წერილი მეგობარს.

WordSection1">
WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა ემსახურება წერითი დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

პირადი და საქმიანი წერილის ტრადიციული სტრუქტურული ელემენტების  გააზრება;

წერითი  დიალოგური  მეტყველებისათვის  აუცილებელი  ენობრივ-გრამატიკული და სტილისტური ელემენტების მართებულად გამოყენების უნარის განვითარება;

წერითი დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელი ენობრივ-სტილისტური ნორმების მართებულად გამოყენების უნარის განვითარება;

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

 კალამი, რვეული, დაფა, ცარცი/ბორდმარკერი.

 

აქტივობის აღწერა

საწყის ეტაპზე მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ  წერილები, ძირითადად, ორი სახისაა: პირადი ხასიათის  (წერილები  მეგობრების,  ოჯახის წევრების,  ნაცნობების მიმართ)  და საქმიანი. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წერილს აქვს ტრადიციული ფორმა/სტრუქტურა, რომელიც წერისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს შესაბამისი ტიპის წერილის მოდელს, გაამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას წერილის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებზე (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება). მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა აითვისონ აგრეთვე კონვერტის გაფორმების წესიც (საფოსტო ინდექსი, მისამართი, საფოსტო მარკის დაწებება, მისთ.).

 

ნიმუში 1. წერილი მეგობარს

 ნიმუში 1

ნიმუში 2. საქმიანი წერილი

 ნიმუში 2

მასწავლებელი  დაფაზე დაწერს ერთ-ერთ მოდელს  და შესთავაზებს მოსწავლეებს, ერთად შეადგინონ წერილი შერჩეული მოდელის მიხედვით. სასურველია, საწყისი ეტაპისთვის მოსწავლეებს  დაევალოთ  პირადი ხასიათის  წერილის  დაწერა  (მაგ., წერილი  მეგობარს).

WordSection2" style="text-align: justify;">

წერილის თემა შერჩეულია მასწავლებლის მიერ (მაგ., ”მოუყევი შენს მეგობარს, ვისთან იყავი სტუმრად ბოლო დროს”, სხვ.).

მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს  წერილის თემაზე. ზეპირი საუბრისა და კითხვაპასუხის რეჟიმში მოსწავლეებს აძლევს გეზს წერილის დასაწერად. სამუშაოს გასაადვილებლად და ნიმუშის საჩვენებლად, მასწავლებელი თავად შეავსებს დაფაზე ჩამოწერილ მოდელს მოსწავლეების თანამონაწილეობით.

მოსწავლეები რვეულებში გადაიტანენ შერჩეულ მოდელს.  მათ დაევალებათ, დაწერონ წერილი კლასში ჩატარებული სამუშაოსა და გადაწერილი მოდელის საფუძველზე.

მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, გაამხნევებს და წაახალისებს მათ ნამუშევრების პოზიტიური მხარეების გამოკვეთით.

აქტივობის ხანგრძლივობა: 14-15 წუთი (პირველი გაკვეთილი), 8-10 წუთი (მეორე გაკვეთილი).

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ტექსტის (წერილის)  ტრადიციული  სტრუქტურული  ელემენტების  გამოყენება წერის დროს;
  • შესაბამისი  ენობრივ-გრამატიკული  და სტილისტური ნორმების  დაცვა წერის დროს;
  • ცხოვრებისეული გამოცდილების წერილობით გადმოცემა;
  • თვითგამოხატვა.

 

მეთოდური მითითება

პირადი შეხედულებისა თუ საჭიროების მიხედვით, მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს, გაამარტივოს ან უფრო დეტალური გახადოს წერილების ზემოთ მოყვანილი ნიმუშები.