ვეცნობით ერთმანეთს

შედეგი: ..I.1.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. ქმნის მარტივ ორნამენტებს განმეორებადი ხაზების, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურებისაგან


შენიშვნა:

WordSection1">
  • მოცემული შედეგი, ინდიკატორი და მიზნები ეხება ამ თემის  ყველა აქტივობას.
  • როგორც აღინიშნა შესავალში, საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია ზოგიერთი აქტივობის ჩატარება არა მარტო პირველ, არამედ მეორე კლასშიც.

  

აქტივობა ორნამენტი

მიზნები: გავაცნოთ მოსწავლეებს ორნამენტის ცნება,  ხელი შევუწყოთ მათი გემოვნების დახვეწას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. სტიმული მივცეთ ექსპერიმენტისა და პრაქტიკის საფუძველზე გაჩენილი იდეების გამოხატვას მრავალფეროვან ნამუშევრებში. 

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ორნამენტი არის სამშვენისი, რომელიც რაიმე ნიშნების ან სიმბოლოების გამეორებით მიიღება, იგი შეიძლება დაიხატოს, ამოიჭრას, ამოიკაწროს, დაიწნას და ა.შ. ტარდება გონებრივი იერიში: მოსწავლეები იხსენებენ, რისი მორთვა შეიძლება ორნამენტით (მაგ. ქსოვილის, ტანსაცმლის, შენობის, წიგნის, ჭურჭლის და ა.შ.).

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას და უხსნის, რომ არსებობს გეომეტრიული ორნამენტი, სადაც ხაზები, წრეები და სხვა გეომეტრიული ფიგურებია გამოყენებული; მცენარეული ორნამენტი - სადაც ფოთლები და ყვავილები გამოისახება და სხვა; უჩვენებს ნიმუშებს. კლასი განიხილავს ორნამენტის ხასიათსა და თვისებებს, მაგ. ნიშანთა გამეორებას, ხაზებსა და კოპლებს, ფერებს ორნამენტის მოწესრიგებულობასა და თანაბარზომიერებას. ადამიანები ორნამენტებით ალამაზებენ შენობებს, საყოფაცხოვრებო  ნივთებს, იყენებენ მათ სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებში. ორნამენტი შეიძლება იყოს დახატული, მოქარგული, მოქსოვილი, ამოკვეთილი, ამოტვიფრული და სხვა. მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს ნანახი  ორნამენტების დასახელება და გახსენება, სად ნახეს  – ჭურჭელზე, ავეჯზე, შენობაზე, ინტერნეტში და ა.შ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ორნამენტების გახსენებასა და დახატვას. შეუძლიათ, მაგალითად, ფერადი ხაზების, კოპლების, გეომეტრიული ფორმების გამოყენება. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათ ნებისმისერი ხაზის – ტალღოვანი, ზიგზაგისებური, სწორი, სპირალური, ასევე  მრავალგვარი ფორმის გამოყენება შეუძლიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიცვან განმეორებადობა, რიტმი. შეიძლება აგრეთვე კოლაჟის ტექნიკით ორნამენტის შესაქმნელად გამოიყენონ ფერადი ქაღალდისაგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები, ამოკაწრონ ორნამენტი პლასტილინის ზედაპირზე და ა.შ.


აქტივობა  „ხაზები და ორნამენტი

კავშირი: ..I.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 1. ნამუშევარში იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს და ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, კონტურს).

მასალა: სავარჯიშო რვეული, უბრალო ფანქარი (დამატებითი ნიმუშები იხ. დანართში). თავდაპირველად, ხელის გაწაფვამდე, მოსწავლეებისთვის ფორმის, ნახატი ორნამენტებიზომის, რიტმის დაცვის გასაადვილებლად, სასურველია, ორნამენტის უჯრებიან ფურცელზე დახატვა, რათა მიახლოებით იყოს დაცული ხაზი და ზომა, რაც არავითარ შემთხვევაში არ აიძულებს მათ, უჯრებში ზუსტად  ჩატიონ და გამოხაზონ დეტალები.

WordSection1">

6-7 წლის მოსწავლეებისთვის ორნამენტის  ბადის სიმაღლის სასურველი  ზომა არაუმცირეს  2 სმ ანუ 4 უჯრაა.

მოსწავლეები ტეხილი და კლაკნილი ხაზებით ასრულებენ ხაზოვან ორნამენტებს (იხ. დანართი). სასურველია, მოსწავლეებმა ჯერ დახატონ ძირითადი ხაზები, შემდეგ კი მიუხატონ სხვა დეტალები, რომლებიც ხაზებს ორნამენტის სახეს მისცემენ.

სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, ტეხილი, დაკლაკნილი ხაზებით შექმნილი ორნამენტი შეიძლება დაიხატოს ფურცელზე სურათის ჩარჩოს გასაფორმებლად, ამოიკაწროს წვეტიანი საგნით პლასტილინის ზედაპირზე, გაფორმდეს რელიეფური პასტით სურათის დეკორატიული ჩარჩო  და სხვ.

მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა აუჩქარებლობას სავარჯიშოების კეთებისას – მოსწავლეებმა ჯერ ბოლომდე უნდა დახატონ ძირითადი ხაზები, შემდეგ კი მიუხატონ კოპლები და სხვა დეტალები. თუ რომელიმე მათგანს გაუჭირდება თანაბარზომიერების დაცვა, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს მკრთალად, ფანქრით მოუნიშნოს ორნამენტის ზედა და ქვედა ზღვარი.

შეფასებისას მასწავლებელმა, მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს არა შესრულების სიზუსტე, არამედ რამდენად გაიზიარა მოსწავლემ ხაზოვანი ორნამენტის დახატვის პრინციპი და რამდენად იყენებს ამ ცოდნას სხვა ნამუშევრების შექმნისას.

 

აქტივობა  „ორნამანტები სამკუთხედით

მასალა: ორი (სხვადასხვა ფერის, გვერდის სიგრძე 10 სმ) კვადრატის ფორმის ფერადი ფურცელი, ფანქარი, სახაზავი, მაკრატელი (შეიძლება წებოც).

მაღალ კლასებში ამოცანის გასართულებლად შეიძლება შევთავაზოთ მართკუთხა ფორმის ფურცლის ამავე წესით დაჭრა ან კვადრატის მეტ ნაწილად დაყოფა: 

აწყობილი კვადრატები

აწყობილ და რვეულში ჩაკრულ ორნამენტულ მოტივებს გასალამაზებლად შეიძლება დაემატოს ხელით მიხატული დეტალები – ხაზები, კოპლები და სხვა.

WordSection1">

მოსწავლეებს ურიგდებათ ორი სხვადასხვა ფერის, წინასწარ ოთხად მოკეცილი, კვადრატის ფორმის ფურცელი.

მოსწავლეებმა სახაზავით უნდა გაავლონ დიაგონალური ხაზები კუთხიდან კუთხემდე და ყოველი გვერდის ცენტრიდან მეზობელი გვერდის ცენტრამდე. მიიღებენ თითო ფურცელზე 16 სამკუთხედად გაყოფილ კვადრატს.

ფურცლები უნდა დაიჭრას სამკუთხედებად. ყოველ მოსწავლეს ექნება 16 ერთი ფერის და 16 მეორე ფერის სამკუთხედი, რომელთა საშუალებითაც თეთრ ფურცელზე (როგორც მოზაიკა) მოსწავლეებმა უნდა ააწყონ ორნამენტი – ორივე ფერის სამკუთხედების კომბინაციით - ზოლი, ყვავილი, ვარსკვლავი, რომბი, ტრაპეცია, დიდი სამკუთხედი... მოწონებული კომბინაცია შეიძლება დაწებდეს ფურცელზე. 

სამკუთხედებით აწყობილი ორნამენტების მაგალითები

ორნამენტები სამკუთხედებისაგან

 

გართულებული ვარიანტი II კლასისთვის:

ეს აქტივობა აწყობილია “ორნამენტი სამკუთხედებით” პრინციპზე, მაგრამ აქ უკვე ერთის ნაცვლად, რამდენიმე გეომეტრიულ ფიგურასთან გვაქვს საქმე – მასწავლებელმა ნელ-ნელა უნდა გაზარდოს გეომეტრიული ფიგურების რაოდენობა. აქ მოცემულ ორ აქტივობას შორის, შესაძლოა რამდენიმე მსგავსი ტიპის აქტივობის ჩატარება, სადაც თანდათან გაიზრდება გეომეტრიული ფიგურების რიცხვი. გარდა ამისა, დავალების გასართულებლად, შესაძლოა, შაბლონის შემოხატვის ნაცვლად მოსწავლეებმა თავად დახატონ და გამოჭრან ფიგურები.

WordSection1" style="text-align: justify;">

მასალა:  ფერადი ქაღალდები,  გამოსაჭრელი ფიგურების (არა უმცირეს 2X2სმ) შაბლონები, მაკრატელი, ფანქარი, წებო.

მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ორნამენტის მთავარ პრინციპს, რომელიც მდგომარეობს დეტალების, ნიშნების განმეორებაში – ცალკე კვადრატი და წრე არ წარმოადგეგენ ორნამენტს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი რაღაც კანონზომიერებით განმეორდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კვადრატებისა და წრეების შემცველი ორნამენტი.

ფერად, ორად მოკეცილ ქაღალდზე ბავშვები დადებენ შაბლონებს (კვადრატს, წრეს, სამკუთხედს, ხუთკუთხედს, ოვალს), ფანქრით შემოხაზავენ და გამოჭრიან მათ. გამოჭრილი ერთნაირი ფიგურებით მოსწავლეებმა უნდა ააწყონ რაიმე მარტივი ორნამენტული მოტივი:

მარტივი ორნამენტული მოტივი

 

აქტივობა ვხატავთ ორნამენტს რომბებითა და სამკუთხედებით

მასალა: სავარჯიშო რვეული, სახატავი ფურცლები, ფანქარი, ფლომასტერები. მასწავლებელი დაფაზე აჩვენებს მოსწავლეებს თანაბარი სამკუთხედებითა და რომბებით ორნამენტის ზოლის აგების პრინციპს.

