
|
რჩევები მეურვეთათვის ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში ან/და რა მოხდა წარსულში (მაგ., `ამ დილით საუზმეზე რა ჭამე?, ან `ხვალ სადილისათვის რა მოგიმზადო?). |
არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე ასაკისათვის არ არის მითითებული ინდიკატორი, მაგ.:
|
ინდიკატორები 0-6 თვე 6-12 თვე ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული ბრწყინვალების მქონე სამკაულს). |
პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა სტანდარტების შექმნის პროცესში
- თითოეული ბავშვი თავისებურად სწავლობს და ვითარდება, რადგან ყოველ ბავშვს აქვს სწავლის ინდივიდუალური სტილი და განსხვავებული უნარები;
- ბავშვი სწავლობს გარემოს აქტიური შემეცნებისა და უსაფრთხო გარემოში (რომელშიც ცხოვრობს, სწავლობს, თამაშობს) საკუთარი აღმოჩენების გზით;
- ბავშვი სწავლობს მოზრდილებთან და თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
- ბავშვები სწავლის პროცესში საუკეთესო შედეგებს აღწევენ მაშინ, როდესაც ჯანმრთელნი და სრულფასოვნად ნაკვებნი არიან;
- ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა მაშინ ეუფლება, როდესაც მას ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება არ ეზღუდება;
- ბავშვის უპირველესი აღმზრდელები და მასწავლებლები ბავშვის ოჯახის წევრები არიან. 10 ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები.
სტანდარტების გამოყენების გზები:
- დოკუმენტი შეიძლება საფუძვლად დაედოს ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის შექმნას;
- სტანდარტების შინაარსი დაეხმარება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშობელების, ბავშვის აღზრდისა და ბავშვის განვითარების პროგრამებზე;
- სტანდარტების დოკუმენტი არის სახელმძღვანელო საშუალება მასწავლებლების, მშობლებისა და აღმზრდელებისათვის, რათა მათ შეუქმნან ბავშვებს შესაფერისი სასწავლო და სააღმზრდელო გარემო;
- დოკუმენტში მოცემულია რჩევები მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, რათა მათ კონკრეტული აქტივობით ხელი შეუწყონ ბავშვის უნარების განვითარებას. დოკუმენტში მოყვანილია მარტივი თამაშები და მითითებები, რომელთა გამოყენებით უფროსებს საშუალება მიეცემათ მიზანმიმართულად იმუშაონ ბავშვის თითოეული შედეგის მისაღწევად;
- მასწავლებლებს შეეძლებათ დაგეგმონ სასწავლო პროცესი და მიუსადაგონ სასწავლო აქტივობები სტანდარტების დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მიზნებსა და ბავშვის განვითარების შედეგებს;