უცხოური ენების სწავლების ორგანიზება

უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა ორი უცხოური ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება.

მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ესგ, არჩევითი საგნების ჩამონათვალი).

პირველი უცხოური ენა - პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს პირველი კლასიდან ასწავლოს სხვა უცხოური ენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მეორე უცხოურ ენად ინგლისური შესთავაზოს.

მეორე უცხოური ენა - მეორე უცხოური ენის სწავლება სავალდებულოა საბაზო-საშუალო საფეხურზე. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან. მეორე უცხოური ენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. გამონაკლისს წარმოადგენს ზემოთ დასახელებული შემთხვევა.

თუ სკოლას აქვს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, მას შეუძლია კლასების სხვადასხვა განაყოფს სხვადასხვა ენა შესთავაზოს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.

მესამე უცხოური ენა - სკოლას შეუძლია მოსწავლეს არჩევით საგნად შესთავაზოს მესამე უცხოური ენა. მესამე უცხოური ენაც შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს.

ინგლისური ენის სწავლება 2011-2012 სასწავლო წლიდან - თუ სკოლაში 2011-2012 სასწავლო წლამდე ინგლისური ენა არ ისწავლებოდა, 2011-1012 სასწავლო წლიდან იგი უფლებამოსილია ნებისმიერ საფეხურზე ინგლისურით ჩაანაცვლოს პირველი ან მეორე უცხოური ენა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის შეირჩევა მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი დაწყებითი საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (დI –დVI), ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის - მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი საბაზო-საშუალო საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (სI –სVIII). მოსწავლეები შეფასდებიან იმ კონკრეტული დონის მოთხოვნებთან მიმართებით, რომელსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სV დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება V დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით, ხოლო X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სI დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება სI დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით.

უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა - უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა სამი კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი.

უცხოური ენის სტანდარტი. სტანდარტი საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. იგი განსაზღვრავს უცხოური ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის.

 უცხოური ენის სტანდარტი დაყოფილია არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც სტანდარტის დონეების მიხედვით დაიწერება.

    პროგრამის შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში პროგრამის შინაარსი განისაზღვრა ოთხი უცხოური ენისათვის (ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური). სკოლები, რომლებსაც სხვა უცხოური ენების სწავლება აქვთ დაგეგმილი, სტანდარტით იხელმძღვანელებენ.

დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები. დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დონეები და ასევე მათზე დაფუძნებით შედგენილი სახელმძღვანელოები, შინაარსობრივი და პედაგოგიური თვალსაზრისით, მიესადაგება ამ საფეხურის მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს. ამდენად, დაწყებითი საფეხურის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის და, პირიქით, საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის.

 ერთი მხრივ, დაწყებითი და, მეორე მხრივ, საბაზო-საშუალო საფეხურების დონეთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად სტანდარტში განსხვავებული ინდექსებია გამოყენებული - დაწყებითისათვის განკუთვნილ დონეებზე მიუთითებს ასო \"დ\", ხოლო საბაზო-საშუალოსათვის განკუთვნილზე ­- ასო \"ს\":

 დაწყებითი საფეხურისათვის ექვსი დონეა გამოყოფილი, საბაზო-საშუალო საფეხურისათვის კი - რვა:

დაწყებითი საფეხურის

დონეები

I

II

III

IV

V

VI

 

 

საბაზო-საშუალო საფეხურის დონეები

სI

სII

სIII

სIV

სV

სVI

სVII

სVIII

 

 დონეების და კლასების შესაბამისობა. დონეების მიხედვით დაყოფა უცხოური ენების სასწავლო გეგმას უფრო მოქნილს ხდის და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტული კლასის მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოს ამა თუ იმ დონის სახელმძღვანელო. მაგალითად, I დონის ფრანგული ენის სახელმძღვანელო შეიძლება შეიტანოს მან VII კლასშიც, თუ მოსწავლეები ამ ეტაპზე იწყებენ ფრანგულის შესწავლას და X კლასშიც, თუკი ისინი ფრანგულ ენას ისწავლიან, როგორც არჩევით საგანს.

