ცდა 3. უმარტივესების გამრავლება სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში
შედეგი: ბიოლ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ინდიკატორი: განარჩევს მცენარეებსა და ცხოველებზე მოქმედ ძირითად გარემო ფაქტორებს (მაგ: ტემპერატურა, განათება, წყალი, საკვები ნივთიერებები).
რეკომენდაცია: სასურველია სამუშაო შესრულდეს ჯგუფებში. ჯგუფების რაოდენობა და ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრეთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
რას ვიკვლევთ: რა გავლენას ახდენს ტემპერატურა ინფუზორია-ქალამანას გამრავლების ინტენსივობაზე?
ცდის მიზანი: ინფუზორია - ქალამანას გამრავლების ინტენსივობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების შესწავლა.
ცდისთვის საჭირო მასალები:
მიკროსკოპი (F0423), მუდმივი პრეპარატები (ზოოლოგია) - (FM4140) - ინფუზორია-ქალამანას მუდმივი პრეპარატი (Pარამეციუმ. წ. მ), ინფუზორია-ქალამანას კულტურები, 4 სინჯარა (F0176) ბამბის საცობით, წყლის თერმომეტრი(F0332), პიპეტი(F0461), ლუპა(F0116), PH ინდიკატორი(F0459).
ცდის მსვლელობა:
1. აიღეთ 4 სინჯარა, ჩაასხით ნახევრამდე წყალი, დანომრეთ და მოათავსეთ შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობით ინფუზორია-ქალამანები.
2. თითოეულ სინჯარაში პიპეტით ჩაასხით წყლით განზავებული აუდუღარი რძე (საჭიროა ინფუზორიების გამოსაკვებად).
3. სინჯარებს გაუკეთეთ ბამბის საცობი და მოათავსეთ განსხვავებულ ტემპერატურაზე. მაგ:სითბოში, სიცივეში (ფანჯრის რაფაზე).
4. წყლის თერმომეტრით გაზომეთ ტემპერატურა თითეულ სინჯარაში, სხვაობა არ უნდა იყოს 10oC-ზე მეტი. მაგ 20o-25oC და მეორეში 100-15oC.
5. 1.5-2 კვირის შემდეგ დააკვირდით სინჯარებს ლუპით.
6. ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა, რაც თვალსაჩინოს გახდის 4 სინჯარაში გამრავლების ინტენსივობის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე.
7. გაანალიზეთ შედეგები და გააკეთეთ დასკვნა.
ცდის შედეგი: სითბოში მოთავსებულ სინჯარაში ინფუზორიების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დაბალ ტემპერატურაზე მყოფ სინჯარაში. ე.ი. სიცივეში გამრავლების ინტენსივობა კლებულობს (გაყოფა ხდება ყოველ 24 სთ-ში). მათი რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაბალ ტემპერატურაზე მოთავსებულ სინჯარებში. სიცივეში გამრავლების ინტენსივობა იკლებს.
შენიშვნა: სასურველია ჯგუფებს მისცეთ დავალება:
დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავსი ცდა, რომელიც შეამოწმებს ინფუზორია-ქალამანას გამრავლების დამოკიდებულებას მჟავა გარემოში. გამოიყენონ pH ინდიკატორი.
ცდის გამაანალიზებელი კითხვები:
1. რა გავლენას ახდენს ტემპერატურა ინფუზორია-ქალამანას გამრავლების ინტენსივობაზე? (მაღალ ტემპერატურაზე (25oC -30oC-მდე) ინფუზორიები სწრაფად მრავლდებიან (გაყოფა ხდება ყოველ 24 საათში), ხოლო დაბალ ტემპერატურაზე გამრავლების ინტენსივობა კლებულობს).
2. რომელია მოცემულ ცდაშიდამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები? (დამოკიდებული ცვლადია ინფუზორიების რაოდენობა, დამოუკიდებელი ცვლადია ტემპერატურა).
3. რა დავადგინეთ კვლევის შედეგად? (მაღალი ტემპერატურა (25-30oC) ზრდის გამრავლების ინტენსივობას, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე (10-15oC) ხდება ტემპერატურაზე დამოკიდებული სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შენელება, მათ შორის გამრავლების).
4. სინჯარაში, სადაც ქალამანას ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობებია, მოათავსეთ 8 ინდივიდი. გამოთვალეთ, რამდენი ქალამანა იქნება სინჯარაში 5 დღის შემდეგ, თუ საარსებო გარემოში ტემპერატურა 25-30oC-ის ტოლია (გაყოფა ხდება ყოველ 24 საათში. 8*2*5=80).
5. როგორ დამოკიდებულებაა ტემპერატურასა და ქალამანას გამრავლების ინტენსივობას შორის? (პირდაპირი).
ინტერნეტრესურსები:
ინფუზორიას გამრავლება
http://www.youtube.com/watch?v=vnlkvquWXS8
http://www.youtube.com/watch?v=d3MqPerFU7I
http://www.youtube.com/watch?v=u63DmlTxpBk
კვლევის უნარ-ჩვევები:
აღნიშნული ცდის საფუძველზე მოსწავლეებს უყალიბდებათ მეცნიერული კვლევის შემდეგი უნარ-ჩვევები:
- ცდის ჩატარებისა და შესაბამის მასალის/აღჭურვილობის სათანადო გამოყენების უნარი უსაფრთხოების წესების დაცვით.
- დაკვირვების უნარი.
- მონაცემების გაანალიზების და დასკვნის გამოტანის უნარები.
- ცდის დაგეგმვის და მიზნის განსაზღვრის უნარი.