4. მასალისა და ტექნიკის სხვადასხვაგვარი გამოყენების მაგალითები

მოსწავლეებსთვის შესწავლილი მასალის დასამახსოვრებლად და მყარი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, აქტივობათა უმეტესობა უნდა განმეორდეს გარკვეული პერიოდულობით. ზოგიერთი აქტივობა მასწავლებელმა უნდა გაიმეოროს არა მარტო ერთი წლის განმავლობაში, არამედ მომდევნო წლებშიც (გართულებული ვარიანტებით). ცხრილში ჩამოწერილი აქტივობები წარმოადგენენ მაგალითს, თუ რა შეიძლება ვაჩვენოთ, ვასწავლოთ, გავაკეთებინოთ მოსწავლეებს კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მასწავლებელს ამ  მაგალითმა უნდა მისცეს ბიძგი, რათა  თავად განავითაროს,  შეცვალოს, მოიფიქროს მსგავსი ან სრულიად ახალი აქტივობები.

 

აქტივობა თექის მძივები

შედეგი: ..IV.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლინოს მათი შესაძლებლობები.

ინდიკატორი 3. ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს (თასები, მძივები, სათამაშოები და სხვ.) სხვადასხვა მასალით (ქსოვილი, მუყაო, მავთული, მეორადი რესურსები).

მასალა: მატყლი ან  შალის სხვადასხვა ფერის ძაფები, სარეცხის საპონი, წყლის

შესაშხურებელი, წყალი, პოლიეთილენის ნაჭერი.

ტექნიკა: შეთელვა.

პროცედურა: შალის ძაფების (ან მატყლის) პატარა გუნდები ოდნავ უნდა დაინამოს წყლით და წაესვას მშრალი სარეცხის საპონი. დანამული და საპნიანი სხვადასხვა ფერის შალის ძაფები ან მატყლი ხელის გულებით შეითელვამდე უნდა დაგორგოლავდეს. გამზადებული ბურთები უნდა აიკინძოს მძივად. 

მძივები ბურთებისგან

ამ ტექნიკით დამზადებული ბურთებით შეიძლება არა მარტო მძივების, არამედ ნებისმიერი სხვა ნაკეთობის გაკეთება – შეიძლება ბურთებისგან აიკინძოს სამაჯურები, შარფები, ჩანთები, ნაძვის ხის სათამაშოები; ბურთებს გარშემო დაეკეროთ ნაჭრის ფურცლები და გაკეთდეს ყვავილები ტანსაცმელზე, ჩანთაზე დასამაგრებლად; დამრგვალების გარდა, მოსწავლეებს შეუძლიათ მოგრძო, კვერცხის, კუბის ან ცილინდრის ფორმაც მისცენ შეთელილ ძაფებს ან მატყლს და ამ ფორმებით ააწყონ სათამაშო  ცხოველი.

შალის ბურთები

თუ მასწავლებელს არ აქვს საჭირო მასალა (შალის ძაფები ან მატყლი), მძივების და სხვა მსგავსი ნაკეთობების, ასევე სათამაშო ცხოველის დამზადება შეიძლება იმ პლასტილინით, რომელსაც “თიხას” ეძახიან, ჰაერზე შრება და მყარდება ან მარილიანი ცომით (ამ შემთხვევაში, ცომი უნდა გამოიწვას საყოფაცხოვრებო ქურაში დაბალ ცეცხლზე სრულ გამოშრობამდე).

ასევე მძივები, სამაჯურები, ფარდა, ჩანთის, ჩარჩოს მოსართავები შეიძლება გაკეთდეს ქაღალდისგანაც – ძველი ჟურნალების ფურცლები უნდა დაიჭრას სიგრძეზე, ვიწრო და გრძელ სამკუთხედებად. ჟურნალის ფერადი ქაღალდის სამკუთხა ზოლი (დახვევა იწყება განიერი მხრიდან) უნდა დაეხვეს ასანთის ღერზე. ქაღალდის წვეტიანი ბოლო მაგრდება წებოთი:

მძივები

მძივებს გამოეცლება ასანთის ღერი და გაეყრება ძაფი. სიპრიალისთვის, გამზადებული მძივები შეიძლება დაიფაროს ნებისმიერი ლაქით.

ქვემოთ აღწერილია თექის შეთელვის პრინციპი:

ნებისმიერი შალის მასალა – მატყლი ან შალის ძაფები უნდა კარგად დაინამოს, წაესვას  სარეცხი  საპონი და შეითელოს  ნებისმიერი გზით –  ხელის  გულებით დასრესვით, დაგორგოლავებით, ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით. საპნის მოსაშორებლად, გამზადებული თექა წყალში უნდა გაივლოს.

