ცდა 6. ნივთიერებათა ხსნადობა სხვადასხვა სითხეში

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/bun.VII">ბუნ.VII.13. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ხსნა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • ატა­რებს ცდებს და გა­ნას­ხ­ვა­ვებს ნივ­თი­ე­რე­ბებს წყალ­ში ხსნა­დო­ბის მი­ხედ­ვით.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: იხ­ს­ნე­ბა თუ არა ერ­თი­და­ი­გი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა გამ­ხ­ს­ნელ­ში.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: გამ­ხ­ს­ნე­ლი­სა და გახ­ს­ნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ბუ­ნე­ბა­ზე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ხსნა­დო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი:

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რე­ბი (9) F0176; სინ­ჯა­რე­ბის სად­გა­მი (1) F0579; სა­ზო­მი ცი­ლინ­დი 10 მლ (3) F0178; სას­წო­რი F0285; სინ­ჯა­რე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სი რე­ზი­ნის სა­ცო­ბე­ბი.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი:1 გ სუფ­რის მა­რი­ლი (ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დი); 1 გ შა­ქა­რი; 1 გ ცარ­ცის ფხვნი­ლი (კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტი); 10 მლ სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტი; 10 მლ მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თი; 10 მლ გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • და­ნომ­რეთ სინ­ჯა­რე­ბი 1-დან 9-მდე. სა­ზო­მი ცი­ლინ­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ას­ხით სი­ნა­ჯა­რებ­ში 10-10 მლ სითხე შემ­დე­გი შე­სა­ბა­მი­სო­ბით: წყა­ლი - NN 1, 2, 3, სინ­ჯა­რებ­ში; სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტი - NN 4, 5, 6, სინ­ჯა­რებ­ში; მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თი - NN 7, 8, 9, სინ­ჯა­რებ­ში. თი­თო­ე­უ­ლი სითხის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ სუფ­თა სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი.
  • წი­ნას­წარ აწო­ნი­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ცალ-ცალ­კე ჩა­ყა­რეთ წყლი­ან სინ­ჯა­რა­ში. მო­არ­გეთ სინ­ჯა­რებს სა­ცო­ბე­ბი და შე­ან­ჯღ­რი­ეთ. და­ა­ყოვ­ნეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი.
  • იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა გა­ი­მე­ო­რეთ და გამ­ხ­ს­ნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტი და მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თი.
  • დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ი­ტა­ნეთ ცხრილ­ში.

 ნივთიერებათა ხსნადობა

ცდის ანალიზი: სხვადასხვა ნივთიერების ხსნადობა განსხვავებულია სხვადასხვა გამხსნელში და დამოკიდებულია როგორც გახსნილი ნივთიერების, ასევე გამხსნელის ბუნებაზე. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ გამხსნელის და გახსნილი ნივთიერების ბუნებაზე, ნივთიერება და გამხსნელი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მათ შორის არ ხდებოდეს ქიმიური ურთიერთქმედება.