სვამს კითხვებს მუსიკალური ნაწარმოების ავტორთან, სიუჟეტთან, ეპოქასთან, შემსრულებელთან დაკავშირებით
ტიპური აქტივობები
მოსწავლეები უსმენენ ლ. ბეთჰოვენის პიესას “ელიზესადმი“. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თქვენი აზრით რას ნიშნავს სათაური “ელიზესადმი“? მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს, ვინ იყო ელიზე? როდის დაწერა ეს პიესა ბეთჰოვენმა? რატომ მიუძღვნა კომპოზიტორმა ეს პიესა პატარა გოგონას? და ა.შ... თავის მხრივ მასწავლებელიც სვამს შეკითხვებს: რომელი საკრავი ასრულებს პიესას? თქვენი აზრით, როგორი გოგონაა ელიზე? (ნაზი, დაფიქრებული. ჰაეროვანი, ხანდახან კი ცელქი)...
რესურსები
მოსასმენი აპარატურა ან ფორტეპიანო, აუდიო ჩანაწერი ან სანოტო მასალა: ლ. ბეთჰოვენი - საფორტეპიანო პიესა ,,ელიზესადმი”.