ცდა 4. საკვები პროდუქტების ქიმიური შედგენილობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესწავლა

შე­დე­გი: ბი­ოლ.X. 7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია და­ა­სა­ბუ­თოს კვე­ბის და მო­ნე­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ორ­გა­ნიზ­მის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

 

ინ­დი­კა­ტო­რი: ატა­რებს ცდებს საკ­ვებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­სათ­ვ­ლე­ლად. ადა­რებს საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო. პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­როა 3 ჯგუ­ფის შექ­მ­ნა, ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ:

1. რო­მელ ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს შო­კო­ლა­დი, ხორ­ბ­ლის ფქვი­ლი და კა­კა­ლი.
2. რო­მე­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იძ­ლე­ვა მეტ ენერ­გი­ას.

 

აქ­ტი­ვო­ბა I  საკ­ვებ­ში ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

ჯგუ­ფი 1.

ცდის მი­ზა­ნი: საკ­ვებ პრო­დუქ­ტ­ში (ხორ­ბ­ლის ფქვილ­ში) ნახ­შირ­წყ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი: 2 ქი­მი­უ­რი ჭი­ქა (F0083), პი­პე­ტი(F0461), წყა­ლი, იოდის სპირ­ტ­ხ­ს­ნა­რი, ხორ­ბ­ლის ფქვი­ლი, მარ­ლა.

 

ცდის მსვლე­ლო­ბა: დოლ­ბან­დ­ზე მო­ა­თავ­სეთ ცო­ტა­ო­დე­ნი ფქვი­ლი, შე­კა­რით და ჩა­უშ­ვით წყლი­ან ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში. დოლ­ბან­დ­ში გახ­ვე­უ­ლი ფქვი­ლი გა­რეცხეთ წყალ­ში მოძ­რა­ო­ბით. 1-2 წთ-ის შემ­დეგ ამო­ი­ღეთ ჭი­ქი­დან. და­ა­მა­ტეთ ჭი­ქა­ში იოდის სპირ­ტ­ხ­ს­ნა­რის რამ­დე­ნი­მე წვე­თი. მე­ო­რე ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში, რო­მელ­შიც არის სუფ­თა წყა­ლი, ასე­ვე და­ა­მა­ტეთ იოდის სპირ­ტ­ხ­ს­ნა­რის იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა.

1. აღ­წე­რეთ, რა შე­ამ­ჩ­ნი­ეთ? (პირ­ველ ჭი­ქა­ში ხსნა­რი გა­ლურ­ჯ­დე­ბა, ხო­ლო მე­ო­რე­ში შე­ი­ფე­რე­ბა ღია ყა­ვის­ფ­რად).
2. ახ­სე­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მი­ღე­ბულ ფე­რებს შო­რის (რო­გორც ცნო­ბი­ლია იოდის ზე­მოქ­მე­დე­ბით ლურ­ჯ­დე­ბა სა­ხა­მე­ბე­ლი, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ პირ­ველ ჭი­ქა­ში ხსნა­რის გა­ლურ­ჯე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ხა­მებ­ლის შემ­ც­ვე­ლო­ბამ, მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში, სა­დაც სა­ხა­მე­ბე­ლი არ იყო,წყა­ლი შე­ი­ფე­რა იოდის­ფ­რად).

საკვებში ორგანული ნივთიერებების აღმოჩენის ცდა

 

3. რა როლს ას­რუ­ლებ­და მო­ცე­მულ ცდა­ში მე­ო­რე ქი­მი­უ­რი ჭი­ქა სუფ­თა წყლით? (მე­ო­რე ჭი­ქა გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო სა­კონ­ტ­რო­ლო ცდი­სათ­ვის. მას­ში მი­ღე­ბულ­მა ყა­ვის­ფერ­მა შე­ფე­რი­ლო­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ იოდის ზე­მოქ­მე­დე­ბით ლურ­ჯ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ხა­მებ­ლის შემ­ც­ვე­ლი სითხე).

 

 

 

ჯგუ­ფი 2.

 

ცდის მი­ზა­ნი: საკ­ვებ პრო­დუქ­ტ­ში (თევ­ზი, კვერ­ცხი) ცი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

 

 

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი: 4 სინ­ჯა­რა (F0175), ფა­ი­ფუ­რის თა­სი სა­ნა­ყით (F0281), პი­პე­ტე­ბი (F0461), წყა­ლი, თევ­ზის მცი­რე ზო­მის ნა­ჭე­რი, კვერ­ცხის ცი­ლა, ბი­უ­რე­ტის რე­ა­გენ­ტი (ან ნატ­რი­უ­მის ტუ­ტის (NaOH) და სპი­ლენ­ძის სულ­ფა­ტის (CuSO4) ხსნა­რე­ბი).

 

 

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

 

და­ა­ქუც­მა­ცეთ წვრი­ლად თევ­ზის მცი­რე ნა­ჭე­რი, გა­და­ი­ტა­ნეთ სინ­ჯა­რა­ში და და­ა­მა­ტეთ 3 მლ წყა­ლი. და­ა­ყოვ­ნეთ იქამ­დე, სა­ნამ სითხე არ და­იწ­მინ­დე­ბა და გა­და­წუ­რეთ სხვა სინ­ჯა­რა­ში. მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში მო­ა­თავ­სეთ კვერ­ცხის ცი­ლის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და და­ას­ხით 3 მლ წყა­ლი. ფრთხი­ლად შე­ან­ჯღ­რი­ეთ, რომ მი­ი­ღოთ ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი შიგ­თავ­სი. მე­სა­მე სინ­ჯა­რა­ში ჩა­ას­ხით 3 მლ სუფ­თა წყა­ლი. თი­თო­ე­ულ ნი­მუშს და­აწ­ვე­თეთ 20 წვე­თი ბი­უ­რე­ტის რე­ა­გენ­ტი (ან და­ა­მა­ტეთ ჯერ NaOH-ისა და შემ­დეგ ჩუშO4 ხსნა­რე­ბის 10-10 წვე­თი). და­აკ­ვირ­დით რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 

1. აღ­წე­რეთ, რა შე­ამ­ჩ­ნი­ეთ? (ბი­უ­რე­ტის რე­ა­გენ­ტის დაწ­ვე­თე­ბი­დან ცო­ტა ხნის შემ­დეგ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სინ­ჯა­რე­ბის შიგ­თავ­სი მი­ი­ღებს მო­წი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბას, ხო­ლო მე­სა­მე სინ­ჯა­რა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა მო­ლურ­ჯო ფე­რი).
2. ახ­სე­ნით, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ფე­რის ცვლი­ლე­ბა? (ცნო­ბი­ლია, რომ ბი­უ­რე­ტის რე­ა­გენ­ტის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა ცი­ლას­თან იწ­ვევს მო­წი­თა­ლო-მე­წა­მუ­ლი ფე­რის წარ­მოქ­მ­ნას. პირ­ველ და მე­ო­რე სინ­ჯა­რებ­ში სითხის გა­წით­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ მა­თი შიგ­თავ­სი შე­ი­ცავს ცი­ლას).
3. რა როლს ას­რუ­ლებ­და მო­ცე­მულ ცდა­ში მე­სა­მე სინ­ჯა­რა სუფ­თა წყლით?(მე­სა­მე სინ­ჯა­რა გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო სა­კონ­ტ­რო­ლო ცდი­სათ­ვის. მას­ში ბი­უ­რე­ტის რე­ა­გენ­ტ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სა­კუ­თა­რი მო­ლურ­ჯო ფე­რი, რი­თაც და­დას­ტურ­და, რომ პირ­ველ და მე­ო­რე სინ­ჯა­რე­ბის შიგ­თავ­სი მე­სა­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით შე­ი­ცავ­და ცი­ლას).

