ცდა 5. ჟანგბადის მიღება

შე­დე­გი: ქიმ.X.12. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი ნა­ერ­თე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • იც­ნობს ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ერ­თე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თად მე­თო­დებს;

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში?

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნა­წი­ლი 1 - ჟან­გ­ბა­დის მი­ღე­ბა და შეგ­რო­ვე­ბა, ნა­წი­ლი 2 - მი­ღე­ბუ­ლი ჟან­გ­ბა­დის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მი­სი თვი­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

 

რე­სურ­სე­ბი:

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: გამ­ყო­ფი ძაბ­რი (1) F0049; ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა (1) F0249; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 800 მლ (1) F0089; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 400მლ (1) F0085; ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 250 მლ (1) F0083; სინ­ჯა­რა (1); სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი (1); სწო­რი მი­ნის მი­ლი (1); შტა­ტი­ვი (1) F0110; შტა­ტი­ვის სა­მაგ­რი და თა­თი (2) F0108; სა­ცო­ბი ორი ნახ­ვ­რე­ტით (2) F0377; დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დი - 20 % -იანი, 200 მლ; მან­გა­ნუ­მის (IV) ოქ­სი­დი, 2-3 გრა­მი; წვრი­ლი ხის ჩხი­რი.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი:

ცდის მი­ზა­ნი - ჟან­გ­ბა­დის მი­ღე­ბა და შეგ­რო­ვე­ბა

ჟანგბადის მიღებისა და შეგროვების ცდა

1 - გამ­ყო­ფი ძაბ­რი, რო­მელ­შიც ჩას­ხ­მუ­ლია წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დი

2 - გამ­ყო­ფი ძაბ­რის ონ­კა­ნი

3 - სწორ­კუთხა მი­ნის მი­ლი

4 - რე­ზი­ნის მი­ლი

5 - მოხ­რილ­წ­ვე­რი­ა­ნი მი­ნის მი­ლი

6 - საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯა­მი

7 - ჟან­გ­ბა­დის მო­საგ­რო­ვე­ბე­ლი სინ­ჯა­რე­ბი

8 - ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია მან­გა­ნუ­მის დი­ოქ­სი­დი

 

  • რე­ზი­ნის სა­ცო­ბის ერთ ნახ­ვ­რეტ­ში გა­ა­ტა­რეთ გამ­ყო­ფი ძაბ­რის მი­ლი.
  • გამ­ყო­ფი ძაბ­რის ონ­კა­ნი გა­და­კე­ტეთ და ძაბ­რ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხევ­რამ­დე ჩა­ას­ხით წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დი.

 ჟანგბადის შეგროვება

1 - მოხ­რილ­წ­ვე­რი­ა­ნი მი­ნის მი­ლი

2 - სინ­ჯა­რე­ბი ჟან­გ­ბა­დის შე­საგ­რო­ვებ­ლად

 

