ცდა 4. ამიაკის მიღება მისი მარილებიდან და თვისებები

შე­დე­გი: ქიმ.X.12. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი ნა­ერ­თე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • იც­ნობს ელე­მენ­ტე­ბის და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ერ­თე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თად მე­თო­დებს;
  • აკავ­ში­რებს ელე­მენ­ტე­ბის ფი­ზი­კურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქი­მი­ურ თვი­სე­ბებს მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბის მე­თო­დე­ბი და ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: ამი­ა­კის მი­ღე­ბა და მი­სი თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა.

 

რე­სურ­სე­ბი:

ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: სინ­ჯა­რე­ბი (2) F0176; საწ­ვე­თუ­რი (1); შტა­ტი­ვი (1) F0110; შტა­ტი­ვის სა­მაგ­რი და თა­თი (1) F0108; სპირ­ტ­ქუ­რა F0300, რე­ზი­ნის სა­ცო­ბი (1); სწო­რი მი­ნის მი­ლი F0121; საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯა­მი F0342; ფე­ნოლ­ფ­ტა­ლე­ი­ნი;

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: მყა­რი ამო­ნი­უ­მის ქლო­რი­დი, 2-3 გ; მყა­რი ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დი, 5-6 გრა­ნუ­ლა; ან მყა­რი კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დი, 4-5 გ; წი­თე­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი, 1 ცა­ლი; გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი;

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

  • ააწყეთ შტა­ტი­ვი და და­ა­მაგ­რეთ თათ­ზე სინ­ჯა­რა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ მის ქვეშ სპირ­ტ­ქუ­რა და­იდ­გას.
  • ცალ­კე ჭი­ქა­ში შე­უ­რი­ეთ მყა­რი ამო­ნი­უ­მის ქლო­რი­დი და ნატ­რი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დი (ან კალ­ცი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დი). ნა­რე­ვი გა­და­ი­ტა­ნეთ სინ­ჯა­რა­ში.
  • სპირ­ტ­ქუ­რა აან­თეთ და სინ­ჯა­რა ნე­ლა გა­აცხე­ლეთ.
  • სინ­ჯა­რის პირ­თან მი­ი­ტა­ნეთ ჯერ მშრა­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი, ხო­ლო შემ­დეგ გა­მოხ­დილ წყალ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი. და­აკ­ვირ­დით ცვლი­ლე­ბებს და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში.
  • გა­აგ­რ­ძე­ლეთ გაცხე­ლე­ბა და სინ­ჯა­რას მო­არ­გეთ რე­ზი­ნის მი­ლი მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სწო­რი მი­ნის მი­ლით.
  • მი­ნის მილ­ზე ოდ­ნავ დახ­რი­ლად და­ი­ჭი­რეთ გად­მო­პირ­ქ­ვა­ვე­ბუ­ლი სინ­ჯა­რა და შე­აგ­რო­ვეთ გა­მო­ყო­ფი­ლი აირი. სინ­ჯა­რის შევ­სე­ბის სის­რუ­ლე შე­ა­მოწ­მეთ გად­მო­პირ­ქ­ვა­ვე­ბუ­ლი სინ­ჯა­რის პირ­თან სვე­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დის მი­ტა­ნით.
  • სავ­სე სინ­ჯა­რას გა­მო­პირ­ქ­ვა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ფა­რეთ სა­საგ­ნე მი­ნა.
  • საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯამ­ში ჩა­ას­ხით გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი და ჩა­აწ­ვე­თეთ ფე­ნოლ­ფ­ტა­ლე­ი­ნის რამ­დე­ნი­მე წვე­თი.
  • აირით სავ­სე სინ­ჯა­რა და­ფა­რე­ბუ­ლი სა­საგ­ნე მი­ნით შე­ი­ტა­ნეთ გა­მოხ­დილ­წყ­ლი­ან საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯამ­ში და წყალ­ში­ვე მო­ა­ცი­ლეთ სა­საგ­ნე მი­ნა.
  • და­აკ­ვირ­დით ცვლი­ლე­ბებს და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში. რო­გორ შე­ი­ფე­რა ხსნა­რი სინ­ჯა­რა­ში? რა­ტომ?
  • მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ და დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნეთ.

ცდის ანა­ლი­ზი: ამო­ნი­უ­მის ქლო­რი­დი­სა და ტუ­ტის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ამი­ა­კი, რო­მე­ლიც მძაფ­რი, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნის მქო­ნე მსუ­ბუ­ქი აირია. სინ­ჯა­რის პირ­თან მი­ტა­ნი­ლი მშრა­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი ფერს არ იც­ვ­ლის, ხო­ლო გა­მოხ­დი­ლი წყლით დას­ვე­ლე­ბუ­ლი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი მი­ი­ღებს ტუ­ტის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ლურჯ შე­ფე­რი­ლო­ბას, რად­გან წარ­მოქ­მ­ნი­ლი ამი­ა­კი რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის წყალ­თან და მი­ი­ღე­ბა სუს­ტი ტუ­ტე - ამო­ნი­უ­მის ჰიდ­როქ­სი­დი. ამი­ა­კი წყალ­ში კარ­გად ხსნა­დი აირია, ამი­ტომ მი­სის შეგ­რო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა სინ­ჯა­რი­დან წყლის გა­მო­ძე­ვე­ბით. რად­გან ის არის ჰა­ერ­ზე მსუ­ბუ­ქია, შეგ­ვიძ­ლია შე­ვაგ­რო­ვოთ მხო­ლოდ გად­მო­პირ­ქ­ვა­ვე­ბუ­ლი სინ­ჯა­რი­დან ჰა­ე­რის გა­მო­ძე­ვე­ბით. საკ­რის­ტა­ლი­ზა­ციო ჯამ­ში შე­ტა­ნილ სინ­ჯა­რა­ში შე­ვა წყა­ლი, რად­გან ამი­ა­კი წყალ­ში კარ­გად ხსნა­დია და ხსნა­რი შე­ი­ფე­რე­ბა ჟო­ლოს­ფ­რად, რად­გან მი­ი­ღე­ბა ტუ­ტე, რო­მე­ლიც ფე­ნოლ­ფ­ტა­ლე­ინს ჟო­ლოს­ფერს აძ­ლევს.