 

 

 

ჯგუ­ფი 3.

 

ცდის მი­ზა­ნი: საკ­ვებ პრო­დუქ­ტ­ში ცხი­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

 

 

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი: ფა­ი­ფუ­რის თა­სი სა­ნა­ყით (F0281), 2 სინ­ჯა­რა (F0175), 98%-იანი სპირ­ტი, პი­პე­ტი (F0461), ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი (F0548), ძაბ­რი (F0287), ქი­მი­უ­რი ჭი­ქა (F0083), კაკ­ლის ლე­ბა­ნი, წყა­ლი.

 

 

 

ცდის მსვლე­ლო­ბა: 1 ცა­ლი კაკ­ლის ლე­ბა­ნი კარ­გად და­ნა­ყეთ და გა­და­ი­ტა­ნეთ სინ­ჯა­რა­ში. და­ა­მა­ტეთ 2 მლ 98%-იანი სპირ­ტი. კარ­გად შე­ან­ჯღ­რი­ეთ, და­ა­ყოვ­ნეთ 5 წთ. შემ­დეგ გა­ფილ­ტ­რეთ და ფილ­ტ­რატს და­უ­მა­ტეთ 2მლ ცი­ვი წყა­ლი, ისევ შე­ან­ჯღ­რი­ეთ და და­ა­ყოვ­ნეთ ცო­ტა ხა­ნი. მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში ჩა­ას­ხით 2მლ 98%-იანი სპირ­ტი, 5 წთ-ის შემ­დეგ კი 2მლ ცი­ვი წყა­ლი. ფრთხი­ლად შე­ან­ჯღ­რი­ეთ და და­ა­ყოვ­ნეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი.

 

1. აღ­წე­რეთ, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ამ­ჩ­ნი­ეთ ფილ­ტ­რა­ტის გან­ზა­ვე­ბის შემ­დეგ? (პირ­ველ სინ­ჯა­რა­ში ფილ­ტ­რა­ტი გა­თეთ­რ­და, ხო­ლო მე­ო­რე­ში - შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა).
2. ახ­სე­ნით, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი? (პირ­ველ სინ­ჯა­რა­ში ფე­რის ცვლი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ფილ­ტ­რატ­ში ცხი­მე­ბის არ­სე­ბო­ბამ, რო­მე­ლიც გან­ზა­ვე­ბის შემ­დეგ წყალ­ში არ გა­იხ­ს­ნა, ხო­ლო მე­ო­რე სინ­ჯა­რა­ში კი წყალ­მა და სპირ­ტ­მა წარ­მოქ­მ­ნა ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი ნა­რე­ვი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა).
3. რო­გო­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ცე­მუ­ლი მე­თო­დით? (მო­ცე­მუ­ლი მე­თო­დით შე­საძ­ლე­ბე­ლია ჰიდ­რო­ფო­ბუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა).
4. რა როლს ას­რუ­ლებ­და მო­ცე­მულ ცდა­ში მე­ო­რე სინ­ჯა­რა სუფ­თა წყლით? (მე­ო­რე სინ­ჯა­რა გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო სა­კონ­ტ­რო­ლო ცდი­სათ­ვის).

 

 

 

 

 

აქ­ტი­ვო­ბა II ეტი­კე­ტე­ბის კვლე­ვა

 

რე­კო­მენ­და­ცია: სა­სურ­ვე­ლია შე­არ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ მოს­წავ­ლე­ებს, ან რო­მელ­თა შედ­გე­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მათ­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო. მაგ: შო­კო­ლა­დი - ,,სნი­კერ­სი”, ხი­ლის წვე­ნი - ,,სან­დო­რა”, მა­წო­ნი - ,,სან­ტი­ნო’, კა­რა­ქი - ,,სოფ­ლის ნო­ბა­თი’’ და სხვა მსგავ­სი.

