ცდა 7. საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების შედარება

შე­დე­გი: ბი­ოლ.X.7. – მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია და­ა­სა­ბუ­თოს კვე­ბის და მო­ნე­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ორ­გა­ნიზ­მის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ატა­რებს ცდებს საკ­ვებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­სათ­ვ­ლე­ლად. ადა­რებს საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­სურ­ვე­ლია შე­იქ­მ­ნას 5 ჯგუ­ფი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ­მა ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვა 5 საკ­ვებ პრო­დუქ­ტ­ზე, ან გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს მხო­ლოდ ერ­თი პრო­დუქ­ტის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

 

უსაფ­რ­თხო­ე­ბა: აუცი­ლე­ბე­ლია და­იც­ვათ უსაფ­თხო­ე­ბა სპირ­ტ­ქუ­რას­თან მუ­შა­ო­ბი­სას. ასე­ვე სა­ჭი­როა ოთა­ხის კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცია დამ­წ­ვა­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სუ­ნის გა­სა­ნი­ა­ვებ­ლად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­მე­ლი პრო­დუქ­ტია (შა­ქა­რი, ვაშ­ლი, კა­კა­ლი, ყვე­ლი, კარ­ტო­ფი­ლი) უფ­რო მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის?

 

ცდის მი­ზა­ნი: სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­და­რე­ბა

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის:

5 სინ­ჯა­რა (F0175), სინ­ჯა­რე­ბის სად­გა­მი (F0579), სპირ­ტ­ქუ­რა (F0300), სინ­ჯა­რის დამ­ჭე­რი, ან­თე­ბუ­ლი კვა­რი.

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

ცდის დაწყე­ბამ­დე სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დი – ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­დან: შა­ქა­რი, ვაშ­ლი, კა­კა­ლი, ყვე­ლი, კარ­ტო­ფი­ლი – რო­მე­ლი მათ­გა­ნი შე­ი­ცავს მეტ ენერ­გი­ას? რო­მე­ლია უფ­რო მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი?

1. მო­ა­თავ­სეთ მცი­რე­ო­დე­ნი შა­ქა­რი მშრა­ლი სინ­ჯა­რის ძირ­ში.
2. სინ­ჯა­რის დამ­ჭე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­აცხე­ლეთ სინ­ჯა­რის ძი­რი სპირ­ტ­ქუ­რის ალ­ზე.
3. და­აკ­ვირ­დით ორთქლს (წყლის კონ­დენ­სანტს) სინ­ჯა­რის ზე­და, ცი­ვი ნა­წი­ლის კედ­ლებ­ზე.
4. რო­დე­საც კვამ­ლი და­იწყებს სინ­ჯა­რი­დან ამოს­ვ­ლას, ეცა­დეთ აან­თოთ ან­თე­ბუ­ლი კვა­რით. გა­ნაგ­რ­ძეთ სინ­ჯა­რის გაცხე­ლე­ბა და ეცა­დეთ კვამ­ლის­თ­ვის ცეცხ­ლის მო­კი­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ კვამ­ლის გა­მო­ყო­ფა არ შეწყ­დე­ბა.
5. ფრთხი­ლად მო­ა­თავ­სეთ ცხე­ლი სინ­ჯა­რა სინ­ჯა­რის სად­გამ­ზე სრულ გა­ცი­ვე­ბამ­დე.

გა­ი­მე­ო­რეთ აღ­წე­რი­ლი ცდის მსვლე­ლო­ბა საკ­ვე­ბის სხვა ნი­მუ­შებ­ზე და შე­ი­ტა­ნეთ შე­დე­გე­ბი ქვე­მოთ მო­ცე­მულ ცხრილ­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ შემ­დე­გი გრა­და­ცია:

ა) რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში: დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით, სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბით,

მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით.

ბ) დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში: ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, სა­შუ­ა­ლო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის, ხან­მოკ­ლე.

გ) ა­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში: მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო, არ აალ­და.

 პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება

 

ცდის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი

1. შე­ა­და­რეთ სინ­ჯა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე წვის პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში მიმ­დი­ნა­რე ჟან­გ­ვით პრო­ცე­სებ­ს­ (­სინ­ჯა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ორ­გა­ნიზ­მ­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მშრა­ლი წვა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ისე­ვე, რო­გორც სინ­ჯა­რა­ში, ორ­გა­ნიზ­მ­ში ხდე­ბა ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაშ­ლა ჟან­გ­ბა­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, ანუ და­ჟან­გ­ვა და ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად ენერ­გი­ის გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ისე­ვე, რო­გორც წვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ჟან­გ­ვის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტე­ბია ნახ­ში­რო­ჟან­გი, წყა­ლი და სით­ბო).
2. რა ფორ­მით გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლ­და საკ­ვე­ბი­დან ენერ­გია მო­ცე­მულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში? (ე­ნერ­გია თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა სით­ბო­სა და ალის სა­ხით).
3. რა სა­ხის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გარ­დაქ­მ­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და სინ­ჯა­რა­ში წვის პრო­ცეს­ში? (შაქ­რის მო­ლე­კუ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ენერ­გია წვის პრო­ცეს­ში გარ­და­იქ­მ­ნა სით­ბურ ენერ­გი­ად)
4. ივა­რა­უ­დეთ, იქ­ნე­ბა თუ არა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შაქ­რის ნა­ტე­ხის თავ­და­პირ­ველ მა­სა­სა და წვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მა­სას შო­რის? ახ­სე­ნით პა­სუ­ხი. (გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან შაქ­რის წვის პრო­ცეს­ში სინ­ჯა­რი­დან გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა წყლის ორ­თ­ქ­ლი, ნახ­ში­რო­ჟან­გი და ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბა კვამ­ლის სა­ხით)

რა სა­ხის გარ­დაქ­მ­ნებს გა­ნიც­დის ენერ­გია ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში? (ა­და­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში ქი­მი­უ­რი ენერ­გია (ქი­მი­უ­რი ბმე­ბის ენერ­გი­ა), გარ­და­იქ­მ­ნე­ბა სით­ბურ, მე­ქა­ნი­კურ ან ელექ­ტ­რულ ენერ­გი­ად, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ამა თუ იმ სა­ხის­სა­მუ­შა­ოს, მოძ­რა­ო­ბის, უჯ­რე­დუ­ლი ტრან­ს­პორ­ტის და ა.შ. შეს­რუ­ლე­ბას).

5. რა სა­ხით თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა ენერ­გია ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი­დან? (სით­ბუ­რი ენერ­გი­ის სა­ხით).
6. მო­ცე­მულ ნი­მუ­შებ­ში რო­მელ ინ­დი­კა­ტორს მი­იჩ­ნევ­დით ენერ­გი­ის არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტად? (მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის კვამ­ლი, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა შე­და­რე­ბით ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად გვიჩ­ვე­ნებს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გი­ას).
7. ზე­მოთ გა­მოთ­ქ­მულ მო­საზ­რე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მე­ლი საკ­ვე­ბის ნი­მუ­ში შე­ი­ცავს ყვე­ლა­ზე მეტ ენერ­გი­ას? (სა­ვა­რა­უ­დოდ, კვამ­ლის ინ­დი­კა­ტორ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტი ენერ­გი­ის შემ­ც­ვე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლი და კა­კა­ლი).
8. თუ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ნი­მუ­ში არ წარ­მოქ­მ­ნის ალს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი და­ბა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა? პა­სუ­ხი ახ­სე­ნით. (თუ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი არ წარ­მოქ­მ­ნის ალს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ასე­თი პრო­დუქ­ტი და­ბა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, რად­გან ალი არის საკ­ვებ პრო­დუქ­ტ­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წვის შე­დე­გი. მე­ო­რე მხრივ, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ალი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნა­პი­რო­ბოს სხვა ფაქ­ტო­რებ­მაც: მა­გა­ლი­თად, და­ბალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ, რო­მე­ლიც არ არის საკ­მა­რი­სი საკ­ვებ­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­საწ­ვა­ვად. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ალი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მ­ნას იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ პრო­დუქ­ტი წვი­სას წარ­მოქ­მ­ნის ძა­ლი­ან ბევრ წყლის ორთქლს).
9. რა­ტომ ჭამს ადა­მი­ა­ნი ისეთ საკ­ვებს, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გი­ას? (ა­და­მი­ა­ნი მი­ირ­თ­მევს და­ბა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე საკ­ვებს მა­თი სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბის გა­მო, ასე­ვე, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ც­ვე­ლო­ბის გა­მო; შე­საძ­ლოა, ამ­გ­ვარ საკ­ვებს ჰქონ­დეს სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც, მაგ., აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცე­ლუ­ლო­ზას რო­ლი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მოქ­მე­დე­ბა­ში).
10. ცდის შე­დე­გე­ბი შე­ა­და­რეთ თქვენს მი­ერ გა­მოთ­ქ­მულ ვა­რა­უდს და გა­ა­კე­თეთ სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნა.

 

ცდის გან­მარ­ტე­ბა: სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბი სინ­ჯა­რა­ში გა­ნიც­დი­ან მშრალ წვას. წყლის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა ორ­თ­ქ­ლის სა­ხით, რომ­ლის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი კონ­დენ­სირ­დე­ბა სინ­ჯა­რის კედ­ლებ­ზე. წვის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სე­უფ­ლე­ბუ­ლი აირე­ბი აალ­დე­ბა. ალის ზო­მა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა მი­უ­თი­თებს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ენერ­გე­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე.

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

1. ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მის უნა­რი.
2. ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით.
3. დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და აღ­წე­რის უნა­რი.
4. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბის აღ­რიცხ­ვის უნა­რი.
5. შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის უნა­რი.
6. დას­კ­ვ­ნე­ბის ვა­რა­უდ­თან შე­და­რე­ბის უნა­რი.

* აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ეფუძ­ნე­ბა ჟურ­ნალ ,,Jo­ur­nal of Biological Education 18 (4) 273” D. R. B. Barrett -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებს.