ცდა 7. ომის კანონი

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/fiz.VIII">ფიზ.VIII.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ელექ­ტ­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ახა­სი­ა­თებს დე­ნის ძა­ლის, ძაბ­ვის,წი­ნა­ღო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მათ გან­მ­საზღ­ვ­რელ სი­დი­დე­ებ­თან, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად აყა­ლი­ბებს ომის კა­ნონს წრე­დის უბ­ნის­თ­ვის.

 

ცდის ორ­გა­ნი­ზა­ცია: მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფუ­რად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა გამ­ტარ­ში გა­მა­ვალ დენ­სა და მის ბო­ლო­ებ­ზე მო­დე­ბულ ძაბ­ვას შო­რის, ასე­ვე გამ­ტარ­ში გა­მა­ვალ დენ­სა და მის წი­ნაღ­მ­დე­გო­ბას შო­რის მუდ­მი­ვი ძაბ­ვის პი­რო­ბებ­ში.

 

ცდის მი­ზა­ნი: ომის კა­ნო­ნის შეს­წავ­ლა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბი:

1) ამ­პერ­მეტ­რი (F0029);
2) ვოლ­ტ­მეტ­რი (F0596);
3) წი­ნა­ღო­ბა­თა­ნაკ­რე­ბი (F0205);
4) კვე­ბის წყა­რო (F0011);
5) რე­ოს­ტა­ტი (F0494);

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1) ამო­არ­ჩი­ეთ წი­ნა­ღო­ბა­თა ნაკ­რებ­ში წი­ნა­ღო­ბა =10 ომი, რო­მე­ლიც ნა­ხაზ­ზე 2 და 4 წერ­ტი­ლებს შო­რი­საა;
2) ააწყ­ვეთ წრე­დი ნა­ხა­ზის მი­ხედ­ვით:

წრედის აწყობა


3) ჩარ­თეთ მუდ­მი­ვი ძაბ­ვის კვე­ბის წყა­რო 6 ვ-ზე;
4) რე­ოს­ტა­ტით ცვა­ლეთ U ძაბ­ვა R წი­ნა­ღო­ბა­ზე, რო­მელ­საც აით­ვ­ლით ვოლ­ტ­მეტ­რით, შე­სა­ბა­მის I დენს აით­ვ­ლით ამ­პერ­მეტ­რ­ზე. დე­ნი­სა და ძაბ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი (ა­რა­ნაკ­ლებ 5) შე­ი­ტა­ნეთ 1 ცხრილ­ში;
5) დე­ნი­სა და ძაბ­ვის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის­თ­ვის გა­მოთ­ვა­ლეთ წი­ნა­ღო­ბა წინაღობის ფორმულა და შე­ა­და­რეთ იგი R წი­ნა­ღო­ბას.

6) ააწყ­ვეთ იგი­ვე წრე­დი, ოღონდ რე­ოს­ტა­ტის გა­რე­შე;
7) კვე­ბის წყა­რო და­ა­ყე­ნეთ 3 ვ-ზე და აღარ შეც­ვა­ლოთ.
8) ცვა­ლეთ წი­ნა­ღო­ბე­ბი (წი­ნა­ღო­ბა­თა ნაკ­რე­ბი ჩარ­თეთ 1-2, 3-4 , 5-6 წერ­ტი­ლე­ბით), დე­ნი­სა და წი­ნა­ღო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეთ 2 ცხრილ­ში;

გა­მოთ­ვა­ლეთ ძაბ­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა წი­ნა­ღო­ბებ­ზე ფორ­მუ­ლით  U'=IR  და შე­ა­და­რეთ წყა­რო­დან მო­დე­ბულ  U ძაბ­ვას.

ძაბვების გამოთვლა


   ცხრი­ლი 1, =10 ომი;                                                                                            ცხრი­ლი 2, U = 3 ვ;

ძაბვის გამოთვლის შედეგები

ცდის ანა­ლი­ზი: პირ­ველ ეტაპ­ზე იღებთ ერთ რო­მე­ლი­მე წი­ნა­ღო­ბას, ზო­მავთ მას­ში გა­მა­ვალ დენს და ძაბ­ვას მას­ზე. ცვლით ძაბ­ვას რე­ოს­ტა­ტით. ძაბ­ვა შე­იძ­ლე­ბა ცვა­ლოთ უშუ­ა­ლოდ კვე­ბის წყა­რო­დან რე­ოს­ტა­ტის გა­რე­შე, მაგ­რამ რე­ოს­ტა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია - მოს­წავ­ლეს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა სა­თა­ნა­დო ჩვე­ვე­ბი. მე­ო­რე ეტაპ­ზე რე­ოს­ტატს აღარ იყე­ნებთ - ძაბ­ვა იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი, ცვლით წი­ნა­ღო­ბებს. ორი­ვე ცდის მი­ზა­ნი ერ­თია - ომის კა­ნო­ნის შე­მოწ­მე­ბა. ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ სი­ზუს­ტე­ზე - რამ­დე­ნად ზუს­ტია გა­ზო­მი­ლი სი­დი­დის თან­ხ­ვ­დე­ნა მო­ცე­მულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ელექ­ტ­რულ წრე­დებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას არ და­გა­ვიწყ­დეთ უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა. აუცი­ლებ­ლად შე­ა­მოწ­მეთ სქე­მა, სა­ნამ მოს­წავ­ლე ჩარ­თავს ძაბ­ვას. ცდის დროს შე­იძ­ლე­ბა სხვა წი­ნა­ღო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც. კვე­ბის წყა­როს ნაც­ვ­ლად შე­იძ­ლე­ბა ბა­ტა­რე­ის გა­მო­ყე­ნე­ბა.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი: 

www.yo­u­tu­be.com/watch?v=-mHLvtGjum4

http://phet.co­lo­ra­do.edu/en/si­mu­la­ti­ons/tran­s­la­ted/ka