ხელოვნების ძირითადი ელემენტების და პრინციპების გამოყენება ნამუშევრის შექმნისას

შედეგი: ..III.I. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. ქმნის ფაქტურებს ნამუშევარში (სხვადასხვა ტიპის მონასმებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, თითების,  ღრუბლის, ჩხირების, ჯაგრისის დახმარებით და სხვა.

 

აქტივობა ნახატი ქვიშით

მიზანი: ცნობილ მხატვართა ნამუშევრებზე დაკვირვებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მეშვეობით გავაღრმაოთ მოსწავლის ცოდნა ფაქტურის შესახებ, განვავითაროთ მისი დაკვირვების უნარი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მასალა: სახატავი  ფურცლები ან თხელი მუყაო,  წებო (пва), ფანქრები, საღებავები, ქვიშა (ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, ქინძის თესლი და სხვა ფხვიერი მასალა).

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებულ ისეთ ნაწარმოებებს, სადაც განსაკუთრებით ნათლად სჩანს საგნების ფაქტურა, მაგალითად, მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელი, ფლანდრიელი და ესპანელი მხატვრების ნატურმორტებს და ეკითხება მათ, შეუძლიათ თუ არა გამოიცნონ და ჩამოთვალონ, თუ რა მასალისგანაა შესრულებული სურათზე გამოსახული ნივთები (სავარაუდო პასუხები: "ლანგარი ვერცხლისაა, ჭიქა მინისაა, ჯამი ფაიფურისაა, დოქი თიხისაა და ა.შ."). შემდეგ მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, თუ როგორ დახატა მხატვარმა ეს საგნები ისე, რომ მათ მასალის გამოცნობა შეძლეს (სავარაუდო პასუხები: "ლანგარი ვერცხლისფერია და ბზინავს, ჭიქა გამჭვირვალეა, ჯამი თეთრია, კრიალა და გლუვი, დოქი ყავისფერია და ხორკლიანი ზედაპირი აქვს" და სხვ.). ამის შემდეგ მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რომ მხატვარმა ამით გამოსახა საგნების ზედაპირის თვისებები, ანუ ფაქტურა. შემდეგ იგი სთხოვს მოსწავლეებს, მიმოიხედონ გარშემო, შეეხონ სხვადასხვა საგანს და აღწერონ, როგორი ფაქტურა აქვს ქსოვილს, ხეს, პლასტმასს, ტყავს, ლითონს და ა.შ.

მასწავლებელი უყვება მოსწავლეებს, რომ ნაწარმოებში საინტერესო ფაქტურების მისაღებად ხელოვანმა შეიძლება გამოიყენოს არა მარტო საღებავები, არამედ სხვადასხვა, მრავალფეროვანი მასალა. მაგალითად, თანამედროვე ინგლისელი ხელოვანი ენდი გოლდსუორსი თავის ნაწარმოებებში იყენებს ყვავილებს, ხავსს, ქვებს და ყინულის ნაჭრებსაც კი:

გოლდსუორსის ნაწარმოებები


გოლდსუორსის ხელოვნების ნიმუში

ინდოეთში უძველესი დროიდან ასრულებენ ორნამენტებს ფერადი ქვიშით: 

 ქვიშის ორნამენტები

საუბრის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ნახატს ქვიშით. ამისათვის ჯერ ფანქრით იხატება ესკიზი. ნახატის იმ ადგილებს, რომლებიც იდენტური ფერის ან ფაქტურის უნდა იყოს, წაესვას წებო  და დაეყაროს ქვიშა.  შემდეგ,  ფურცელი უნდა გადმოტრიალდეს და თითების მცირედი შეხებით გაზეთზე ჩამოიყაროს ზედმეტი ქვიშა. წებოს გაშრობამდე და ქვიშის დაწებებამდე, მოსწავლე დაფერავს ან სხვა მასალას (ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, ქინძის კაკალი და სხვა) დააწებებს ნახატის იმ ნაწილებს, სადაც ქვიშა  არ არის. გამშრალი და დაწებებული ქვიშა, ბრინჯი და სხვა მასალა, შეიძლება გაფერადდეს.

WordSection1">

ქვიშასთან ერთად, მოსწავლეებმა სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ზედაპირის მისაღებად შეიძლება გამოიყენონ ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, ჩაი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, პატარა კენჭები და ნიჟარები, კანაფი, ძაფები და სხვ. 

კავშირი: ..III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.

ამ ტექნიკით შეიძლება გაფორმდეს კოლოფები, ბოთლები, ღია ბარათები, მაკეტები და სხვ.

შემდეგი ნაწილი კავშირშია შედეგთან:

22" target="_blank">.22" target="_blank">.III.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.

გაკვეთილის ბოლოს იმართება პრეზენტაცია. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აწყობენ გამოფენას; ნამუშევრებს ამაგრებენ ქაღალდის დიდ ფორმატზე ან სტენდზე. მოსწავლეები საუბრობენ საკუთარი და სხვის ნამუშევრებზე, გამოთქვამენ მოსაზრებებს, საუბრობენ გამოყენებულ მასალასა და ტექნიკაზე. მასწავლებელი სვამს კითხვებს; "რა არის გამოსახული ნახატზე? რა მასალები და ფერებია გამოყენებული? თუ არის საგნები ლამაზად განლაგებული ფურცელზე? რა მოგწონთ ამ ნამუშევარში?" და ა.შ.

 

ტერმინები: ფაქტურა, ზედაპირი.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

  • ფაქტურის ცნების გაგების და მასზე საუბრის უნარი;
  • სხვადასხვა მასალის გამოყენებით საინტერესო ფაქტურის შექმნის უნარი.
WordSection1"> 
WordSection1">