ციფრული წიგნიერება

შესავალი

ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური  ნორმების დაცვით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და შექმნის გზით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინფორმაციულ-საკომნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება მოიაზრება, როგორც დამოუკიდებელ საგნად, ასევე, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ინტეგრირებით, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის შემდეგი ზოგადი უნარებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას.

  • გაგება - ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებებისა და იდეების ცოდნა, მათი დანიშნულების ინტერპრეტირება და ერთმანეთთან შედარება
  • კომუნიკაცია - ისტ-ის საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა  და გაცვლა/გაზიარების მიზნით
  • ანალიტიკური აზროვნება - ისტ-ის საშუალებათა შეფასება, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის კანონზომიერებების დადგენა, შემადგენელი კომპონენტების ამოცნობა, ფრაგმენტების ორგანიზება
  • სინთეზური აზროვნება - ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევა და მათი ერთმანეთთან მიზნობრივი დაკავშირება
  • შემოქმედებითი აზროვნება - ისტ-ის საშუალებების გამოყენებით რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა, ახალი კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოძიება
  • კრიტიკული აზროვნება - უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასება შინაარსის, დანიშნულების, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით