ცდა 7. ხსნარები

შე­დე­გი - Desktop/Einstein%20Lab/bun.VII">ბუნ.VII.13. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ხსნა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • ცდე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს, რომ ხსნა­რის მა­სა გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­სე­ბის ჯა­მის ტო­ლია (მაგ., თუ 5 გ მა­რილს გახ­ს­ნი­ან 200 გ წყალ­ში, მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რის მა­სა იქ­ნე­ბა 205 გ);
  • გეგ­მავს, ატა­რებს ცდას და ად­გენს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა გახ­ს­ნის პრო­ცეს­ზე მოქ­მედ ფაქ­ტო­რებს (მაგ., ტემ­პე­რა­ტუ­რა, გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გახ­ს­ნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­ბა და მა­სა, ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა, მო­რე­ვა). შე­დე­გებს წარ­მო­ად­გენს ცხრი­ლის სა­ხით.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნის პრო­ცეს­ზე.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ეტაპს, ამი­ტომ, თქვე­ნი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, ცდა შე­გიძ­ლი­ათ გა­ყოთ ორ ნა­წი­ლად. ცდა ჩა­ა­ტა­რეთ ჯგუ­ფუ­რად. შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­როს ცდის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლი.

შე­ნიშ­ვ­ნა: ცდის მე­ო­რე ნა­წილ­ში დგინ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნა გახ­ს­ნის პრო­ცეს­ზე. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ასე­თი 6 ფაქ­ტო­რია. შე­იძ­ლე­ბა თი­თო ჯგუფს ერ­თ­ზე მე­ტი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა მო­უხ­დეს, რა­საც ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი არ ეყო­ფა. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­კითხის შეს­წავ­ლას ორი გაკ­ვე­თი­ლი და­ეთ­მოს ან მოს­წავ­ლე­ებს და­ე­ვა­ლოთ ცდე­ბის სახ­ლ­ში ჩა­ტა­რე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის შემ­დეგ გაკ­ვე­თილ­ზე წარ­მოდ­გე­ნა.

 

ცდის მი­ზა­ნი: პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი: ხსნა­რის მა­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გა­სახ­ს­ნე­ლის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­სებ­ზე; მე­ო­რე ნა­წი­ლი: გახ­ს­ნის პრო­ცეს­ზე ტემ­პა­რა­ტუ­რის, გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ბუ­ნე­ბის, მა­სის, ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მის და მო­რე­ვის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი:

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: ქი­მი­უ­რი ჭი­ქე­ბი 250 მლ-ანი (2) F0083; სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი, 200 მლ-ანი (1) F0183; სას­წო­რი F0285; სპირ­ტ­ქუ­რა F0300; მი­ნის წკი­რე­ბი.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: შაქ­რის კრის­ტა­ლე­ბი, 50 გ; შაქ­რის ნა­ტე­ხე­ბი, თი­თო ნა­ტე­ხი; ცარ­ცის ფხვნი­ლი, 5 გ; წყა­ლი 1ლ.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი

ცდის მი­ზა­ნი: გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­სებ­ზე ხსნა­რის მა­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

  • სას­წორ­ზე აწო­ნეთ და­ახ­ლო­ე­ბით 5 გრა­მი შა­ქა­რი. ჩა­წე­რეთ ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.
  • 250 მლ-იან ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში ჩა­ას­ხით და­ახ­ლო­ე­ბით 150 მლ წყა­ლი. აწო­ნეთ წყლი­ა­ნი ჭი­ქა და ჩა­ი­წე­რეთ მო­ნა­ცე­მი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ წყლის სიმ­კ­ვ­რი­ვე 1გ/მლ-ის ტო­ლია. ე.ი. 1 მლ წყლის მა­სა არის 1გ.
  • შა­ქა­რი ჩა­ყა­რეთ წყლი­ან ჭი­ქა­ში. კარ­გად მო­უ­რი­ეთ წკი­რით სრულ გახ­ს­ნამ­დე და კვლავ აწო­ნეთ. ჩა­ი­წე­რეთ მო­ნა­ცე­მე­ბი ცხრილ­ში.
  • ცდის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით რა მი­მარ­თე­ბაა ხსნა­რის მა­სა­სა და გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­სებს შო­რის?

 

  • მე­ო­რე ნა­წი­ლი

ა) ცდის მი­ზა­ნი: ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

მუდ­ვი­ვი სი­დი­დე­ე­ბი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა, გამ­ხ­ს­ნე­ლის რა­ო­ბა და მო­ცუ­ლო­ბა, ჭი­ქის ზო­მა, მო­რე­ვის ინ­ტე­სი­ვო­ბა, შაქ­რის ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სრუ­ლი გახ­ს­ნის დრო. 

  • აიღეთ 2 ცა­ლი 250 მლ-იანი ქი­მი­უ­რი ჭი­ქა. ერ­თ­ში ჩა­ას­ხით 150 მლ ოთა­ხის ტემ­პა­რა­ტუ­რის წყა­ლი, ხო­ლო მე­ო­რე­ში იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 60Oჩ-მდე გაცხე­ლე­ბუ­ლი წყა­ლი. ორი­ვე ჭი­ქა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად ჩა­უშ­ვით ერ­თ­ჯე­რა­დი ჩა­ის პა­კე­ტი და და­აკ­ვირ­დით შე­ფე­რი­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნის დროს. ჩა­ი­ნიშ­ნეთ დრო პა­კე­ტის ჭი­ქა­ში ჩაშ­ვე­ბი­დან შე­ფე­რი­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნამ­დე და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

 

ბ) ცდის მი­ზა­ნი: გახ­ს­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

მუდ­მი­ვი ცვლა­დე­ბი: წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, წყლის მო­ცუ­ლო­ბა, ჭი­ქის ზო­მა, მო­რე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, შაქ­რის ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბა/მა­სა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სრუ­ლი გახ­ს­ნის დრო.

