ზღაპარ იყო...

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, წარმოსახვას, აფართოებს სიტყვათა მარაგს, მიმართებების, დამოკიდებულების გამოხატვის უნარს, ამასთანავე, აყალიბებს დადებით განწყობას ლიტერატურის მიმართ.


რესურსები

ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.


აქტივობის აღწერა

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ირჩევენ წამყვანს (შეიძ- ლება წამყვანი იყოს უფროსკლასელი ან თავად მასწავლებელი). ის ასახელებს რომელიმე ზღაპარს, ხოლო დანარჩენებმა უნდა გაიხსენონ და ჩამოთვალონ ამ ზღაპრის გმირები. მაგალითად, წამყვანი ამბობს: ”ბურატინო”. მოსწავლეები ასახელებენ: მალვინა, არტემონი, კუ ტორტილა, მამილო კარლო... წამყვანი ირჩევს ერთ-ერთ დასახელებულ პერსონაჟს, ვთქვათ, პაპა კარლოს და სთხოვს მოსწავლეს, ისაუბროს მის შესახებ:  რა მოსწონს,  რაში არ ეთანხმება მას, რას უსურვებდა, აგრეთვე, რის შეცვლას მოინდომებდა ამ ზღაპარში და რატომ. პაის მიხედვით მოსწავლე იღებს ქულას. წამყვანი კიდევ ასახელებს ახალ ზღაპარს. გამარჯვებული ხდება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.


შეფასება

შეფასდება სისხარტე, ზღაპრების ცოდნის აქტივაცია, ყურადღება, დეტალური თხრობის უნარი; დამოკიდებულებების, შეფასებების გადმოცემის უნარი.


მეთოდური მითითება

შეიძლება ამ აქტივობის მოდიფიცირებაც. მაგალითად, წამყვანი ასახელებს ჯადოსნურ ნივთს, მოსწავლეებმა კი უნდა დაასახელონ ზღაპარი, რომელშიც ეს ჯადოსნური ნივთი გვხვდება, ზუსტად უნდა გაიხსენონ კონტექსტი, რომელშიც ეს ნივთი პირველად გამოჩნდება.