ცდა 6. წყლის, როგორც ეკოლოგიური ფაქტორის როლი ხორბლის თესლის აღმოცენებაზე

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/bi%C2%ADol.IX">ბი­ოლ.IX.8. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი ეკო­სის­ტე­მის­კომ­პო­ნენ­ტებს შო­რის და იმ­ს­ჯე­ლოს ორ­გა­ნიზ­მე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის როლ­ზე ეკო­სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ატა­რებს ცდებს ორ­გა­ნიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის ინ­ტენ­სი­ვო­ბას (ოპ­ტი­მუ­მი, გამ­ძ­ლე­ო­ბის ზე­და და ქვე­და ზღვა­რი) შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­სად­გე­ნად (მაგ: ხორ­ბ­ლის თეს­ლის აღ­მო­ნა­ცე­ნი­სა და წყლის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა). მო­ნა­ცე­მებს წარ­მო­ად­გენს გრა­ფი­კუ­ლად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: წყლის რა რა­ო­დე­ნო­ბაა ოპ­ტი­მა­ლუ­რი ხორ­ბ­ლის თეს­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის­თ­ვის?

 

ცდის მი­ზა­ნი: ხორ­ბ­ლის თეს­ლის აღ­მო­ნა­ცე­ნის ზრდა­სა და წყლის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

5 პეტ­რის თა­სი (F0456), ხორ­ბა­ლი, ბამ­ბა, წყა­ლი, 500 მლ მო­ცუ­ლო­ბის მენ­ზუ­რა (F0187), სა­ხა­ზა­ვი.

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1. აიღეთ 5 პეტ­რის თა­სი და ჩა­ა­ფი­ნეთ თი­თო­ე­ულ­ში ბამ­ბის თხე­ლი ფე­ნა.

2. მო­ა­თავ­სეთ ბამ­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ხორ­ბ­ლის მარ­ც­ვ­ლე­ბი

3. პეტ­რის თა­სე­ბი და­ნომ­რეთ.

4. პეტ­რის პირ­ვე­ლი თა­სი და­ტო­ვეთ წყლის გა­რე­შე, ხო­ლო მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 თა­სე­ბი მორ­წყეთ ყო­ველ მე­ო­რე დღეს შემ­დე­გი რა­ო­დე­ნო­ბის წყლით: მე­ო­რე თა­სი ყო­ველ­თ­ვის 25მლ, მე­სა­მე - 50მლ, მე­ოთხე - 75მლ, ხო­ლო მე­ხუ­თე - 100მლ. სარ­წყა­ვი წყლის ოდე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ მენ­ზუ­რას და­ნა­ყო­ფე­ბის მი­ხედ­ვით.

6. შე­ი­მუ­შა­ვეთ ცხრი­ლის ფორ­მა, შე­ი­ტა­ნეთ მას­ში მორ­წყ­ვის თა­რი­ღე­ბი და და­მა­ტე­ბუ­ლი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა.

7. ყო­ვე­ლი მორ­წყ­ვის შემ­დეგ გა­ზო­მე აღ­მო­ნა­ცე­ნე­ბის სი­მაღ­ლე, გა­მოთ­ვა­ლე თი­თო­ე­უ­ლი თა­სის­თ­ვის აღ­მო­ნა­ცე­ნე­ბის სი­მაღ­ლის სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მო­ნა­ცე­მი შე­ი­ტა­ნეთ იმა­ვე ცხრილ­ში თა­რი­ღის შე­სა­ბა­მი­სად.

8. ააგეთ ხორ­ბ­ლის თეს­ლის აღ­მო­ნა­ცენ­ზე წყლის, რო­გორც ეკო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მრუ­დი (X ღერ­ძ­ზე და­ი­ტა­ნეთ მორ­წყ­ვის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყლის რა­ო­დე­ნო­ბე­ბი, ხო­ლო Y ღერ­ძ­ზე - აღ­მო­ნა­ცე­ნის სი­მაღ­ლე).

 

ცდის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

1. შე­ა­და­რეთ ხუ­თი­ვე პეტ­რის თას­ზე აღ­მო­ნა­ცენ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სი­მაღ­ლე. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უპა­სუ­ხეთ კვლე­ვით შე­კითხ­ვას.
2. გან­საზღ­ვ­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დე­ბი. (და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი - წყლის მო­ცუ­ლო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი - აღ­მო­ნა­ცე­ნის სი­მაღ­ლე).
3. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­ა­ფა­სეთ წყლის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­მაც ითა­მა­შა შემ­ზღუდ­ვე­ლი ფაქ­ტო­რის რო­ლი ხორ­ბ­ლის მარ­ც­ვ­ლის გა­ღი­ვე­ბა­სა და აღ­მო­ცე­ნე­ბა­ზე.
4. გან­საზღ­ვ­რეთ, წყლის რა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ფი­ლა ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­ცე­მულ პი­რო­ბებ­ში ხორ­ბ­ლის მარ­ც­ვ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბი­სა და ზრდის­თ­ვის.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ყვე­ლა სხვა ფაქ­ტო­რი (სი­ნათ­ლე, ტემ­პე­რა­ტუ­რა) და პი­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ მუდ­მი­ვი ხუ­თი­ვე პეტ­რის თა­სის­თ­ვის.

 

კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

  • ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მის მა­სა­ლის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი.
  • დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი.
  • გა­ზომ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­თა­ნა­დო სი­ზუს­ტით რე­გის­ტ­რი­რე­ბის უნა­რი;
  • მო­ნა­ცე­მე­ბის ცხრი­ლის და დი­აგ­რა­მის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნის უნა­რი.
  • შე­და­რე­ბის უნა­რი.
  • მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი.
  • შე­ფა­სე­ბის უნა­რი.