აიღეთ 2 ცა­ლი 250 მლ-იანი ქი­მი­უ­რი ჭი­ქა. ერ­თ­ში ჩა­ყა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 5 გრა­მი შა­ქა­რი, ხო­ლო მე­ო­რე­ში კი - ოთხ­ჯერ მე­ტი (და­ახ­ლო­ე­ბით 20 გრა­მი). და­ა­მა­ტეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი (150 მლ). ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ერ­თ­ნა­ი­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მო­უ­რი­ეთ წკი­რით შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე.

  • და­აკ­ვირ­დით გახ­ს­ნის პრო­ცე­სებს, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ი­ნიშ­ნეთ მო­რე­ვის დრო შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე და შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

 

გ) ცდის მი­ზა­ნი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა­ზე გახ­ს­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

მუდ­ვი­ვი სი­დი­დე­ე­ბი: წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, წყლის მო­ცუ­ლო­ბა, ჭი­ქის ზო­მა, მო­რე­ვის ინ­ტე­სი­ვო­ბა, შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბა/მა­სა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: შაქ­რის ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გახ­ს­ნის დრო.  

  • აწო­ნეთ შაქ­რის 1 ნა­ტე­ხი. ჩა­ი­წე­რეთ მო­ნა­ცე­მი. აწო­ნეთ იმა­ვე მა­სის შაქ­რის ფხვნი­ლი. ერთ 250 მლ-იან ჭი­ქა­ში მო­ა­თავ­სეთ აწო­ნი­ლი შაქ­რის ნა­ტე­ხი, მე­ო­რე­ში - შაქ­რის ფხვნი­ლი. და­ა­მა­ტეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი. მო­უ­რი­ეთ წკი­რით შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე. თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის ჩა­ი­ნიშ­ნეთ სრუ­ლი გახ­ს­ნის დრო. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

 

დ) ცდის მი­ზა­ნი: მო­რე­ვა­ზე/მო­რე­ვის ინ­ტე­ნსი­ვო­ბა­ზე გახ­ს­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

მუდ­ვი­ვი ცვლა­დე­ბი: წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, წყლის მო­ცუ­ლო­ბა, ჭი­ქის ზო­მა, შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბა/მა­სა, შაქ­რის ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: მო­რე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სრუ­ლი გახ­ს­ნის დრო. 

  • 250 მლ-აინ 2 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში ჩა­ყა­რეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის/მა­სის, და­ახ­ლო­ე­ბით 5 გრა­მი შაქ­რის ფხვნი­ლი/კრის­ტა­ლე­ბი. და­ა­მა­ტეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი. ერ­თი ჭი­ქა დად­გით მო­რე­ვის გა­რე­შე და და­ა­ყოვ­ნეთ შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე. მე­ო­რე ჭი­ქას კი წკი­რით ინ­ტენ­სი­უ­რად მო­უ­რი­ეთ შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე.
  • ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ა­ფიქ­სი­რეთ შაქ­რის სრუ­ლი გახ­ს­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო დრო. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.
  • შე­ნიშ­ვ­ნა: შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხსნარს ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­უ­რი­ოთ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით და და­აკ­ვირ­დეთ მო­რე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გავ­ლე­ნას გახ­ს­ნის პრო­ცეს­ზე.

 

ე) ცდის მი­ზა­ნი - ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­ბა­ზე გახ­ს­ნის დრო­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

მუდ­მი­ვი ცვლა­დე­ბი: წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, წყლის მო­ცუ­ლო­ბა, ჭი­ქის ზო­მა, შაქ­რის და ცარ­ცის მა­სა, ნა­წი­ლა­კე­ბის ზო­მა, მო­რე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დი: გა­სახ­ს­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (ამ კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერთ-ერ­თის) სრუ­ლი გახ­ს­ნის დრო. 

  • 250 მლ-იან ორ ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში ცალ-ცალ­კე ჩა­ყა­რეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის/მა­სის შაქ­რის კრის­ტა­ლე­ბი და კარ­გად გაფხ­ვი­ე­რე­ბუ­ლი ცარ­ცის ფხვნი­ლი. და­ა­მა­ტეთ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი. მო­უ­რი­ეთ წკი­რით შაქ­რის სრულ გახ­ს­ნამ­დე. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

 

მო­ნა­ცემ­თა ცხრი­ლი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­სათ­ვის

მთა ცხრილი 1" src="http://ncp.ge/files/subjects/sabunebismetyvelo%20mecnierebebi/ainshtainis%20laboratoria/images/monacemta%20cxrili%201.png" alt="მონაცემთა ცხრილი 1" width="550" />

მონაცემთა ცხრილი მეორე ნაწილისათვის

მთა ცხრილი 2" src="http://ncp.ge/files/subjects/sabunebismetyvelo%20mecnierebebi/ainshtainis%20laboratoria/images/monacemta%20cxrili%20%202.png" alt="მონაცემთა ცხრილი 2" width="550" />