უცნობი ტექსტის კითხვა.

WordSection1">

აქტივობის  შესახებ

იმისათვის,  რომ მოსწავლე  გადავიდეს კითხვის უფრო მაღალ საფეხურზე - შეძლოს წაკითხულის გააზრება, აუცილებელია, რომ მას გამოუმუშავდეს კითხვის მოქნილობა, რაც ნაწერი/ნაბეჭდი სიტყვების ავტომატური დეკოდირების უნარს გულისხმობს. ეს აქტივობა არის ერთ-ერთი დიაგნოსტიკური საშუალება იმის გასარკვევად, თუ რამდენად სრულყოფილად ფლობს მოსწავლე ამ უნარს.

 

აქტივობის მიზანი

ამგვარი აქტივობების მიზანი უპირველესად არის მოსწავლეთა გავარჯიშება კითხვაში. იგი ხელს უწყობს კითხვის ტექნიკის დაუფლებას. გარდა ამისა, ეს  აქტივობა მასწავლებელს აძლევს საშუალებას გაიგოს, რამდენად ავტომატიზებულია მოსწავლეთა დეკოდირების უნარი, რამდენად აქვთ მათ განვითარებული კითხვის მოქნილობა, რაც საშუალებას მისცემს მას, განსაზღვროს, რა სახის პრობლემები აქვთ მოსწავლეებს კითხვაში და სათანადოდ დაგეგმოს კითხვის სწავლების შემდგომი პროცესი.

 

რესურსები

უცნობი ტექსტები.

 

აქტივობის  აღწერა

გთავაზობთ ორ მეთოდს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა გავარჯიშებას კითხვაში და ამასთანავე,  დაეხმარება  მასწავლებელს  მოსწავლეთა კითხვის მოქნილობის დიაგნოსტირებაში.

1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მცირე ზომის ტექსტს, რომელიც არ შეიცავს მოსწავლეებისთვის უცნობ და ძნელად წასაკითხ სიტყვებს, მაგრამ ისინი სტრიქონებში საკმაოდ მოზრდილი და განსხვავებული დაშორებებითა განლაგებული, მაგალითად, ასე:

 

სოლომონ                        მეფემ,                                     დავითის                               ძემ,

                  რომელიც                   დიდად           განთქმული                      იყო

 თავისი                        სიბრძნით,                      კიდევ                               უფრო

 გაამაგრა                  იერუსალიმი.       მან        გააფართოვა ქალაქი                                             ჩრდილოეთისკენ;                შექმნა            მუდმივი                   ლაშქარი        ქვეყნისა

 და       დედაქალაქის       დასაცავად;            შეკრა სამშვიდობო                                                    კავშირი                             მეზობელ                               ქვეყნებთან.

2. ამჯერად მასწავლებელი წასაკითხად აძლევს მოსწავლეებს ტექსტს, რომელშიც სიტყვების უმეტესობა მათთვის სრულიად უცნობი და გაუგებარია. შესაბამისად,   ისინი ამ ტექსტის შინაარსსაც  ვერ გაიგებენ. საამისოდ შესაძლებელია გამოდგეს, მაგალითად, სტრიქონები ალ. ჭავჭავაძის ერთ-ერთი ლექსიდან:

„ბალახშ ბეზეკის ბაგით სიტყვა წარმონაშობი 

მესმა რა მუნითგან, მწყლავს მე გლახ ისარი მსობი!

აჰა ყოვლ გვარი ვნება ერთბამათ წამეკიდა. გსურსა შენც შენად  მცე მე მიზეზი დასამხობი, ბედით გმობილსა, ჩემებრ სიმრთელე წარნატაცსა?

ჯერ-არსა შენცა დამრთო რისხვა სურვილის მგმობი!“

 

შეფასება

 ამ აქტივობით შეფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს თავისუფლად და შეუფერხებლად  წაიკითხოს ტექსტი,

  • რომლის სიტყვების მნიშვნელობაც მისთვის გასაგებია, მაგრამ ისინი გაფანტულადაა დაწერილი/დაბეჭდილი (პირველ შემთხვევაში);
  • რომლის სიტყვების მნიშვნელობა და,  შესაბამისად, შინაარსიც მას არ ესმის  (მეორე შემთხვევაში).

 

მეთოდური მითითება

თუ მოსწავლე სიტყვათა შორის ზედმეტი დაშორების გამო შეფერხებებით კითხულობს, აკეთებს პაუზებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება მუშაობა კითხვის მოქნილობის დასახვეწად. მოქნილად კითხვისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს შეეძლოს ავტომატურად და სწორად ამოიკითხოს მისთვის თუნდაც სრულიად უცხო და გაუგებარი სიტყვები.