ცდა 8. გამტარების მიმდევრობითი შეერთება

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/fiz.VIII">ფიზ.VIII.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ელექ­ტ­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: აგებს ელექ­ტ­რულ წრედს გამ­ტარ­თა მიმ­დევ­რო­ბი­თი შე­ერ­თე­ბით, იკ­ვ­ლევს რა­ო­დე­ნობ­რივ კავ­შირს ელექ­ტ­რუ­ლი წრე­დის მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პა­რა­მეტ­რებს შო­რის.

 

ცდის ორ­გა­ნი­ზა­ცია: მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფუ­რად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გო­რია წრე­დის სრუ­ლი წი­ნა­ღო­ბა მიმ­დევ­რო­ბი­თი შე­ერ­თე­ბის დროს? რო­გო­რაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ძაბ­ვე­ბი წი­ნა­ღო­ბებს შო­რის?

 

ცდის მი­ზა­ნი: გამ­ტარ­თა მიმ­დევ­რო­ბი­თი შე­ერ­თე­ბის შეს­წავ­ლა, ელექ­ტ­რუ­ლი წრე­დის გა­ან­გა­რი­შე­ბა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბი:

1) ამ­პერ­მეტ­რი (F0029);
2) ვოლ­ტ­მეტ­რი (F0596) – 3 ც;
3) წი­ნა­ღო­ბა­თა­ნაკ­რე­ბი (F0205);
4) კვე­ბის წყა­რო (F0011);

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1) მი­უ­ერ­თეთ წი­ნა­ღო­ბა­თა ნაკ­რე­ბი კვე­ბის წყა­როს 2 და 3 წერ­ტი­ლე­ბით;

წრედის სრული წინაღობა

2) 2 და 3 წერ­ტი­ლებ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ა­ერ­თეთ პირ­ვე­ლი ვოლ­ტ­მეტ­რი;
3) 2 და 4 წერ­ტი­ლებ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ა­ერ­თეთ მე­ო­რე ვოლ­ტ­მეტ­რი;
4) 3 და 4 წერ­ტი­ლებ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ა­ერ­თეთ მე­სა­მე ვოლ­ტ­მეტ­რი;
5) ერ­თერთ წი­ნა­ღო­ბას­თან მიმ­დევ­რო­ბით ჩარ­თეთ ამ­პერ­მეტ­რი;
6) ჩა­კე­ტეთ წრე­დი, აიღეთ ვოლ­ტ­მეტ­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი U1, U2, U3 და შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში;
7) აიღეთ ამ­პერ­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა I და შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში;
8) გა­მოთ­ვა­ლეთ წრე­დის სრუ­ლი წი­ნა­ღო­ბა წრედის სრული წინაღობა და შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში;

ამპერმეტრი


წრედის წინაღობის ცხრილი


ცდის ანა­ლი­ზი: სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს - ყუ­რადღე­ბით გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ცხრი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­იძ­ლე­ბა და­ად­გი­ნონ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი: U1 = U2+U3 და U2/U3=R2/R3; ანუ, ჯერ ერ­თი, სრუ­ლი ძაბ­ვა ცალ­კე­ულ
წი­ნა­ღო­ბებ­ზე ძაბ­ვე­ბის ჯა­მის ტო­ლია, და მე­ო­რე - ძაბ­ვე­ბი წი­ნა­ღო­ბე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლია. იმა­ვე ცხრი­ლის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მოს­წავ­ლე­ებს კი­დევ ერ­თი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლი­ათ - სრუ­ლი წი­ნა­ღო­ბა უდ­რის თუ არა ცალ­კე­ულ წი­ნა­ღო­ბა­თა ჯამს: R = R2+R3. სა­სურ­ვე­ლია შე­ა­მოწ­მოთ, რომ დე­ნი ერ­თ­ნა­ი­რია ორი­ვე გამ­ტარ­ში - აიღეთ კი­დევ ერ­თი ამ­პერ­მეტ­რი და მი­ა­ერ­თეთ მე­ო­რე წი­ნა­ღო­ბას­თან მიმ­დევ­რო­ბით. შე­ა­და­რეთ ამ­პერ­მეტ­რის ჩვე­ნე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს.

 

რე­კო­მენ­და­ცია: გა­ი­მე­ო­რეთ ცდა წი­ნა­ღო­ბა­თა სხვა­დას­ხ­ვა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის­თ­ვის: ჩარ­თეთ წი­ნა­ღო­ბა­თა ნაკ­რე­ბი წრედ­ში წერ­ტი­ლე­ბით 1 და 3, 1 და 4, 1 და 5, 1 და 6, 2 და 6; გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ და­მა­ტე­ბით დაგ­ჭირ­დე­ბათ ვოლ­ტ­მეტ­რე­ბი.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი: http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=BDEyvgrp8N4