ცდა 6. ქლოროფილის მნიშვნელობის შესწავლა ფოტოსინთეზის პროცესში

შე­დე­გი: ბი­ოლ.X.8. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იმ­ს­ჯე­ლოს ფო­ტო­სინ­თეზ­ზე, რო­გორც მცე­ნა­რე­უ­ლი ბი­ო­მა­სის წარ­მომ­ქ­მ­ნელ საკ­ვან­ძო პრო­ცეს­ზე.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ცდის სა­შუ­ა­ლე­ბით იკ­ვ­ლევს სხვა­დას­ხ­ვა ფო­თოლ­ში (მაგ; ფე­რა­დი ფოთ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე დღით სიბ­ნე­ლე­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი, დამ­ც­ვე­ლო­ბი­თი სა­ფარ­ვე­ლის მქო­ნე ფოთ­ლე­ბი) სა­ხა­მებ­ლის არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბას, ად­გენს ცხრილს და მას­ში წარ­მოდ­გე­ნილ მო­ნა­ცე­მებს აკავ­ში­რებს ქლო­რო­ფი­ლის არ­სე­ბო­ბას­თან.

 

რე­კო­მენ­და­ცია: სა­სურ­ვე­ლია სა­მუ­შაო შეს­რულ­დეს ჯგუ­ფებ­ში. ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: არის, თუ არა სა­ჭი­რო ქლო­რო­ფი­ლი ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცე­სი­სათ­ვის?

 

ცდის მი­ზა­ნი: ქლო­რო­ფი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შეს­წავ­ლა ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

2 ცა­ლი 250 მლ მო­ცუ­ლო­ბის ქი­მი­უ­რი ჭი­ქა (F0083), 2 სინ­ჯა­რა (F0177), პინ­ცე­ტი (F0453), 2 პეტ­რის თა­სი (F0456), სა­ა­თი, სპირ­ტ­ქუ­რა, ან ელექ­ტ­რო­ჩა­ი­და­ნი, ეთი­ლის სპირ­ტი, წყა­ლი, იოდის ხსნა­რი.

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1. აიღეთ 2 ქი­მი­უ­რი ჭი­ქა მდუ­ღა­რე წყლით. მო­ა­თავ­სეთ მათ­ში ორი ოთა­ხის მცე­ნა­რის - მწვა­ნე­ფო­თო­ლა ჭორ­ტა­ნას (ი­გი­ვე ჭო­რი­კა­ნა, tra­des­can­ti­a) და ჭრელ­ფო­თო­ლა ჭორ­ტა­ნას (ჭრელ ფო­თოლ­ზე მო­ნაც­ვ­ლე­ობს მწვა­ნე და მელ­ნის­ფე­რი მო­ნაკ­ვე­თე­ბი) თი­თო-თი­თო ფო­თო­ლი 1 წთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 ფოტოსინთეზის პროცესი 

2. გა­და­ი­ტა­ნეთ ფოთ­ლე­ბი სპირ­ტი­ან სინ­ჯა­რებ­ში პინ­ცე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.
3. სპირ­ტი­ა­ნი სინ­ჯა­რე­ბი მო­ა­თავ­სეთ მდუ­ღა­რე წყალ­ში და და­ა­ყოვ­ნეთ 10 წთ.

 სწავლა " src="http://ncp.ge/files/subjects/sabunebismetyvelo%20mecnierebebi/ainshtainis%20laboratoria/images/ain%20141_opt.jpeg" alt="ფოტოსინთეზის პროცესის შესწავლა " width="350" />

4. პინ­ცე­ტით ამო­ი­ღეთ ფოთ­ლე­ბი და გა­რეცხეთ ონ­კა­ნის წყლით.
5. გა­რეცხი­ლი ფოთ­ლე­ბი მო­ა­თავ­სეთ პეტ­რის თას­ზე, და­აწ­ვე­თეთ იოდის ხსნა­რი და და­აკ­ვირ­დით რა მოხ­დე­ბა.


