ტექსტის გადაკეთება.

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებს ვასმენინებთ საინფორმაციო ხასიათის ტექსტს და ვთავაზობთ, მოსმენილის საფუძველზე შექმნან ახალი ტექსტი, მოსმენილი ინფორმაცია გადააკეთონ დიალოგად, ან ინტერვიუ ცნობილ ფეხბურთელთან/კინოვარსკვლავთან გადააკეთონ ბიოგრაფიულ ტექსტად.


შეფასება

  • შეფასება შეიძლება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • არის თუ არა შენარჩუნებული პირველადი ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
  • რამდენად გამართულია  სტრუქტურული  თვალსაზრისით  ტექსტის გადაკეთებული ვარიანტი.

 

მეთოდური მითითება

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ამ დავალებას ზეპირად შეასრულებენ, შესაძლებელია მათთვის ამავე სახის წერითი დავალების მიცემაც;  შესაბამისად, აქტივობაც კომპლექსური იქნება.