წერის დღიური.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა დაკავშირებულია წერის შემდგომ ეტაპთან. იგი ემსახურება ტექსტის რედაქტირების და თვითშეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას;

 

აქტივობის  მიზანი

თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

 დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, რვეული, საწერი კალამი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ ერთგვარი დღიურის ფორმით, თეორიულად მოიაზრონ და აღნიშნონ ის შეცდომები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ.

 

 

თავი IV. სანიმუშო აქტოვობები

ამგვარი სამუშაოს ჩატარებისას ადეკვატური კითხვებია: ”რა შეცდომას ვუშვებ  ყველაზე ხშირად? რა არ გამომივიდა? რა უნდა გამოვასწორო?  რა უნდა მახსოვდეს  წერის დროს?” მნიშვნელოვანია ისიც, რომ წერაზე წერის დღიური მხოლოდ უარყოფით გამოცდილებაზე არ იყოს ორიენტირებული და მოსწავლეები იმასაც აღნიშნავდნენ, თუ რა გამოსდით კარგად, რა არის მათ ნაწერების ძლიერი მხარე, რა შეძლეს, რა გამოუვიდათ და სხვ.

შესაბამისად, საკლასო აქტივობის დროს, მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს რამდენიმე კითხვას, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა გასცენ პასუხები. საამისოდ მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა გადაიკითხონ განვლილი უახლოესი პერიოდის მანძილზე შესრულებული ნაწერები (სასურველია, ეს იყოს წინა ორი კვირის განმავლობაში მომზადებული ნამუშევრები), რათა შეაფასონ: რა გამოსდით კარგად, რას ვერ ართმევენ თავს, უპასუხონ მასწავლებლის მიერ დაფაზე ჩამოწერილ კითხვებს. თვითშეფასების საილუსტრაციოდ, მასწავლებელმა შეიძლება მოსთხოვოს მოსწავლეებს ნაწერებიდან ადეკვატური ამონარიდების ციტირება.

აქტივობას უნდა მოსდევდეს მსჯელობა, რომლის დროსაც მოსწავლეები გაცნობიერებენ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, რომ წერა რთული პროცესია, მაგრამ შეცდომების გამოსწორება ყველას შეუძლია და მისთ.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15-17 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება

  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება;
  • აქვს თუ არა განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები.

 

მეთოდური მითითება

აქტივობა შემაჯამებელი ხასიათისაა და სასურველია, სრულდებოდეს სისტემატურად (ორ კვირაში ერთხელ).