ცდა 3. ქრომატოგრაფია

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/bun.VII">ბუნ.VII.13 მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ხსნა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა.

 

ინ­დი­კა­ტო­რი:

  • აღ­წერს ნა­რე­ვის­გან კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფის ხერხს (მაგ., დის­ტი­ლი­რე­ბა, აორ­თ­ქ­ლე­ბა/კონ­დენ­სი­რე­ბა, ქრო­მა­ტოგ­რა­ფი­ა). ჩა­მოთ­ვ­ლის წყლის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ფილ­ტ­ვ­რის მა­გა­ლი­თებს.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რო­გორ და­ვა­ცი­ლოთ ნა­რე­ვის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ქრო­მა­ტოგ­რა­ფი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

 

რე­კო­მენ­და­ცია: ცდა ჩა­ა­ტა­რეთ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ.

 

ცდის მი­ზა­ნი: ქა­ღალ­დის ქრო­მა­ტოგ­რა­ფი­ით მცე­ნა­რე­უ­ლი პიგ­მენ­ტე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­ცი­ლე­ბა.

 

რე­სურ­სე­ბი:

სა­ჭი­რო ჭურ­ჭე­ლი და მა­სა­ლა: ქი­მი­უ­რი ჭი­ქა, 100 მლ (1) F0080; საწ­ვე­თუ­რი; ფა­ი­ფუ­რის რო­დი­ნი სა­ნა­ყით F0281; სინ­ჯა­რა (1) F0177; ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი (1), D 12.5 სმ F0548;

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: აცე­ტო­ნი ან სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტი (ე­თი­ლის სპირ­ტი); რო­მე­ლი­მე ბა­ლა­ხი, ის­პა­ნა­ხი ან სხვა მწვა­ნი­ლი.

 

ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა:

ქიმიური ჭურჭელი


  • მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ბა­ლა­ხი ან ის­პა­ნა­ხი ან რო­მე­ლი­მე მწვა­ნი­ლი მაკ­რატ­ლით და­ჭე­რით პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბად. გა­და­ი­ტა­ნეთ ფა­ი­ფუ­რის რო­დინ­ზე;
  • და­ა­მა­ტეთ აცე­ტო­ნის ან სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტის 4-5 მლ და სა­ნა­ყით კარ­გად გას­რი­სეთ. და­ა­ყოვ­ნეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი;
  • შე­ფე­რი­ლი სითხე ფრთხი­ლად გა­და­ი­ტა­ნეთ/გა­და­წუ­რეთ სინ­ჯა­რა­ში;
  • ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის ქი­მი­უ­რი ჭი­ქის ზე­და­პირ­ზე მო­ა­თავ­სეთ ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი. საწ­ვე­თუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ერ­თი წვე­თი ექ­ს­ტ­რაქ­ტი და­აწ­ვე­თეთ ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დის ცენ­ტ­რ­ში. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ოქ­მ­ში;
  • და­ა­ცა­დეთ სითხეს, და­ას­რუ­ლოს გავ­რ­ცე­ლე­ბა და კი­დევ და­ა­მა­ტეთ წვე­თი;
  • ასე გა­ი­მე­ო­რეთ დრო­ის გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით (იმ­დე­ნით, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა სითხის გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის) 3-4 ჯერ;
  • ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დ­ზე გან­თავ­სე­ბულ ექ­ს­ტ­რაქტს გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი­დევ და­ა­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე წვე­თი აცე­ტო­ნი ან ეთა­ნო­ლი.
  • ცდის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ოქ­მ­ში.
ფაიფურის როდინი
 

ცდის ანა­ლი­ზი: ქრო­მა­ტოგ­რა­ფია ნა­რე­ვე­ბის და­ყო­ფის ერთ-ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დია, რო­მე­ლიც შთან­მ­თ­ქ­მელ ზე­და­პირ­ზე გამ­ხ­ს­ნელ­ში გახ­ს­ნი­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბას ემ­ყა­რე­ბა. ზო­გა­დად, ქრო­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­ცი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც რა­ი­მე ზე­და­პი­რით სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად შთა­ინ­თ­ქ­მე­ბა. მცე­ნა­რე­ებ­ში შე­მა­ვალ პიგ­მენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა ფე­რი აქვთ და ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი მათ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად შთან­თ­ქავს. მო­ცე­მულ ცდა­ში ეთი­ლის სპირ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით მცე­ნა­რი­დან გა­მოწ­ვ­ლი­ლუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დ­ზე სხვა­დას­ხ­ვა სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბა და რგო­ლის ფორ­მის ლა­ქებს ტო­ვებს. სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტი სხვა­დას­ხ­ვა მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა, ამი­ტომ სხვა­დას­ხ­ვა დი­ა­მეტ­რის რგო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბა.

ქა­ღალ­დის ქრო­მა­ტოგ­რა­ფია არის ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი. სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძი­ონ და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს წა­რუდ­გი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია ქრო­მა­ტოგ­რა­ფი­ის სხვა მე­თო­დე­ბის და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.