Inclusive Education
თავი V. ინკლუზიური განათლება
მუხლი 26. ინკლუზიური განათლება
- სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ)მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
მუხლი 28. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
- ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა დაიგეგმოს/განისაზღვროს:
ა) რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
6. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, ლოგოპედი ან სპეციალური მასწავლებელი, თუკი სკოლას ჰყავს ასეთი;
7. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; ჯგუფის კოორდინატორი მიზანშეწონილია იყოს სსსმ მოსწავლის დამრიგებელი;
9. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
11. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 30. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
- იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ესაჭიროება ხანგძლივი ჰოსპიტალიზაცია, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დადის სკოლაში, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შინ სწავლების მეთოდით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს; სკოლა უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს იმ საგნების ჩამონათვალს, რომელიც შინ სწავლებით უნდა დაძლიოს სსსმ მოსწავლემ.
4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
6. მინიმალური დატვირთვა სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში:
|
კლასი |
I-IV |
V-VI |
VII-IX |
X-XII |
|
მინიმალური (ასტრონომიული) საათები კვირის მანძილზე |
5 სთ |
6 სთ |
8 სთ |
8 სთ |