მოსწავლეები სავარჯიშო რვეულის უჯრებიან ფურცელზე ცდილობენ თანაბარი ზომის ფიგურების ერთ ზოლად დახატვას. 

ფიგურების ერთზოლად დახატვა

შემდეგ იმავეს დახატავენ სახატავ ფურცელზე და გააფერადებენ ორნამენტს შემდეგი პრინციპით – ყველა სამკუთხედი გაფერადდება ერთნაირი, მუქი ფერით, ერთ მხარეს დახრილი რომბები რომელიმე ღია ფერით, ხოლო მეორე მხარეს – დახრილი რომბები შედარებით მუქი ან საწინააღმდეგო ფერით: 

ფერადი რომბები

სათანადო გაფერადების შედეგად, ორნამენტს შესაძლებელია, მოცულობის ეფექტი მიეცეს. დავალების გასართულებლად, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს ორნამენტის ორ რიგად დახატვა, სხვა ფერებით გაფერადება ან იმავე დეტალებით სხვა  ორნამენტის დახატვა და გაფერადება.



კავშირი სხვა საგნებთან:

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიულ ფიგურის ამოცნობა და აღწერა (აღწერს მოთითებულ გეომეტრიულ ფიგურას, მაგ. ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას);

მათ. I.7. მოსწავლე შეუძლი ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურები გამოსახ ობიექტთ ურთიერთმდებარეობი ამოცნობ (რომელიმ ხერხით, მაგ. აპლიკაციით, ნახატი საშუალებით, ქმნი  დასახელებულ  ფორმი მოდელ გამოსახულებას);

მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა (განალაგებს ობიექტებს მითითებული წესით);

მათ. II.8. მოსწავლე შეუძლი თვისობრივ  რაოდენობრივ ნიშნების გამოყენებ ფიგურები ასაღწერა (ადარებ აჯგუფებ ბრტყე ფიგურებს გეომეტრიულ ატრიბუტების, მაგ. წვეროების/გვერდები რაოდენობი მიხედვით).

 

აქტივობა  „ზარდახშა(2 გაკვეთილი)

კავშირი: ..I.2.  და ..II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.

მასალა: პატარა კოლოფები, ფანქარი, მაკრატელი, წებო (ПВА), რელიეფური პასტა, საღებავი.

მოსწავლეები მოხატავენ კოლოფებს რელიეფური პასტით – ხაზებით, გეომეტრიული ან მცენარეული ორნამენტით და დაამზადებენ ზარდახშებს. ზარდახშის ძირი (რომელზეც სახელი წერია), არ უნდა შეიღებოს. მოხატული ზარდახშები უნდა შეინახოს უსაფრთხო ადგილას გაშრობამდე.

WordSection1" style="text-align: justify;">რელიეფური პასტის ნაცვლად, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს კოლოფების ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებით გაფორმება. ამისთვის, კოლოფებს ჯერ უნდა გარშემო დაეწებოს ერთი ფერის ფერადი ან თეთრი ქაღალდი, რათა დაიფაროს კოლოფის თავდაპირველი სახე,  შემდეგ კი დაეწებოს ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები. 
WordSection1" style="text-align: justify;"> 
WordSection1" style="text-align: justify;"> 
WordSection1" style="text-align: justify;">
WordSection1">

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..I.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას  აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ მუშაობას, ისინი მასწავლებლის დახმარებით გამოფენენ თავიანთ  ნამუშევრებს კლასში. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს; "რა არის ორნამენტი?” "როგორი ტიპის ორნამენტია ეს?” "რა მეორდება აქ?" "რომელი ორნამენტია უფრო სუფთად შესრულებული?" და ა.შ. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს საკუთარ და მეგობრების ნამუშევრებზე.

 

გართულებული ვარიანტი II კლასისთვის:

“ოვალური ზარდახშა” (იხ. ს.გ. II.1.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას; ინდიკატორი 3. ქმნის მარტივ ორნამენტებს – ხაზების, ლაქების, ფორმების და ფიგურების საშუალებით; ოვალური ზარდახშის თარგი იხ. დანართში).

  

ტერმინები: ორნამენტი, განმეორება, თანმიმდევრული, თანაბარზომიერი, მოწესრიგებული.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწვლეები უნდა შევაფასოთ გამოვლენილი უნარების მიხედვით:

  • ორნამენტში განმეორებადი სიმბოლოების გარჩევისა და მათზე საუბრის უნარი;
  • ფერადი ხაზებისა და ნიშნებისაგან ორნამენტის შექმნის უნარი;
  • სხვადასხვა მასალისაგან ორნამენტის შექმნის უნარი.