 

 კლასების და დონეების შესაბამისობა პირველი, მეორე და მესამე (არჩევითი საგანი) უცხოური ენისათვის:

 

 

დაწყებითი

საბაზო - საშუალო

 

 

კლასი

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

IX

X

XI

XII

უცხ. ენა 1

 

დონე

დI

დII

დIII

დIV

დV

დVI

სII/სIII

სIII/სIV

სIV/სV

სV/სVI

სVI/სVII

სVII/სVIII

 

 

 

უცხ. ენა 2

დონე

 

 

 

 

 

 

სI

 

სII

სIII

სIV

სV

სVI

 

 

 

არჩ. უცხ. ენა 3

დონე

 

 

 

 

 

 

 

 

 

სI/სII

 

სII-სIII

სIII-სIV

როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი უცხოური ენის შემთხვევაში, თითოეულ კლასში ორ-ორი დონეა შეთავაზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებელს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მეშვიდე კლასის მოსწავლეები სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში შეიძლება განსხვავებულ დონეზე ფლობდნენ დაწყებითში ნასწავლ ენას, რაც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს, კონკრეტულ მე-7 კლასში მეორე დონის (სII) სახელმძღვანელო შეიტანოს, თუ მესამესი (სIII). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლეებს პირველი დონის სახელმძღვანელო დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი არ უნდა მოერიდოს პირველი დონის სახელმძღვანელოს არჩევას.

მეორე უცხოური ენის შემთხვევაში მეორე დონის სახელმძღვანელო (სII) მე-8 კლასში

 

დაწყებითი

საბაზისო-საშუალო

გამოდგება, არჩევითი საგნის შემთხვევაში კი - მეთერთმეტეში.

დონეების სისტემის დანერგვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელმა კლასში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე იმოქმედოს და ამა თუ იმ კლასში შეიტანოს იმ დონის სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეთა მოთხოვნებს შეესაბამება.

ასე რომ, მასწავლებლის პრეროგიტავაა აირჩიოს, თუ რომელ კლასში რომელი დონის სახელმძღვანელოს შეიტანს.

სტანდარტის დონეები და ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებ

ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტმა და უცხოური ენების განყოფილებამ უცხოური ენების სწავლა/სწავლებისა და შეფასებისათვის შეადგინა და გამოსცა საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიზანია, შექმნას წევრ-ქვეყნებისათვის საერთო ბაზა ენის ცოდნის კვალიფიკაციის განსასაზღვრად და ხელი შეუწყოს მასწავლებლების, პროგრამების შემდგენლების, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხოური ენების სწავლების ადმინისტრატორების შეთანხმებულ მოქმედებას.

სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ცოდნის 3 ძირითად დონეს:

  • A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარულიცოდნა)
    • B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა)
    • C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა)

ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა : A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი). ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უცხოური ენის სტანდარტი მიზნად ისახავს B1 (ზღვრული) დონის დაძლევას.

 

 

სტანდარტის დონეების შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებთან ასეთია:

 

227">

დაწყებითი

საბაზო-საშუალო

 

კლასი

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

IX

X

XI

XII

უცხ. ენა I

სტ.დონე

I

II

III

IV

V

VI

II/

III

III/

IV

IV/

V

V/

VI

VI/

VII

VII/

სVIII

ევრ.საბჭ. დონე

A1.1

A1.2

A1.3

A2.1

A2.2

A2.3

A2/

B 1.1.

B1.1./

B 1.2.

B1.2./

B 1.3.

B1.3./B 1.4.

B1.4./

B 1+

B1+/

 B 2

 

უცხ. ენა II

სტ.დონე

 

 

 

 

 

 

I

II

III

IV

V

VI

ევრ. საბჭ.დონე

 

 

 

 

 

 

A1

A2

B 1.1

B 1.2

B 1.3.

B 1.4.

 

უცხ. ენა III

სტ.დონე

 

 

 

 

 

 

 

 

 

I

II

III

ევრ.საბჭ. დონე

 

 

 

 

 

 

 

 

 

A1

A2

B 1.1

 

 

კლასის გაყოფა უცხოური ენის გაკვეთილზე - იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი, დასაშვებია კლასის გაყოფა. ასევე დასაშვებია, განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონეების გათვალისწინებით. აუცილებელია მოსწავლეებს განემარტოთ, რომ დონეების მიხედვით დაყოფა არ ნიშნავს მათ დაყოფას სუსტ და ძლიერ ჯგუფებად: ენის ფლობის ერთსა და იმავე დონეზე არიან როგორც სუსტი, ისე ძლიერი მოსწავლეები. მისი მიზანია, მოსწავლეთა ენობრივი საჭიროებების შესაფერისი სასწავლო კურსის შერჩევა, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით წინსვლას.