ცდა15. სხვადასხვა იონის განსაზღვრა ალის შეფერილობის მიხედვით

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.X.12.mos%C2%ADwav%C2%ADles">ქიმ.X.12.მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი ნა­ერ­თე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა,მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ გან­ვას­ხ­ვა­ვოთ სხვა­დას­ხ­ვა იონი ერ­თ­მა­ნე­თის­გან?

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნა­ერ­თებ­ში ნატ­რი­უ­მის, კა­ლი­უ­მის, ლი­თი­უ­მის, კალ­ცი­უ­მის, ბა­რი­უ­მის და სპი­ლენ­ძის იონე­ბის შემ­ც­ვე­ლო­ბის გან­საზღ­ვ­რა ალის შე­ფე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

 

რე­სურ­სე­ბი:

 

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სპირ­ტ­ქუ­რა (1) F0300; პინ­ცე­ტი ან რკი­ნის ან ნიქ­რო­მის მავ­თუ­ლი (1);

 

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დი, 1გ; კა­ლი­უ­მის ქლო­რი­დი, 1გ; ლი­თი­უ­მის ქლო­რი­დი, 1გ; კალ­ცი­უ­მის ქლო­რი­დი, 1გ; ბა­რი­უ­მის ქლო­რი­დი, 1გ; სპი­ლენ­ძის (II) სულ­ფა­ტი, 1გ; კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი მა­რილ­მ­ჟა­ვა, 20 მლ.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • აწო­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი მა­რი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 1 გრა­მი.
  • პინ­ცე­ტი (ან რკი­ნის ან ნიქ­რო­მის მავ­თუ­ლი) ჩა­დეთ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი მა­რილ­მ­ჟა­ვას ხსნარ­ში და გა­ა­სუფ­თა­ვეთ.
  • აან­თეთ სპირ­ტ­ქუ­რა.
  • პინ­ცე­ტი შე­ი­ტა­ნეთ ალ­ში და გა­ა­ვარ­ვა­რეთ იქამ­დე, ვიდ­რე არ შეწყ­დე­ბა ალის ფე­რის ცვლი­ლე­ბა.
  • გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი პინ­ცე­ტის (ან მავ­თუ­ლის) წვე­რი შე­ა­ხეთ ერთ-ერთ ნივ­თი­ე­რე­ბას და შე­ი­ტა­ნეთ სპირ­ტ­ქუ­რის ალის არამ­ნათ ნა­წილ­ში.
  • და­აკ­ვირ­დით ალის ფე­რის ცვლი­ლე­ბას.
  • თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბი­სათ­ვის გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე და შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი. რა ფე­რი მის­ცა ალს თი­თო­ე­ულ­მა ნივ­თი­ე­რე­ბამ?

 

ცდის ანა­ლი­ზი: ზო­გი­ერ­თი მე­ტა­ლის იონი ცვლის ალის შე­ფე­რი­ლო­ბას, რაც მა­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ნატ­რი­უ­მის იონი ალს ფე­რავს ყვით­ლად, ხო­ლო კა­ლი­უ­მის იონი - იის­ფ­რად. ლი­თი­უ­მის იონის ალის ფე­რია წი­თე­ლი, ბა­რი­უ­მის იონის - მწვა­ნე, კალ­ცი­უ­მის იონის - მო­წი­თა­ლო ოდ­ნავ ყვი­თე­ლი ელ­ფე­რით. სპი­ლენ­ძის იონი ალს აძ­ლევს მკვეთრ მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბას. თქვე­ნი სურ­ვი­ლის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი იონე­ბის შემ­ც­ვე­ლი სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.