ცდა 6. ელექტრული მუხტი

შე­დე­გი: VIII.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ელექ­ტ­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ატა­რებს ცდებს და­მუხ­ტუ­ლი სხე­უ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შე­სას­წავ­ლად, აანა­ლი­ზებს და გა­მო­ი­ტანს შე­სა­ბა­მის დას­კ­ვ­ნებს.

 

ცდის ორ­გა­ნი­ზა­ცია: მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფუ­რად.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ დავ­მუხ­ტოთ სხე­უ­ლი. რო­გორ გა­ვი­გოთ, და­მუხ­ტუ­ლია თუ არა იგი.

 

ცდის მი­ზა­ნი: და­მუხ­ტუ­ლი სხე­უ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბი:

1) ელექ­ტ­როს­კო­პი (F0240);
2) ებო­ნი­ტის ღე­რო (F0467);
3) მი­ნის ღე­რო ((F0050);

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1) გა­ა­ხა­ხუ­ნეთ ებო­ნი­ტის ჯო­ხი მა­უდ­ზე ან შალ­ზე (ე­ბო­ნი­ტის ჯო­ხი ამ დროს იმუხ­ტე­ბა უარ­ყო­ფი­თად) და მი­უ­ახ­ლო­ვეთ ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­როს - ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი გა­იშ­ლე­ბა;
2) შე­ა­ხეთ და­მუხ­ტუ­ლი ებო­ნი­ტის ჯო­ხი ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­როს - ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი გა­იშ­ლე­ბა;
3) ისევ გა­ა­ხა­ხუ­ნეთ ებო­ნი­ტის ჯო­ხი მა­უდ­ზე და შე­ა­ხეთ ჯო­ხი ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­როს - ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი უფ­რო მე­ტად გა­იშ­ლე­ბა;
4) ებო­ნი­ტის ჯო­ხის ნაც­ვ­ლად აიღეთ მი­ნის ღე­რო, გა­ა­ხა­ხუ­ნეთ აბ­რე­შუმ­ზე და გა­ი­მე­ო­რეთ პირ­ველ სამ პუნ­ქ­ტ­ში აღ­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი (მი­ნის ღე­რო ამ დროს იმუხ­ტე­ბა­და­დე­ბი­თად) ;
5) ახ­ლა და­მუხ­ტეთ ელექ­ტ­როს­კო­პი ებო­ნი­ტის ჯო­ხით და შე­ა­ხეთ ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­როს და­მუხ­ტუ­ლი მი­ნის ღე­რო - ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი და­ეშ­ვე­ბა;
6) და­მუხ­ტეთ ებო­ნი­ტის ჯო­ხით ერ­თი ელექ­ტ­როს­კო­პი და შემ­დეგ მი­სი ღე­რო შე­ა­ერ­თეთ სა­დე­ნით მე­ო­რე, და­უ­მუხ­ტავ ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­როს­თან - პირ­ვე­ლი ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი და­ეშ­ვე­ბა, მე­ო­რი­სა - გა­იშ­ლე­ბა;

 

ცდის ანა­ლი­ზი: პირ­ველ ცდა­ზე ვაკ­ვირ­დე­ბით გავ­ლე­ნით ელექ­ტ­რი­ზა­ცი­ას - ელექ­ტ­როს­ტა­ტი­კურ ინ­დუქ­ცი­ას: და­მუხ­ტუ­ლი ებო­ნი­ტის ღე­რო გა­ნი­ზი­დავს იმა­ვე ნიშ­ნის - უარ­ყო­ფით მუხ­ტებს (ე­ლექ­ტ­რო­ნებს), ეს მუხ­ტე­ბი გროვ­დე­ბი­ან ფურ­ც­ლებ­ზე და ფურ­ც­ლე­ბი გა­იშ­ლე­ბა. რო­გორც კი ჯოხს მო­ვა­ცი­ლებთ, ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი და­ეშ­ვე­ბა, რად­გან ელექ­ტ­როს­კოპს ჭარ­ბი მუხ­ტი არ მი­უ­ღია, მოხ­და მუხ­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ღე­რო­სა და ფურ­ც­ლებს შო­რის. მე­ო­რე ცდა­ზე ელექ­ტ­რო­ნე­ბი გა­და­დი­ან ებო­ნი­ტის ჯო­ხი­დან ელექ­ტ­როს­კო­პის ღე­რო­ზე, რის გა­მოც ელექ­ტ­როს­კო­პის ფურ­ც­ლე­ბი გა­იშ­ლე­ბა. თუ ახ­ლა ჯოხს მო­ვა­ცი­ლებთ, ფურ­ც­ლე­ბი გაშ­ლი­ლი დარ­ჩე­ბა - მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს მუხ­ტი. მი­ნის ღე­რო­თი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდე­ბი ზუს­ტად იგი­ვე შე­დე­გებს იძ­ლე­ვა. მე­ხუ­თე ცდა­ზე აშ­კა­რად ჩანს, რომ ებო­ნიტს და მი­ნას სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნის მუხ­ტე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, მუხ­ტე­ბი ნა­წი­ლობ­რივ (ან მთლი­ა­ნად) ანე­იტ­რა­ლე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. მე­ექ­ვ­სე ცდა­ზე ჩანს, რომ ლი­თო­ნის სა­დე­ნი ატა­რებს ელექ­ტ­რულ მუხტს - მუხ­ტე­ბი გა­და­ნა­წილ­და ელექ­ტ­როს­კო­პებს შო­რის, პირ­ვე­ლის მუხ­ტი შემ­ცირ­და, მე­ო­რეს - გა­უჩ­ნ­და მუხ­ტი.

 

რე­კო­მენ­და­ცია: შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ა­ტა­როთ ეფექ­ტუ­რი ცდე­ბი შტა­ტივ­ზე აბ­რე­შუ­მის (ი­ზო­ლა­ტო­რი) ძა­ფით ჩა­მო­კი­დე­ბულ ქა­ღალ­დის ჰილ­ზებ­ზე.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი:

https://docs.go­og­le.com/do­cu­ment/d/1Zf4M-PqvehHG3rwuqvaytk5mUyG2rA_dD53KnqU3Isg/edit?hl=en_US&pli=1