Preschool Education
| სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება |
ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მისი ადეკვატური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ქვემოთ წარმოდგენილ სფეროში ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება გაერთიანებულია შემდეგი ქვესფეროები:
- მოტორული განვითარება
- ფიზიკური განვითარება
- ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
- ბავშვის მოტორული განვითარება 3 ძირითად კანონზომიერებას ეფუძნება:
- მსხვილი (უხეში) და წვრილი (ნატიფი) მოტორიკის პროგრესირებადი, მზარდი განვითარება გულისხმობს არაკოორდინირებული, მარტივი მოძრაობების თანდათანობით სპეციფიკური და რთული მოძრაობებით შეცვლას.
ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია, ერთი მხრივ გენეტიკურ, ხოლო, მეორე მხრივ, გარემო ფაქტორებზე. ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს სხეულის მასის, სიგრძის, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობების მატებას, სხეულის ცალკეული ნაწილის პროპორციების ჩამოყალიბებასა და ბავშვის ორგანიზმის ბიოლო გიურ მომწიფებას.
მართალია, ბავშვის ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ინდივიდუალური აქვს. მაგალითად, ბავშვების მცირე ნაწილმა შეიძლება საერთოდ გამოტოვოს
"ცოცვის" ეტაპი და პირდაპირ დგომასა და სიარულზე გადავიდეს.
აძლევს ბავშვს, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში, გამოხატოს ინტერესი, მოახდინოს ყურადღების
კონცენტრაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში.
უსაფრთხოება ფიზიკური კეთილდღეობის სრულყოფილების მნიშვნელოვანი ასპექტია.
უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ესენია:
- ბავშვის დაცვა ზიანის მომტანი სხვადასხვა ნივთიერებისა და სიტუაციის ზემოქმედებისაგან;
- ბავშვისათვის იმის სწავლება, თუ როგორ მოერიდოს სახიფათო ნივთს და როგორ აიცილოს თავიდან სხვადასხვა საშიში სიტუაცია.
ძირითადი სტრატეგიები:
მშობლებმა და მომვლელებმა ხელი უნდა შეუწყონ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ ზრდასა და განვითარებას, რათა მან გამოავლინოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახისა და გარემოს თავისებურებებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.
- აუცილებელი, ყველასათვის დადგენილი და მისაღები სამედიცინო მომსახურება და ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
- ადეკვატური, ასაკის შესაბამისი კვება;
- განვითარების სტიმულაცია, ანუ ხელშეწყობა და წახალისება;
- სხვადასხვა თამაშისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
- ადეკვატური, შესაბამისი გარემო პირობების შექმნა შინ და გარეთ;
- ბავშვის სათამაშო გარემოში უსაფრთხოების პრინციპების დაცვა;
- ბავშვის სურვილების გათვალისწინება და მისი აზრებისა და ემოციის პატივისცემა.