წერილობითი კომენტარი

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ვიზუალური წიგნიერების ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებას,  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.


აქტივობის მიზნები

  • სემიოტიკური კომპეტენციის  გამომუშავება და განვითარება;
  • ვიზუალური ინფორმაციის წერილობით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითარება;

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.


აქტივობის ორგანიზების ფორ

ინდივიდუალური.


რესურსები

 რვეული, ნახატები, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს რიგრიგობით აჩვენებს/დაფის თაროზე აწყობს მარტივ ნახატებს (არაუმეტეს ორისა), რომლებიც დეტალებით არ არის გადატვირთული და მხოლოდ ერთი მნიშვნელობის აღქმისკენ უბიძგებს მოსწავლეს, მაგ., გოგონა მდელოზე ყვავილებს კრეფს. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ, რას ხედავენ ამ ნახატზე. სასურველია, რომ ჩასაწერი ფრაზა ჯერ ზეპირად დამუშავდეს; დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ფრაზას რვეულებში იწერენ.

აღწერილი აქტივობის შედარებით გართულებული ვარიანტია ორი ნახატის მეშვეობით ერთგვარი სიუჟეტური ხაზის აგება,  ნახატების დასათაურება და მისი ჩაწერა., მაგ; გოგონა მდელოზე ყვავილებს კრეფს; გოგონამ დედას თაიგული მიართვა.  (სათაურის შესაძლო ვარიანტები: “კარგი შვილი,” “დედის დღე”, სხვ.).

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ვიზუალური ინფორმაციის აღქმა;
  • ვიზუალური  ინფორმაციის  ვერბალიზაცია  და მისი  წარმოდგენა წერილობითი სახით;
  • დამოუკიდებლად მარტივი ტექსტის შექმნა;
  • საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ჩაწერა;
  • ადეკვატური სასვენი ნიშნების/კავშირების გამოყენება.