ბრტყელი, მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმა:

ბრტყელი - მრგვალი -ოთხკუთხა ფორმები

მასალა: მატყლი ან შალის ძაფები, პოლიეთილენის ნაჭერი, ცომის გასაბრტყელებე- ლი, საპონი, მაკრატელი.

მატყლი დალაგდეს სიბრტყეზე დაფენილი პოლიეთილენის პატარა ნაჭერზე, მიეცეს მას მართკუთხა ან მრგვალი ფორმა და ზედ დალაგებული ძაფებით გაუკეთდეს ნახატი, ორნამენტი. შემდეგ ყველაფერი კარგად დაინამოს, წაესვას საპონი და ხელებით დაისრისოს. ყველაფერ ამას ზემოდან უნდა დაედოს პოლიეთილენის მეორე ნაჭერი და ცომის გასაბრტყელებლით დაიპრესოს.

როდესაც თექა  შეითელება, მატყლი პოლიეთილენის ნაჭრიანად უნდა შემოახვიოთ ცომის გასაბრტყელებელს და ყველაფერი ერთად აგორავეთ მაგიდაზე აქეთ-იქით, მატყლის საბოლოოდ შეთელვამდე. საჭიროების შემთხვევაში, შეთელილ თექის ნაჭრებს უსწორ- მასწორო კიდეები შემოაჭერით მაკრატლით.

თექის ნაჭრებიდან შეიძლება გამოიჭრას სხვადასხვა ფორმა – ფოთლები, ყვავილის ფურცლები, გეომეტრიული ფიგურები, ცხოველები და თექის მოზრდილ ნაჭერზე ან ერთი ფერის ქსოვილის (ტილო, მიტკალი) ნაჭერზე აეწყოს (დაეწებოს ან დაეკეროს) აპლიკაცია.

შეთელილ თექის ნაჭრებს შეიძლება დაეკეროს ღილები, მძივები, სქელი ძაფები, ნაჭრები. ასეთი თექის ნაჭრებით შეიძლება შეიკეროს მარტივი ჩანთა, გაკეთდეს პანო,  სკამზე დასაფენი, დასადები ცხელი ქვაბისთვის და სხვა.

 

დიდი ბურთი (თექის პომპონი)

მასალა: რაიმე გამოუსადეგარი ქსოვილის პატარა ნაჭრები, შალის ძაფები ან მატყლი, წყალი, საპონი.

ქსოვილის პატარა ნაჭრები უნდა დაიკუჭოს და შემოეხვიოს გარშემო მატყლი ან შალის ძაფები (ისე, რომ ნაჭრები მთლიანად დაიფაროს ძაფების ან მატყლის სქელი ფენით). მატყლი დაინამოს და ოდნავ დაისაპნოს. შემდეგ ხელის გულებით დაგორგოლავდეს, შეთელვამდე.

 

კუბი

მასალა: რაიმე გამოუსადეგარი ქსოვილის პატარა ნაჭრები, შალის ძაფები ან მატყ- ლი, ხის პატარა ნიჩაბი (ბრტყელი კოვზი), საპონი.

ჯერ შეითელება ბურთი, როგორც ზევით არის აღწერილი, შემდეგ მოსწავლეებმა ხის ნიჩაბი უნდა უტყაპუნონ ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ საპირისპირო მხრიდან. მერე  გვერდებიდან და ისევ ზევიდან, ქვევიდან, კვლავ გვერდებიდან, ბურთისგან კუბის ფორმის მიღებამდე.

WordSection1" style="text-align: justify;">

 

სამაჯური

მასალა: შალის სხვადასხვა ფერის ძაფები, საპონი.

2-5 სხვადასხვა ფერის შალის ძაფი დაიხვიეთ ხელის გულზე რამდენიმე ფენად სასურველ სისქემდე. ძაფები გარეთა მხრიდან დანამეთ და წაუსვით საპონი, რის მერეც ხელიდან მოიხსენით, ხელისგულებს შორის დაიჭირეთ და ააგორგოლავეთ მთელ სიგრძეზე,  თანაბრად აბრუნეთ, სასურველ კონდიციამდე. შეთელვისას, სამაჯური პერიოდულად უნდა გაიჭიმოს, რომ ძალიან არ დაპატარავდეს. კარგია, თუ ბოლოს სამაჯურს ორთქლზე გადაატარებთ. სამაჯური

თუ სამაჯური ზომის გამოვიდა, დასაპატარავებლად, ის 1-2 წუთით უნდა ჩადოს მდუღარე წყალში.

