ხელოვნების ნამუშევრის სხვა საგნების მასალასთან დაკავშირება

შედეგი: ..III.12. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

ინდიკატორი 1. ამოიცნობს ნასწავლი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და სიუჟეტებს ხელოვნების ნიმუშებში.

კავშირი სხვა საგნებთან:

ქართ.III.7. მოსწავლეს შეუძლია  ლიტერატურული ტექსტის მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

 

აქტივობა ლიტერატურული პერსონაჟები

მიზანი: ხელი შევუწყოთ მოსწავლის მიერ სხვადასხვა სფეროში ათვისებული ცოდნის დაკავშირებას ხელოვნების სფეროსთან, განვავითაროთ მისი აზროვნება, მეტყველება და შემოქმედებითობა.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი და საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებების (ლიტერატურული და ხალხური  ზღაპრები, საბავშვო მოთხრობები და სხვ.) პერსონაჟები, შემდეგ კი აჩვენებს რეპროდუქციებს და სხვა  ვიზუალურ მასალას, სადაც გამოსახულია ზოგიერთი მათგანი. სასურველია, რომ შეირჩეს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც აისახა ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მაგალითად, ვაჟა ფშაველას "ჩხიკვთა ქორწილი", რომელიც გაფორმებულია იოსებ გაბაშვილის მიერ, გადაღებულია მულტფილმი და დადგმულია მიუზიკლი; რედიარდ კიპლინგის "მაუგლი", რომელიც ალ. ბანძელაძის მიერაა გაფორმებული, გადაღებულია კინოფილმები და მულტფილმები; ელენე ახვლედიანის მიერ გაფორმებული მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი", ქანდაკება (ავტ. ფრედერიკ ჰაბარდი), კინოფილმები, ტელეფილმი; ანდერსენის "ქალთევზა" - ილუსტრირებულია მარგარეტ ტარანტის, ედმუნდ დულაკის, ივან ბილიბინის, არტურ რეკჰემის და სხვების მიერ, აგრეთვე არსებობს ედვარდ ერიკსენის შესრულებული მისი ქანდაკება, მულტფილმები და მიუზიკლი; ჰოფმანის "მაკნატუნა", რომლის მიხედვითაც შეიქმნა ჩაიკოვსკის ბალეტი, მულტფილმები, რობერტო ინოჩენტის, დონ დეილის, ადრიენა სეგიურის და სხვ. ილუსტრაციები და სპეციალური სათამაშოები.

მოსწავლეები ათვალიერებენ რეპროდუქციებს (კარგი იქნება ვიდეო და აუდიომასალების ფრაგმენტების, სლაიდების, ინტერნეტმასალების ჩვენება და მოსმენა), ამოიცნობენ პერსონაჟებს, ნაწარმოებებს და ასახელებენ, რომელ დარგს მიეკუთვნება ესა თუ ის ნამუშევარი.

WordSection1">

კავშირი ..III.11. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები, ზოგიერთი ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ინდიკატორი 1. ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებს მათ შესაბამის დარგს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება,  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება).

მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ რომელი ლიტერატურული და სახვითი ნაწარმოებები მოსწონთ ყველაზე მეტად, რომელ სახვით  ნაწარმოებშია, მათი აზრით, მათი საყვარელი გმირები ყველაზე უკეთ ასახული, რა მომენტებია შერჩეული, თავად როგორ წარმოუდგენიათ ეს გმირები, როგორ გამოსახავდნენ მათ და რა მომენტებს შეარჩევდნენ. თავიანთი იდეების საილუსტრაციოდ მოსწავლეები ასრულებენ მარტივ ჩანახატებს, უჩვენებენ  მათ მასწავლებელსა და მეგობრებს და საუბრობენ მათ შესახებ.

კავშირი:

..III.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას;

..IV.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას;

22" target="_blank">.22" target="_blank">.III.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები;

..IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და გამოყენებულ ხერხებზე

WordSection1" style="text-align: justify;">

შენიშვნა: სასურველია, რომ ამ შედეგთან დაკავშირებული გაკვეთილები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდეს. შემდეგ გაკვეთილზე საუბარი შეიძლება შეეხოს მითოლოგიურ და ლეგენდარულ პერსონაჟებს, როგორ აისახნენ ისინი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მაგ. ავიღოთ მითი ჰერაკლეს შესახებ - ანტიკური ლარნაკების მოხატულობები, ლისიპეს და ბურდელის ქანდაკებები, პომპეის და ჰერკულანუმის ფრესკები, პოლაიოლოს, ტინტორეტოს, პაბლო პიკასოს გრაფიკული ნამუშევრები და სხვ.

 

ტერმინები: ლიტერატურა, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კინო, მულტიპლიკაცია

 

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

  • ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების და სიუჟეტების ხელოვნების ნაწარმოებებში ამოცნობის და მათზე საუბრის უნარი.