Inclusive Education
ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ვებსაიტების სია
| ეს ვებ-გვერდი მრავალფეროვან ინფორმაციას შეიცავს სწავლის უნარის დაქვეითების, სასწავლო სტრატეგიებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ. | |
| ამ ვებ-გვერდზე ყურადღება გამახვილებულია განათლების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. | |
| ყველაფერი ინკლუზიის შესახებ - პრაქტიკული მეცადინეობები, წიგნები, ვიდეომასალა, რესურსები, ტრენინგები, ბიულეტენი, და ა.შ. | |
| ეს ვებ-გვერდი მოიცავს დიდ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის და თვითონ ბავშვებისთვის. საიტის სპეციალური განყოფილება ბავშვებს და მშობლებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ თავიანთი ისტორიები, მოთხრობები, დაუსვან შეკითხვები სპეციალისტებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე. | |
| ამ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია სწავლების სტრატეგიებსა და სასწავლო მეთოდებზე. | |
| სკოლამდელი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ. აქ მოცემულია კვლევითი ცენტრის მასალები, რომელიც გამოადგება განათლების მუშაკებს, მკვლევარებსა და მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს. | |
| ამ ვებ-გვერდზე მოცემულია მთელი რიგი შეკითხვებისა, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გამართლებულია ინკლუზია კონკრეტული ბავშვისათვის. | |
| ეს გვერდი გამიზნულია მშობელთათვის, ოჯახის წევრთა და პედაგოგთათვის. აქ ბევრი მაგალითი და გაკვეთილის გეგმაა მოცემული.. ასევე მოთხრობილია მრავალფეროვანი და საინტერესო სოციალური ისტორიები. | |
| აქ გაეცნობით ინკლუზიური განათლების შესახებ უახლეს კვლევებს, პროექტებსა და გამოცემებს. | |
| Kurzweil-ი არის პროგრამა, რომელიც სკანირებას უკეთებს საკითხავ მასალას და ხმამაღლა უკითხავს მას მოსწავლეებს. ეს განსაკუთრებით უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლეებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ასევე გამოიყენება იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც უჭირთ კითხვა. | |
| ვებ-გვერდი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ უნდა გაიაზროს წაკითხულის შინაარსი იმ მოსწავლემ, რომელსაც კითხვის პრობლემები აქვს. | |
| ვებ-გვერდი სწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეების განათლებაზე საუბრობს. აქ მოცემულია გაკვეთილის გეგმები და მასალები, რეკომენდაციები. | |
| ვებ-გვერდზე აღწერილია ინკლუზიური განათლების სფეროში უახლეს გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკის შედეგები. აქვე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები, რომელზეც ექსპერტები გიპასუხებენ. | |
| ვებ-გვერდი ძალიან მდიდარია ინფორმაციით. ძირითადი თემა ასეთია: "ბავშვები, რომლებიც ერთად სწავლობენ, ერთად ცხოვრებას სწავლობენ". აქ საუბარია სამართლებლივ პირობებზე, მასწავლებლის კომპეტენციებზე, სწავლების სტრატეგიებზე, ინკლუზიისთვის მზადებაზე, ინკლუზიის რესურსებზე და სხვა. |
| აშშ-ს განათლების დეპარტამენტი – სპეციალური ტექნიკური განათლების განყოფილება; ეს ვებ-გვერდი ინფორმაციას იძლევა უნივერსალური დიზაინის შესახებ. |
| ვებ-გვერდზე არის ინფორმაცია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის თაობაზე (ADHD). |
| ვებ-გვერდზე მოცემულია ზოგიერთი რჩევა, თუ როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. |
| ვებ-გვერდზე მოცემულია ემოციურ და ქცევით დარღვევებზე გამოქვეყნებული კვლევებისა და სტატიების ჩამონათვალი. |
| ამ ვებ-გვერდზე ნახავთ სასწავლო გეგმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. |
| ვებ-გვერდზე არის ინფორმაცია პედაგოგებისა და მშობლებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ მოვუაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. |