ვიპოვოთ შეცდომები ერთმანეთის ნაწერებში.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება ენობრივ-გრამატიკული ნორმებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების, ტექსტის ანალიზის, მსჯელობისა და შეფასების უნარების გამომუშავებას.


აქტივობის  მიზნები

  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება; 
  • ენობრივ-გრამატიკული ნორმებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარების გამომუშავება;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
WordSection1">

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

 კალამი, რვეული.

 

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებლის დავალებით, მოსწავლეები ნაწერებს გაუცვლიან ერთმანეთს და ასწორებენ თანაკლასელების მიერ დაშვებულ შეცდომებს. შეცდომას ქვემოთ გაუსვამენ ხაზს, ხოლო მინდორზე ან ნაწერის ქვეშ  გამოწერენ სიტყვის სწორ ფორმას ან ასოს, მართებული მოხაზულობით.

 

აქტივობის ხანლივო

 8-10 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • სხვის ნაწერში შეცდომის აღმოჩენა და ჩასწორება.