ცდა 5. დნმ-ის მოდელირება

შე­დე­გი: ბი­ოლ. X.5. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იმ­ს­ჯე­ლოს უჯ­რედ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე და და­ა­სა­ბუ­თოს მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ილუს­ტ­რა­ცი­ის და/ან მო­დე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აჩ­ვე­ნებს ბი­ო­პო­ლი­მე­რე­ბის აგე­ბუ­ლე­ბებს შო­რის მსგავ­სე­ბა­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას და მსჯე­ლობს მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე თი­თო­ე­უ­ლი უჯ­რე­დის­თ­ვის და მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის.

 

რე­კო­მენ­და­ცია: აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ითხოვს კლა­სის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით ორ­გა­ნი­ზე­ბას: I აქ­ტი­ვო­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თო საკ­ლა­სო მუ­შა­ო­ბა, ხო­ლო II აქ­ტი­ვო­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ონ ჯგუ­ფუ­რად. ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

 

აქ­ტი­ვო­ბა I. დნმ-ის აგე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: დნმ-ის აგე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

 დნმ-ის აგებულება

აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბა:

1. დად­გით დნმ-ის მო­დე­ლი ყვე­ლას­თ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე;

2. დას­ვით კითხ­ვე­ბი მო­დე­ლის გარ­შე­მო (რამ­დე­ნი ჯაჭ­ვი­სა­გან შედ­გე­ბა მო­ლე­კუ­ლა, რო­გო­რი ფორ­მა აქვს, რა­ტომ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ფე­რით მო­ლე­კუ­ლის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი და ა.შ.) და შე­მო­ი­ტა­ნეთ ძი­რი­თა­დი ცნე­ბე­ბი­სა და ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი.

3. და­შა­ლეთ დნმ-ის მო­დე­ლი და აწყო­ბი­სას არე­უ­ლად ჩას­ვით ნუკ­ლე­ო­ტი­დე­ბი.

4. სთხო­ვეთ, მოს­წავ­ლე­ებს:

  • ყ და­აკ­ვირ­დ­ნენ მო­დელს და აღ­მო­ა­ჩი­ნონ აწყო­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი;
  • ყ ახ­ს­ნან, რა­ტომ არ არის დნმ-თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ასე­თი აგე­ბუ­ლე­ბა;
  • ყ ააწყონ მო­დე­ლი თა­ვი­დან დნმ-ის მო­ლე­კუ­ლის სტრუქ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

  

აქ­ტი­ვო­ბა II. დნმ-ის მო­დე­ლის შექ­მ­ნა

რე­კო­მენ­და­ცია: ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო (ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე).

 

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: დნმ-ის მო­დე­ლის შექ­მ­ნა

 

სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

მო­დე­ლის შექ­მ­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის.

1. პლას­ტე­ლი­ნი, რბი­ლი მავ­თუ­ლი, რა­ი­მე საყ­რ­დე­ნი (მარ­თ­კუთხა ხის და­ფა, მუ­ყაო ან სხვ).
2. სხვა­დას­ხ­ვა ზო­მი­სა და ფე­რის მძი­ვე­ბი, რბი­ლი მავ­თუ­ლი, საყ­რ­დე­ნი.
3. სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ჟე­ლი­ბო­ნე­ბი, ე.წ. კბი­ლის ჩხი­რე­ბი, რბი­ლი მავ­თუ­ლი.
4. ფე­რა­დი ფან­ქ­რე­ბი და ქა­ღალ­დე­ბი, მაკ­რა­ტე­ლი, წე­ბო და სქე­ლი ქა­ღალ­დე­ბი.

 

აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბა:

შე­ნიშ­ვ­ნა:

შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა აჩ­ვე­ნოს კლასს ვი­დეო-ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნი­ან მო­დელს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ტი­პის ვი­დეო-მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­ებ­მა წი­ნას­წარ ნა­ხონ სახ­ლ­ში, და­ა­მუ­შა­ონ ინ­ფორ­მა­ცია და ჩა­ი­ნიშ­ნონ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი.

1. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი ამ­ზა­დებს დნმ-ის მო­დელს შერ­ჩე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

2. მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეწყო­ბა ჯგუ­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა.

 

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი:

http://www.yo­u­tu­be.com/watch?fe­a­tu­re=en­d­s­c­re­en&NR=1&v=QYrr-EyV7U0

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=0jOapfqVZlo

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=G8u5Ikdgsk8

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=J4XxF0xUd5I

http://www.yo­u­tu­be.com/watch?fe­a­tu­re=en­d­s­c­re­en&v=2VpxQQ9d1Cg&NR=1

http://www.yo­u­tu­be.com/watch?v=jNr0OH6mTjk

http://www.yo­u­tu­be.com/watch?NR=1&v=IN3tBkk8UjQ&fe­a­tu­re=en­d­s­c­re­en

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

  • დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი.
  • მო­დე­ლე­ბის შექ­მ­ნის უნა­რი.