Writing a diary

Objectives: 

  • Practise note-taking
  • Practise writing descriptive text
  • Develop creative thinking

 

Materials/Resources: 

Poster

 

Classroom management: 

Pairs, groups.

 

Procedure: 

Step 1. Elicit if students keep any kind of dairies.

Step 2. Get students in pair to discuss the purpose of keeping diaries (to express their feelings/attitudes, to assess their performance, etc.) and what kind of information they usually include in the diaries.

Step 3. As a feedback, elicit and put their ideas on board. Add more topics if needed.

Step 4. Ask students to work in pairs and design the structure of their personal/study diaries.

Step 5. Rearrange the pairs into groups and have them share their models and make a group model of the diaries.

Step 6. Each group presents their posters of diaries by putting up them on the wall/board.

Step 7. As a project work, ask students to make weekly entries to their dairies, and present at the end of the term (Appendix).

 

Appendix:

  1. What new words did I learn during the week?
  2. What topics did I/didn’t I like most?
  3. What was the most difficult/challenging task?
  4. What was the problem I wasn’t able to solve?

 

განმავითარებელი შეფასება:

Formative Assessment:

  • მასწავლებელი მოვალეა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს ტექსტის შესატყვისი წერის სტრატეგიების შერჩევაში. მაგალითად, დღიურის შექმნისას მისაღებია ”თავისუფალი წერის” ტექნიკის (Free writing technique) გამოყენება, თუმცა სასურველია მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდეთ მისი არსი - მათ შეუძლიათ გააკეთონ მოკლე ჩანაწერები (შეადგინონ ცალკეული წინადადებები), გამოიყენონ მხოლოდ თემის შესატყვისი საკვანძო სიტყვები (Key words), ან  თავიანთი სათქმელი გამოხატონ 1 აბზაცით, ისე რომ ძირითადი აქცენტი გააკეთონ შინაარსზე და არა ენობრივ სტრუქტურებზე.

 

მეთოდიკური კომენტარები:

Methodological Comments:

  • წერის უნარების განვითარებისას მრავალ ფაქტორთა შორის უპირველესად, გასათვალისწინებელია კონკრეტული დავალების მიზანი - პროდუქტი (დღიურის ჩანაწერები), რომელიც მოსწავლემ უნდა შექმნას აქტივობის დასასრულს და მის მისაღწევად შერჩეული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფენ. 
  • აქტივობის მიზანი განსაზღვრავს, რომელ ასპექტზე გამახვილდება ყურადღება - წერის პროცესზე, თუ საბოლოო პროდუქტზე. შესაბამისად, საჭიროება განაპირობებს სწავლების განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას. ერთ შემთხვევაში აქცენტირებული იქნება მოსწავლეთა წერითი დავალებისათვის მზადების პროცესი, რომელსაც მოსდევს ტექსტის შედგენა, რედაქტირება და აუდიტორიისთვის წარდგენა (Process writing). მეორე შემთხვევა ითვალისწინებს მოსწავლეთა იდეებისა და მოსაზრებების მარტივი ფორმით, წერილობით გადმოცემას, მასწავლებლის მხრიდან მინიმალური კონტროლით გრამატიკასა და მართლწერის საკითხებზე (Free writing). ასეთი მიდგომის იდეაა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაძაბულობის გარეშე, სრულიად თავისუფლად, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შექმნან მცირე მოცულობის შინაარსიანი ტექსტები  თავისუფალი სტრუქტურისა და სტილის გამოყენებით.
  • სხვადსხვა ჟანრის სასწავლო ტექსტებს შორის დღიური ერთ-ერთია, რომელიც ”თავისუფალი წერის” უნარების განვითარებისთვის (Free writing skills) გამოიყენება. დღიურში, სპეციფიკური მიზნის შესაბამისად მოსწავლეებს შეუძლიათ იმპროვიზებულად აღწერონ ყოველდღიური მოვლენები და გამოხატონ თავიანთი გრძნობები, საკუთარი დამოკიდებულებები მოვლენების მიმართ. 
  • დღიური საუკეთესო ინსტრუმენტია მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციისა და ინტერესების გასაცნობად. დღიურის ჩანაწერების სისტემატური შემოწმებისას მასწავლებელს საშუალება ექმნება რეალურად შეაფასოს ყოველი მოსწავლის შესაძლებლობები, მისი წინსვლის მდგომარეობა და გააანალიზოს ჩამორჩენის მიზეზები.
  • როგორც აღინიშნა, დღიურზე მუშაობის მთავარი მახასიათებელი წერითი დავალებისადმი თავისუფალი მიდგომაა, თუმცა ყურადღებას მოითხოვს შინაარსის გადმოცემის ხარისხი - მასში გადმოცემული აზრი გასაგები უნდა იყოს მკითხველისთვის. 
  • მოცემული სტრატეგიის გათვალისწინებით წერის პროცესისადმი თავისუფალი დამოკიდებულების მიუხედავად, მასწავლებელს შეუძლია გარკვეული მაკონტროლებელი ბერკეტების გამოყენება თემატიკის დაკონკრეტებითა თუ გარკვეული ჩარჩოს ან მოდელის შეთავაზებით. მოცემულ აქტივობაში ამ ფუნქციას ასრულებს კითხვარის ნიმუში (see Appendix), რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლის პროცესში საკუთარ მონაწილეობაზე/შემოქმედებაზე (Performance) დაკვირვება, მისი ანალიზი და შეფასება. ამ ტიპის დავალება თვითგამოკვლევის ელემენტებს შეიცავს. ხანგრძლივი დროის მანძილზე, სისტემატური ვარჯიშის შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს თავისუფალი წერის უნარებთან ერთად მოსწავლეთა ობიექტური შეფასების უნარების განვითარებას. ეს დღიურის სასწავლო მიზნით  გამოყენების დამატებითი ასპექტია.
  • მოცემული აქტივობის საწყის საფეხურზე მსჯელობა დღიურის წარმოების მიზნებისა და  მისი სტრუქტურის შესახებ ინტეგრირებულ მიზანს ისახავს და აქცენტს მეტყველების განვითარებაზე აკეთებს (Step 1-2). ამ მხრივ შედეგიანია საკითხის პერსონალიზაციის (Personalization Strategy) ასპექტი, რომლის დროსაც მოსწავლეები არგუმენტებით ასაბუთებენ საკუთარ დამოკიდებულებას აქტუალური თემისადმი.  წყვილური და ჯგუფური მუშაობისას დღიურის მოდელის შექმნა (Step 3-5) შემოქმედებით მიდგომას  მოითხოვს, მისი დემონსტრირება კი დადებითად მოქმედებს პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.