ცდის შედეგი


სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს გა­ა­კე­თონ ჩა­ნა­წე­რე­ბი და გა­ა­ნა­ლი­ზონ ცდის შე­დე­გე­ბი.

 

ცდის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

1. რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ფოთ­ლის მო­თავ­სე­ბა მდუ­ღა­რე წყალ­ში?(მდუ­ღა­რე წყალ­ში ფოთ­ლის მო­თავ­სე­ბა სა­ჭი­რო იყო უჯ­რე­დის კედ­ლის და­საშ­ლე­ლად და მას­ში მიმ­დი­ნა­რე ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მაგ: ფოთ­ლის მი­ერ სა­ხა­მებ­ლის წარ­მოქ­მ­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად).
2. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და შემ­დ­გომ ეტაპ­ზე ფოთ­ლის გა­და­ტა­ნას სპირ­ტ­ში? (ქლო­რო­ფი­ლი გა­იხ­ს­ნა სპირ­ტ­ში და გა­მო­ი­რეცხა ფოთ­ლე­ბი­დან. ქლო­რო­ფი­ლის მო­ცი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ფო­თო­ლი ქლო­რო­ფი­ლის თა­ნა­ო­ბი­სას ცუ­დად იღე­ბე­ბა).
3. რამ გა­ნა­პი­რო­ბა იოდის დაწ­ვე­თე­ბის შემ­დეგ ფოთ­ლის შე­ფე­რი­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა? (ეს სა­ხა­მებ­ლის აღ­მომ­ჩე­ნი რე­აქ­ციაა. იოდი ფერს უც­ვ­ლის სა­ხა­მე­ბელს და ფო­თოლს მო­შა­ვო-მო­ლურ­ჯო შე­ფე­რი­ლო­ბას ანი­ჭებს).
4. რო­მე­ლია მო­ცე­მულ ცდა­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დი? (და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცვლა­დია სა­ხა­მებ­ლის ფო­თოლ­ში არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დია ქლო­რო­ფი­ლის არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბა).
5. რა­ტომ არ შე­ი­ფე­რა ჭრე­ლი ფო­თო­ლი მთლი­ა­ნად? (ი­ო­დის ზე­მოქ­მე­დე­ბით იღე­ბე­ბა სა­ხა­მე­ბე­ლი. ფოთ­ლის მელ­ნის­ფე­რი ნა­წი­ლე­ბი ქლო­რო­ფილს არ შე­ი­ცავს, ამი­ტომ აქ ფო­ტო­სინ­თე­ზი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ხა­მე­ბე­ლი არ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა. ჭრე­ლი ფო­თო­ლი შე­ი­ღე­ბა მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ქლო­რო­ფი­ლის არ­სე­ბო­ბის გა­მო სა­ხა­მე­ბე­ლი წარ­მო­იქ­მ­ნა).
6. ივა­რა­უ­დეთ, რო­გორ შე­დეგს მი­ი­ღებ­დით თუ ცდის ობი­ექ­ტად გა­მო­ი­ყე­ნებ­დით 3 დღით სიბ­ნე­ლე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მცე­ნა­რის ფო­თოლს? ახ­სე­ნით, რა­ტომ? (3 დღით სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნის შე­დე­გად მცე­ნა­რის ფოთ­ლებ­ში ერ­თი მხრივ, ამო­ი­წუ­რე­ბო­და დაგ­რო­ვი­ლი სა­ხა­მებ­ლის მა­რა­გი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, სი­ნათ­ლის არ არ­სე­ბო­ბის გა­მო ახა­ლი მა­რა­გი ვერ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი მცე­ნა­რის ფო­თო­ლი იოდით ვერ შე­ი­ღე­ბე­ბა).
7. ცდის შე­დეგ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იმ­ს­ჯე­ლეთ ქლო­რო­ფი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი:

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=8_9_ACIV4ME

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

  • ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი.
  • დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და აღ­წე­რის უნა­რი.
  • შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის უნა­რი.