ცდა 7. ენერგიის სხვადასხვა წყარო

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/qim.IX">ქიმ.IX.8. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აღ­წე­როს ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის რო­ლი ახა­ლი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და ენერ­გი­ის მი­ღე­ბა­ში.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: ენერ­გი­ის სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

 

რე­კო­მენ­და­ცია: აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ა­ტა­რეთ ჯგუ­ფუ­რად.

 

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: ენერ­გი­ის სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს შეს­წავ­ლა, მა­თი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი; გა­მო­ყე­ნე­ბის ას­პექ­ტე­ბი.

 

რე­სურ­სე­ბი: სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი; ენ­ციკ­ლო­პე­დია; წიგ­ნე­ბი; კომ­პი­უ­ტე­რი; ინ­ტერ­ნე­ტი; პოს­ტე­რი; მარ­კე­რი.

 

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად: მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რის ამაღ­ლე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მოთ­ქ­მას. მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ექტს ას­რუ­ლე­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი უწევს მათ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­თა­უ­რის შერ­ჩე­ვა და მიზ­ნის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა. მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცით დრო­ის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი, რა­თა ისი­ნი პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მი­ეჩ­ვი­ონ დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბას. პირ­ველ ეტაპ­ზე სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, შერ­ჩე­ულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­დან მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია. ისარ­გებ­ლონ სკო­ლის ან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე ბიბ­ლი­ო­თე­კით, გა­მო­ი­ყე­ნონ ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სე­ბი. პრო­ექ­ტი უნ­და მო­ი­ცავ­დეს თე­მის შე­სა­ბა­მი­სი უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მცი­რე მი­მო­ხილ­ვას, მი­ზანს და აქ­ტუ­ა­ლო­ბას. გა­მოკ­ვე­თი­ლი უნ­და იყოს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი და ამ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გზე­ბი. პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს თე­ო­რი­უ­ლი (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­ექ­ტი ემ­ყა­რე­ბა თე­მის შე­სა­ხებ უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლას და მათ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კუთხით) ან ექ­ს­პ­რი­მენ­ტუ­ლი (ამ

შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ატა­რე­ბენ ექ­ს­პე­რი­მენტს და ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვთ დას­კ­ვ­ნე­ბი). შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ად­გი­ნონ და გა­მო­ი­ყე­ნონ კითხ­ვა­რი სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის ან უფ­რო­სე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ან აზ­რის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად. შემ­დეგ და­ა­მუ­შა­ონ შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი. პრო­ექ­ტი აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­ცავ­დეს სა­მუ­შა­ოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მოკ­ლე აღ­წე­რას. მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­დე­გე­ბი უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით (მაგ. ცხრი­ლე­ბი, დი­აგ­რა­მე­ბი, გრა­ფი­კე­ბი). პრო­ექ­ტის ბო­ლოს აუცი­ლე­ბე­ლია შე­ჯა­მე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა პრო­ექტს უნ­და და­ურ­თოთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სია, რო­გორც წიგ­ნე­ბის, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლია ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის შე­რუ­ლე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა პრო­ექ­ტე­ბი უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ ზე­პი­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ან სას­ტენ­დო მოხ­სე­ნე­ბის (პოს­ტე­რის) სა­ხით და მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა რომ, შე­სა­ფა­სონ თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

ქვე­მოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ცხრილ­ში მო­ცე­მუ­ლია, ზო­გა­დად, პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი:

პროექტის კომპონენეტები

აქ­ტი­ვო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ყა­ვით 5 ჯგუ­ფად;
  • თი­თო­ე­ულ ჯგუფს მი­ე­ცით და­ვა­ლე­ბა: მო­ამ­ზა­დოს პრო­ექ­ტი ენერ­გი­ის წყა­რო­ებ­ზე: თბო­ე­ნერ­გე­ტი­კა; ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა; ბირ­თ­ვუ­ლი ენერ­გია; ქა­რის ენერ­გია; მზის ენერ­გია;
  • სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, თი­თო­ე­ულ­მა ჯგუფ­მა ნა­მუ­შე­ვა­რი წარ­მო­ად­გი­ნოს პოს­ტე­რის ან პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით;
  • მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი უნ­და შე­ი­ცავ­დეს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:
  • რო­გორ მუ­შა­ობს ეს ტექ­ნო­ლო­გია ზო­გა­დად: მის ტექ­ნო­ლო­გი­ურ სქე­მას. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მი­უ­თი­თოს, სად მო­ი­ძონ მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია (მაგ., მო­ი­ძი­ონ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში).
  • სულ ცო­ტა,სამ ღირ­სე­ბას, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს მათ მი­ერ შეს­წავ­ლილ ტექ­ნო­ლო­გი­ას. აგ­რეთ­ვე, რით სჯობს ესა თუ ის ტექ­ნო­ლო­გია სხვას
  • და კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს.
  • სულ ცო­ტა, სამ ნაკლს, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს მათ მი­ერ შეს­წავ­ლილ ტექ­ნო­ლო­გი­ას და ხელს უშ­ლის ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას და კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს.
  • აღ­წე­რი­ლი მე­თო­დის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვებს: არის თუ არა რა­ი­მე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ენერ­გი­ის ამა თუ იმ წყა­როს ეფექ­ტუ­რო­ბა­ში. სა­თა­ნა­დო კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს.
  • შე­სა­ბა­მის დას­კ­ვ­ნებს ამა თუ იმ ტექ­ნო­ლო­გი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე და სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გებს.
  • მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეთ მათ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო: წიგ­ნი, ჟურ­ნა­ლი და/ან ინ­ტერ­ნეტ- რე­სურ­სი.
  • პრე­ზენ­ტა­ცია უნ­და იყოს 5-7 წუ­თის ხან­გ­რ­ძ­ლი­ო­ბის. მას­ში უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე უნ­და შე­ფას­დეს არა მარ­ტო თე­მა­ტი­კის ცოდ­ნის, არა­მედ ნა­მუ­შევ­რის წარ­მოდ­გე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვი­თაც.