სახვითი ხელოვნების ელემენტების და პრინციპების გამოყენება ნამუშევრის შექმნისას

შედეგი: ..VI.1მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს.

 

აქტივობანახატი უორჰოლის სტილში

მიზნები: პოპ-არტის ხელოვნების გაცნობის და ენდი უორჰოლის სტილით  ნმუშევრის შესრულების საფუძველზე გავავარჯიშოთ მოსწავლე კონტრასტული (დამატებითი) და ჰარმონიული (მონათესავე) ფერების გამოყენებაში, განვავითაროთ მისი შემოქმედებითი უნარი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ენდი უორჰოლის ნამუშევრებს (მერილინ მონროს, ელვის პრესლის, დედოფალ ელისაბედის პორტრეტები, კოკა-კოლას ბოთლები, სუპის ქილები და სხვ.) და ესაუბრება მათ პოპ-არტის (ანუ "პოპულარული ხელოვნების") მიმდინარეობის შესახებ.

პოპულარული ხელოვნება

საუბრის დროს დასმული კითხვების  მეშვეობით (მაგ. "როგორ გგონიათ, რატომ გამოსახავდა უორჰოლი უბრალო, მაგრამ ყველასათვის ნაცნობ ნივთებს?", "თქვენი აზრით, რატომ ხატავდა იგი მხოლოდ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ხელოვანებს და საზოგადო მოღვაწეებს?" და სხვ.) მასწავლებელს მიჰყავს მოსწავლეები იმ დასკვნამდე, რომ პოპ-არტის ხელოვანებს სურდათ, მათი ხელოვნება ნებისმიერი უბრალო ადამიანისთვის ერთნაირად გასაგები და მისაღები ყოფილიყო (კავშირი: ..VI.10. მოსწავლე შეუძლი დააკავშირო სახვით გამოყენებით ხელოვნები სხვადასხვ დარგი ნიმუშებ ისტორიულ, რელიგიუ სოციალუ კონტექსტთან). მასწავლებელი აგრეთვე ესაუბრება მოსწავლეებს იმაზე, რომ უორჰოლს სურდა, მისი  ნახატები ერთგვაროვანი ყოფილიყო და "მანქანის დახატულს" დამსგავსებოდა. ამის  შემდეგ  მოსწავლეები აკვირდებიან  ნაწარმოებების სახ- ვით მხარეს და მსჯელობენ ნახატზე (მკვეთრი ხაზები, მკაფიო კონტურები, კონტრასტული, მჟღერი ფერების ლაქები, სხვადასხვა ფერით გადაწყვეტილი მრავალი ერთნაირი ნახატისგან შედგენილი კომპოზიცია). (კავშირ შედეგთა ..VI.7 მოსწავლე შეუძლი წარადგინო ინდივიდუალურ ჯგუფურ ნამუშევრებ სხვ საგნებშ მიღებულ ცოდნის საფუძველზ იმსჯელო მხატვრულ ნაწარმოები შესახებ).

WordSection1">


შემდეგი
ნაწილი კავშირშია შედეგთან:აქვე მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ფერის ბორბალზე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განლაგებულ ფერებს ეწოდება დამატებითი ანუ კონტრასტული ფერები, მაგ. წითელი – მწვანე, და უხსნის, რომ ერთმანეთის გვერდით განლაგებულია  მონათესავე,  ანუ ჰარმონიული ფერები, მაგ. წითელი - ნარინჯისფერი; ლურჯი – იისფერი და ა.შ. ფერების განლაგება

..VI.2. მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს  სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას

ამის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, ნახატის უორჰოლის სტილში (პორტრეტი ან ავტოპორტრეტი) შესრულებას. ამისათვის მათ ქაღალდის ფურცელზე შავი ფანქრით უნდა დახატონ პორტრეტის კონტური და გაამრავლონ იგი ქსეროქსზე ან გადახატონ გამჭვირვალე ქაღალდის მეშვეობით (შეიძლება ე.წ. "გადაშუშვის" ხერხის გამოყენებაც). ამის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეაფერადონ ნახატები სხვადასხვა კონტრასტული ან ჰარმონიული ფერებით, ნებისმიერი სასურველი მასალით და დაამაგრონ ისინი სკოჩით ან დააწებონ ერთ დიდ ფორმატზე ერთმანეთის გვერდით.

WordSection1" style="text-align: justify;">

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..VI.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და  მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აწყობენ პრეზენტაციას. ისინი გამოფენენ ნამუშევრებს კლასში, საუბრობენ  თავისსა და სხვის ნამუშევრებზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს მათ შესახებ. მასწავლებელი სვამს კითხვებს: ვინ  არის გამოსახული ნახატზე? რა ფერებია გამოყენებული? ფერთა რომელი შეხამება უფრო მოგწონთ?  როგორ განწყობას გიქმნით ეს ფერები? საკმარისად ჰგავს  თუ არა ეს ნამუშევრები ენდი უორჰოლის ნაწარმოებებს? ხედავთ თუ არა რაიმე განსხვავებას? და ა.შ.

 

ტერმინები:

პოპ-არტი, დამატებითი ანუ  კონტრასტული ფერები, ჰარმონიული ანუ  მონათესავე ფერები.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

  • პოპ-არტის მხატვრული მიმდინარეობის შესახებ  საუბრის უნარი;
  • კონტრასტული და ჰარმონიული ფერების გამოყენება ნამუშევრის შექმნისას.