თექის ორნამენტი აბრეშუმის ნაჭერზე

მასალა: აბრეშუმის 15X15 სმ–ის ზომის ნაჭრები, შალის ძაფები ან მატყლი. აბრეშუმის პატარა ნაჭერზე უნდა დალაგდეს მატყლი (ნებისმიერი გეომეტრიული ან

მცენარეული ორნამენტის ფორმით). ზევიდან უნდა დაეფაროს მეორე, იმავე ზომის ნაჭერი. ოდნავ დაინამოს და წაესვას მცირე რაოდენობის სარეცხის საპონი. ხელებით კარგად დაიპრესოს, ასევე ხელებით გაუთოვდეს ნაჭერი. შემდეგ ხელის გულების აქეთ-იქეთ მოძრაობით დაისრისოს ნაჭერი ვიდრე ხელი არ იგრძნობს სუსტ ვიბრაციას და გამკვრივებულ ადგილებს. ძალიან ფრთხილად გადააბრუნეთ  ნაჭერი და გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე მხრიდან. ხელის გულებით დასრესის დროს, თანდათან გაიგონებთ სუსტ ჭრიალს და მატყლის ბუსუსები ამოყოფენ ნაჭრიდან თავს. აიღეთ ნაჭერი და ხელის გულებით დააგორგოლავეთ. როდესაც ნაჭერი გაიშლება, დაინახავთ, რომ ორივე ნაჭერი მყარად დაეწება ერთმანეთს.

WordSection1">

დაახვიეთ (დაუჭიმვად, თავისუფლად) ნაჭერი ცომის გასაბრტყელებელ ჯოხზე ან რაიმე მსგავს საგანზე და რამდენჯერმე გადააგორეთ აქეთ-იქეთ. ამის შემდეგ ნაჭერი უნდა გაიშალოს, ხელებით გასწორდეს, გაიჭიმოს პირვანდელ ზომამდე. თუ ნაჭერს არ დაჭიმავთ, ნაოჭებიანი დარჩება.

მასწავლებელს შეუძლია ამუშაოს მოსწავლეები როგორც გუნდურად (მაგ. თექის პატარა ბურთებით გაკეთდეს საერთო ნამუშევარი - ფარდა საკლასო ოთახისთვის, დამზადდეს სამაჯურები, მძივები, სათამაშოები, ჩანთები რაიმე საქველმოქმედო აქციისთვის, სასკოლო გამოფენისთვის), ისე ინდივიდუალურად – ყოველმა მოსწავლემ მძივები და სამაჯურები დაამზადონ თავისთვის ან საჩუქრად ახლობელი ადამიანისთვის.

გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ ფუნქციების განაწილება – მოსწავლეების ნაწილი აკინძავს მძივებს, ნაწილი დააკერებს  ერთმანეთს შეთელილ ფორმებს სათამაშოს, ჩანთის გასაკეთებლად, დააკერებს მძივებს და სხვა მოსართავებს.

მასწავლებელს შეუძლია ერთსა და იმავე აქტივობას რამდენიმე შედეგის ინდიკატორი შეუსაბამოს – ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგებს და ინდიკატორებს შეგნებულად არ აქვს მითითებული კლასის მაჩვენებელი, რადგან აღნიშნული შედეგები ყველა კლასში მეორდება:

შედეგი: მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი პრინციპი და ელემენტი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი: იყენებს ნამუშევარში სხვადასხვა ტიპის ხაზს; ქმნის მარტივ ორნამენტებს;


შედეგები:

მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას;

მოსწავლეს შეუძლია  მარტივი  შრომითი საქმიანობის  ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება;

მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

აღნიშნული აქტივობები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიაღწიონ რამდენიმე სხვა შედეგსაც: მოაწყონ თავიანთი ნაკეთობების გამოფენა - აქცია, სადაც დაპატიჟებენ თანატოლებს (ბავშვებს დევნილთა ოჯახებიდან, ბავშვთა სახლიდან, სხვა სკოლებიდან და ა.შ.). გამოფენაზე მოსწავლეები დაპატიჟებულ სტუმრებს დაათვალიერებინებენ თავიანთ ნამუშევრებს, ესაუბრებიან მათ ნამუშევრებში გამოყენებულ ხერხებზე, მასლასა და ტექნიკაზე, ასწავლიან და მათთან ერთად დაამზადებენ რაიმე მარტივ ნაკეთობას.

შესაბამისი შედეგები სხვადასხვა კლასიდან:

მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად;

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური, ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები;

მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი;

მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი გამოყენება; მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში

მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარსა და აზრს. ინდიკატორები:

ამოიცნობს ნამუშევარში და  ასახელებს სახვითი და  გამოყენებითი ხელოვნების მისთვის ნაცნობ ელემენტებს;

ჩამოთვლის მასალას და იარაღებს, რომლებიც გამოიყენა ნამუშევარში.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

WordSection1" style="text-align: justify;">
  • სახვითი  ხელოვნების ელემენტების სხვადასხვა ნამუშევარში სხვადასხვა მასალით გამოყენება;
  • სხვადასხვა გამოყენებითი ნივთის, სათამაშოს დამოუკიდებლად გაკეთების უნარი;
  • მასალის შერჩევის უნარი.