 

 

 

 

 

მი­ზა­ნი: საკ­ვე­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

 

1. დას­ვით შე­კითხ­ვე­ბი:

 

- რო­გორც იცით, ყვე­ლა საკ­ვებ პრო­დუქტს აქვს შე­სა­ბა­მი­სი ეტი­კე­ტი, რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­სი სა­ხით? (ე­ტი­კე­ტი იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­დუქ­ტის კა­ლო­რი­უ­ლო­ბის, მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მე­ბის, ცი­ლე­ბის, ნახ­შირ­წყ­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­ზე და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­და­ზე).
- პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას კითხუ­ლობთ თუ არა ეტი­კეტს?

 

2. და­უ­რი­გეთ ჯგუ­ფებს (4-4) სხვა­დას­ხ­ვა პრო­დუქ­ტის ეტი­კე­ტი, სთხო­ვეთ ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნონ მას­ზე არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­და­ი­ტა­ნონ ცხრი­ლის შე­სა­ბა­მის გრა­ფებ­ში

პროდუქტების ეტიკეტების კვლევა

 

3. და­ა­ვა­ლეთ მოს­წავ­ლე­ებს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით ააგონ დი­აგ­რა­მე­ბი:

1. კა­ლო­რი­უ­ლო­ბის ზრდის მი­ხედ­ვით.
2. ცხი­მის ზრდის მი­ხედ­ვით.
3. ცი­ლე­ბის ზრდის მი­ხედ­ვით.
4. ნახ­შირ­წყ­ლე­ბის ზრდის მი­ხედ­ვით.

 

4. გა­ა­ნა­ლი­ზონ დი­აგ­რა­მე­ბი და უპა­სუ­ხონ კითხ­ვებს:

ა) რა ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა 100 გრ. პრო­დუქ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა? (აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას საკ­ვე­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ანუ რამ­დენ ენერ­გი­ას შე­ი­ცავს მო­ცე­მუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის 100 გრ).

ბ) თქვენს მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი ეტი­კე­ტე­ბის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი აღ­მოჩ­ნ­და უფ­რო კა­ლო­რი­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს შე­და­რე­ბით მეტ ცხიმს, ცი­ლებს თუ ნახ­შირ­წყ­ლებს?

გ) რო­გორ ხვდე­ბა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში ენერ­გია და რა ფორ­მით არის ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი? (საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მელ­თა მო­ლე­კუ­ლებ­ში მო­მა­რა­გე­ბუ­ლია ქი­მი­უ­რი ენერ­გია. ეს ენერ­გია მცე­ნა­რე­ულ პრო­დუქ­ტებ­ში ხვდე­ბა მზის სი­ნათ­ლის ენერ­გი­ის გარ­დაქ­მ­ნის შე­დე­გად, რაც ფო­ტო­სი­ნე­ზის პრო­ცეს­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებ­ში კი - კვე­ბი­თი ჯაჭ­ვის წი­ნა რგო­ლე­ბი­დან).

დ) მო­ი­ფიქ­რეთ, რა გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი საკ­ვებ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის უშუ­ა­ლო გა­ზომ­ვა? (საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წვის პრო­ცეს­ში გა­მო­ყო­ფი­ლი სით­ბუ­რი და სი­ნათ­ლის ენერ­გი­ე­ბის გა­ზომ­ვით).

ე) ეტი­კე­ტის წა­კითხ­ვის შემ­დეგ რო­მელ (რო­გორ) პრო­დუქტს მი­ა­ნი­ჭებ­დით უპი­რა­ტე­სო­ბას? ახ­სე­ნით, რა­ტომ?

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

1. ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი.
2. დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და აღ­წე­რის უნა­რი.
3. მო­ნა­ცე­მე­ბის ცხრი­ლის და დი­აგ­რა­მის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნის უნა­რი.
4. შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის უნა­რე­ბი.