ვიზუალურად აღიქვას და/ან შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

აქტივობის აღწერა

  • წაკითხული ტექსტისთვის მუსიკალური ფონის შერჩევას;
  • საყვარელი  მულტფილმისთვის/კინოფილმისთვის/სპექტაკლისთვის აფიშის შექმნას;
  • დიორამების შექმნას;
  • მარტივი მულტიმედია ტექსტების შექმნას წაკითხულის შინაარსის გადმოსაცემად;
  • წაკითხული ტექსტიდან მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდების შერჩევას და დასურათებას;
  • სხვადასხვა სახის ფუნქციური ტექსტებისთვის შესაბამისი ადგილების მიჩენას (მაგ., ნამცხვრის რეცეპტი - სამზარეულოში; სათამაშო მანქანის ასაწყობი ინსტრუქცია - ჩემს ოთახში/ჩემი ძმის ოთახში და ა.შ);
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

მოსწავლე სწავლის ამ ეტაპზე უკვე იმდენად კარგად უნდა იცნობდეს რამდენიმე ძირითადი სახის ფუნქციური ტექსტების ვიზუალურ მახასიათებლებს, რომ ავტომატურად  შეეძლოს  მათი  ამოცნობა. ეს მულტიმედია წიგნიერების საფუძველია, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზევე გათვალისწინებულია მოსწავლეებისთვის სხვადასხვა არავერბალური საშუალებების, როგორც აღქმისა და თვითგამოხატვის დამატებითი საშუალებების, გამოყენება. მოსწავლეები საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით თავადაც ქმნიან ახალ, განსხვავებული სახის პროდუქტს ტექსტის გასააზრებლად, ასევე საკუთარი დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.