  • ერთ შტა­ტივ­ზე და­ა­მაგ­რეთ ორი სა­მაგ­რი და ორი თა­თი. საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯა­მი აავ­სეთ წყლით.
  • ერთ-ერ­თი სინ­ჯა­რა აავ­სეთ წყლით, თა­ვი ცე­რა თი­თით და­უ­ცეთ და გად­მო­აბ­რუ­ნეთ. გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი სინ­ჯა­რა და­ა­მაგ­რეთ შტა­ტი­ვის თათ­ზე, ჩა­უშ­ვით წყლით სავ­სე ჯამ­ში და აუშ­ვით თი­თი. გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე მე­ო­რე სინ­ჯა­რის­თ­ვის და და­ა­მაგ­რეთ იმა­ვე შტა­ტი­ვის მე­ო­რე სა­მაგ­რ­ზე.
  • ერ­ლენ­მე­ი­ე­რის კოლ­ბა­ში ჩა­ყა­რეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მან­გა­ნუ­მის (IV) ოქ­სი­დი.
  • კოლ­ბას მო­არ­გეთ სა­ცო­ბი, რო­მელ­შიც გა­ტა­რე­ბუ­ლია გამ­ყო­ფი ძაბ­რი და მოხ­რილ­წ­ვე­რი­ა­ნი მი­ნის მი­ლი. გამ­ყო­ფი ძაბ­რი თა­თით და­ა­მაგ­რეთ მე­ო­რე შტა­ტივ­ზე.
  • სწო­რი კუთხით მოხ­რი­ლი მი­ნის მი­ლი გა­ა­ტა­რეთ სა­ცო­ბის მე­ო­რე ნახ­ვ­რეტ­ში. მი­ნის მი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 სმ სიგ­რ­ძის რე­ზი­ნის მი­ლით მი­უ­ერ­თეთ მოხ­რილ­წ­ვე­რი­ან მიმ­ღე­ბი მი­ნის მილს.
  • მი­ნის მოხ­რი­ლი წვე­რი უნ­და შე­დი­ო­დეს ერთ-ერთ სინ­ჯა­რა­ში.
  • გახ­სე­ნით ძაბ­რის ონ­კა­ნი და ჩა­უშ­ვით წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დი კოლ­ბა­ში.
  • და­აკ­ვირ­დით აირის გა­მო­ყო­ფას. რო­დე­საც აირის მიმ­ღე­ბი პირ­ვე­ლი სინ­ჯა­რა­რი­დან მთლი­ა­ნად გა­მო­ძევ­დე­ბა წყა­ლი მას­ში აირის დაგ­რო­ვე­ბის გა­მო,გა­და­ი­ტა­ნეთ მი­ნის მი­ლის წვე­რი, მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში.

 

ნა­წი­ლი მე­ო­რე:

ცდის მი­ზა­ნი - ჟან­გ­ბა­დის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა

  • იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ გა­მო­ყო­ფი­ლი აირი ჟან­გ­ბა­დია, ამო­ი­ღეთ სინ­ჯა­რა საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯა­მი­დან და და­უ­ცეთ ცე­რა თი­თი. აან­თეთ ხის ჩხი­რი. ცო­ტა ხნის მე­რე შე­უ­ბე­რეთ, ჩა­აქ­რეთ და მბჟუ­ტავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სწრა­ფად შე­ი­ტა­ნეთ გა­მო­ყო­ფი­ლი აირით სავ­სე სინ­ჯა­რა­ში.
  • და­აკ­ვირ­დით ცვლი­ლე­ბას და შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.
  • გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი.

 

ცდის ანა­ლი­ზი: წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დი მან­გა­ნუ­მის (IV) ოქ­სი­დის (კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი) თა­ნა­ო­ბი­სას იშ­ლე­ბა ჟან­გ­ბა­დის გა­მო­ყო­ფით. ჟან­გ­ბა­დი წყალ­ში მცი­რედ ხსნა­დი, უფე­რო, უსუ­ნო აირია და სინ­ჯა­რა­ში მი­სი შეგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სინ­ჯა­რი­დან წყლის ან ჰა­ე­რის გა­მო­ძე­ვე­ბით. მი­სი აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მბჭუ­ტა­ვი კვა­რით, რო­მე­ლიც ინ­თე­ბა სუფ­თა ჟან­გ­ბა­დის გა­რე­მო­ში და წვას გა­ნაგ­რ­ძობს. ჟან­გ­ბა­დის შეგ­რო­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ სინ­ჯა­რი­დან ჰა­ე­რის გა­მო­ძე­ვე­ბით, რად­გან ის ჰა­ერ­ზე მძი­მეა, სინ­ჯა­რა პი­რით ზე­მოთ და­ა­მაგ­რეთ შტა­ტი­ვის თათ­ზე და რე­ზი­ნის მი­ლი ჩა­უშ­ვით სინ­ჯა­რა­ში ბო­ლომ­დე. სინ­ჯა­რის ავ­სე­ბის სის­რუ­ლე შე­ა­მოწ­მეთ მბჟუ­ტა­ვი კვა­რით.