ცდა 1. ნიადაგის შედგენილობის შესწავლა

შე­დე­გი: Desktop/Einstein%20Lab/bi%C2%ADol.IX">ბი­ოლ.IX.8. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი ეკო­სის­ტე­მის კომ­პო­ნენ­ტებს შო­რის და იმ­ს­ჯე­ლოს ორ­გა­ნიზ­მე­ბის როლ­ზე ეკო­სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

 

რე­კო­მენ­და­ცია: სა­სურ­ვე­ლია ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­დეს ჯგუ­ფებ­ში. ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჯგუ­ფებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რეთ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

 

უსაფ­რ­თხო­ე­ბა: სიფ­რ­თხი­ლე და­ი­ცა­ვით სპირ­ტ­ქუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

 

რას ვიკ­ვ­ლევთ: რა ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს ნი­ა­და­გი.

 

ცდის მი­ზა­ნი: ნი­ა­და­გის შედ­გე­ნი­ლო­ბის შეს­წავ­ლა.

 

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი:

ნი­ა­და­გი, ცეცხ­ლ­გაძ­ლე მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი (მაგ: რკი­ნის­გან) მცი­რე ზო­მის ყუ­თი, სპირ­ტ­ქუ­რა (F0300), 3 ქი­მი­უ­რი ჭი­ქა (F0088), მი­ნის წკი­რი, ძაბ­რი, ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი, ფა­ი­ფუ­რის ჯა­მი (F0474), სა­საგ­ნე მი­ნა (F0360), პი­პე­ტი.

 

ცდის მსვლე­ლო­ბა:

1. აიღეთ ცო­ტა­ო­დე­ნი ნი­ა­და­გი, მო­ა­თავ­სეთ ყუთ­ში და გა­ა­ხუ­რეთ სპირ­ტ­ქუ­რის ალ­ზე.
2. გა­მომ­წ­ვა­რი ნი­ა­და­გის ნა­ხე­ვა­რი მო­ა­თავ­სეთ N1 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში, და­ა­მა­ტეთ წყა­ლი და მო­უ­რი­ეთ.
3. მო­რე­ვის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი სითხე და­ა­ყოვ­ნეთ 5 წთ.
4. გა­დაღ­ვა­რეთ სითხე, და­ტო­ვეთ მხო­ლოდ ნა­ლე­ქი და შე­ავ­სეთ ჭი­ქა სუფ­თა წყლით. გა­ი­მე­ო­რეთ ეს პრო­ცე­დუ­რა 3-4-ჯერ. და­აკ­ვირ­დით წყლის სიმ­ღ­ვ­რი­ვის ცვლი­ლე­ბას.
5. გა­მომ­წ­ვა­რი ნი­ა­და­გის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ჩა­ყა­რეთ N2 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში, და­უ­მა­ტეთ წყა­ლი და და­ტო­ვეთ 1 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.
6. მე­ო­რე დღეს N2 ქი­მი­უ­რი ჭი­ქა ფრთხი­ლად შე­ან­ჯღ­რი­ეთ, მღვრიე წყა­ლი გა­ფილ­ტ­რეთ. ფილ­ტ­რის ქა­ღალ­დი მო­თავ­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს ძაბ­რ­ში.
7. გა­ფილ­ტ­რუ­ლი წყლის რამ­დე­ნი­მე წვე­თი პი­პე­ტით და­აწ­ვე­თეთ სა­საგ­ნე მი­ნა­ზე. სა­საგ­ნე მი­ნა მი­ი­ტა­ნეთ სპირ­ტ­ქუ­რის ალ­თან და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი წყა­ლი ააორ­თ­ქ­ლეთ.

 

ცდა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ცხრი­ლის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში. ცდა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად უპა­სუ­ხეთ შემ­დეგ კითხ­ვებს:

 ცდის შედეგების ცხრილი

 

ცდის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

  1. 1. რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და­იწ­ვა რკი­ნის ყუთ­ში? (ნი­ა­და­გი შე­ი­ცავს ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს ნე­შომ­პა­ლას სა­ხით, რო­მე­ლიც გა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ და­იწ­ვა).
  2. 2. რა­ტომ აიმ­ღ­ვ­რა წყა­ლი გა­მომ­წ­ვარ ნი­ა­დაგ­თან შე­რე­ვის შემ­დეგ N1 ქი­მი­ურ ჭი­ქა­ში? (წყალს ამ­ღ­ვ­რევს ნი­ა­და­გის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი თი­ხა).
  3. 3. რო­გორ შე­იც­ვა­ლა ნი­ა­და­გის შე­დეგ­ნი­ლო­ბა ჭი­ქა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­რეცხ­ვის შემ­დეგ? (გა­რეცხ­ვის შე­დე­გად ნი­ა­და­გი­დან გა­მო­ი­დევ­ნა თი­ხა, რო­მელ­მაც წყა­ლი აამ­ღ­ვ­რია, ხო­ლო ფსკერ­ზე დარ­ჩა ქვი­შა).
  4. 4. რო­გორ ფიქ­რობთ, რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­და­ვი­და ფილ­ტ­რატ­ში N2 ჭიქის შიგ­თავ­სის გა­ფილ­ტ­ვ­რი­სას? (წყალ­ში ხსნა­დი მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბი).
  5. 5. რა დარ­ჩა სა­საგ­ნე მი­ნა­ზე ფილ­ტ­რა­ტის აორ­თ­ქ­ლე­ბის შემ­დეგ? რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ეს ნარ­ჩე­ნი? (სა­საგ­ნე მი­ნა­ზე დარ­ჩა თეთ­რი ნა­ფიფ­ქი, ეს არის მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბი).
  6. 6. ცდის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თეთ სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნა, რა ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს ნი­ა­და­გი? (ნი­ა­და­გი შე­ი­ცავს ნე­შომ­პა­ლას, თი­ხას, ქვი­შას, მი­ნე­რა­ლურ მა­რი­ლებს).

 

რე­კო­მენ­და­ცია: ესა­უბ­რეთ მოს­წავ­ლე­ებს ეკო­სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა­ში ნი­ა­და­გის როლ­ზე. ნი­ა­და­გის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პებ­ზე. ასე­ვე აჩ­ვე­ნეთ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა პარ­კებ­ში ჩაყ­რი­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ნი­ა­და­გი (მაგ: შავ­მი­წა, თიხ­ნა­რი, ქვიშ­ნა­რი, და სხვა).

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცდის დაწყე­ბამ­დე კითხ­ვე­ბის სა­ხით გა­ა­აქ­ტი­უ­რებთ ცოდ­ნას იმის შე­სა­ხებ, რომ ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს აქვს წვის უნა­რი. დას­ვამთ კითხ­ვებს თი­ხი­სა და ქვი­შის თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მო­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზონ ცდა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი და გა­ა­კე­თონ სწო­რი დას­კ­ვ­ნა.

 

კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

  • ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მის მა­სა­ლის/აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით.
  • დაკ­ვირ­ვე­ბის ან/და გა­ზომ­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის უნა­რი.
  • მო­ნა­ცე­მე­ბის ცხრი­ლის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნის უნა­რი.
  • მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნის უნა­რე­ბი.