ხელოვნების დარგების ნიმუშების ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება

WordSection1">

შედეგი: 22" target="_blank">..VI.10. მოსწავლე შეუძი დააკავშირო სახვით გამოყენებით ხელოვნებ სხვადასხვ დარგი ნიმუშები ისტორიულ, რელიგიუ სოციალუ კონტექსტთან.

ინდიკატორ 1. ამოიცნობ სხვადასხვ კულტურათ ხელოვნები ცნობი ნიმუშებს.

 

აქტივობა კონკურსი მსოფლიოს ახალი საოცრებები

მიზნები: გავაცნოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი სამყაროს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლები, განვავითაროთ მათი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს სამყაროს შვიდი საოცრების შესახებ (გიზეს პირამიდები, ალექსანდრიის შუქურა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ზევსის  ქანდაკება ოლიმპიაში, არტემიდეს ტაძარი ეფესოში, მავსოლის აკლდამა ჰალიკარნასში, როდოსის კოლოსი). მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდნენ ეს საოცრებები და რა დანიშნულება ჰქონდათ მათ. საუბარში აღინიშნება, რომ ყველა ეს საოცრება შეიქმნა ძველ სამყაროში და ჩვენს დრომდე მხოლოდ ეგვიპტურმა პირამიდებმა მოაღწიეს.

ამის შემდეგ მასწავლებელი უყვება მოსწავლეებს, რომ უკვე XXI საუკუნეში მსოფლიოში ჩატარდა ინტერნეტ-გამოკითხვა: შვიდი ახალი საოცრების არჩევნები. ორასი დასახელებული ძეგლიდან ყველაზე მეტი ხმა ხვდა  ჩინეთის დიდ კედელს, რომის კოლოსეუმს (იგივე კოლიზეუმი), კლდეში ნაკვეთ  ქალაქ პეტრას (იორდანია), ქრისტეს გრანდიოზულ ქანდაკებას ბრაზილიაში (მოქანდაკე  პ. ლანდოვსკი), ინკების ძველ ქალაქს მაჩუ-პიკჩუს, მაიას  ტომის დედაქალაქს ჩიჩენ-იტცას და ტაჯ-მაჰალს  (ინდოეთი). ხეოფსის პირამიდა ამ შვიდეულში არ შევიდა, მაგრამ მას საპატიო წევრის სტატუსი მიანიჭეს. მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას და ესაუბრება ახალი საოცრებების შესახებ.

შემდეგ  მოსწავლეთა შორის ტარდება კონკურსი შვიდი საოცრების კიდევ ერთხელ ასარჩევად. ტარდება გონებრივი იერიში, რომლის დროსაც მოსწავლეები ასახელებენ რაც შეიძლება მეტ "კანდიდატს" როგორც მსოფლიო, ისე ქართული ხელოვნების ძეგლებიდან. ამის შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ ამგვარი ძეგლისთვის დამახასიათებელ მთავარ და მნიშვნელოვან თვისებებზე, მაგალითად: ზომები, ტექნიკური ნოვატორობა, სასარგებლო პრაქტიკული დანიშნულება, მხატვრული სრულყოფილება, უჩვეულო და ორიგინალური ჩანაფიქრი თუ სხვა რაიმე თვისება. მოსწავლეები ასახელებენ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც მიაკუთვნებენ ან არა ამა თუ იმ ძეგლს "საოცრებათა" რიცხვს. შემდეგ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა და ხმების უმრავლესობით ირჩევენ შვიდ საოცრებას.

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

..VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 6. აკვირდება და ასახავს საგანთა თანაფარდობას და პროპორციას (მარტივად);

..VI.2. მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად აირჩიოს და  შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. ასრულებს გრაფიკულ ნამუშევარს სხვადასხვა მასალით (ტუში, მელანი, ნახშირი და სხვ.);

WordSection1" style="text-align: justify;">

..VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო. ინდიკატორი 6. ქმნის ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა ნივთის ესკიზს. მოსწავლეები გრაფიკული მასალებით  (მოსწავლეებს თავად შეუძლიათ აირჩიონ და იხმარონ გრაფიკული სახატავი მასალა - უბრალო ან ფერადი ფანქრები, ტუში, მელანი და სხვ.) ასრულებენ არჩეული საოცრებების (არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლების) ამსახველ ესკიზებს. მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ნებისმიერი არქიტექტურული ან სკულპტურული ნაწარმოების შექმნას წინ უძღვის ესკიზის შექმნის სტადია, სადაც მომავალი ნაწარმოების ზოგადი იერსახე და მთავარი ნიშნებია გადმოცემული. თითოეულმა მოსწავლემ უნდა აირჩიოს “გამარჯვებულ” საოცრებათაგან ერთ-ერთი და დახატოს მისი  ესკიზი მეხსიერებით.  მასწავლებელმა წინასწარ  აუცილებლად უნდა გაუსვას ხაზი იმას, რომ  ნამუშევარი არ უნდა იყოს ძალზე დეტალიზებული და ზედმეტად გულდასმით დამუშავებული, საკმარისია გადმოიცეს ზოგადი ფორმები და პროპორციები. აგრეთვე არ არის საჭირო გარემოს დეტალური გადმოცემა (თუმცა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გარემოს ოდნავი მინიშნება). მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად იქნება დაფიქსირებული არქიტექტურული ან სკულპტურული ძეგლის მთავარი დამახასიათებელი თვისებები (ფორმა, პროპორციები, სილუეტი). ნამუშევრების დასრულების შემდეგ მოსწავლეები გამოფენენ მათ კლასში.

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..VI.7. მოსწავლე შეუძლი წარადგინო ინდივიდუალურ ჯგუფურ ნამუშევრები მიღებულ ცოდნი საფუძველზ იმსჯელო მხატვრულ ნაწარმოები შესახებ.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აწყობენ გამოფენას: მზა ნამუშევრებს სკოტჩით ამაგრებენ ქაღალდის დიდ ფორმატზე ან სტენდზე. მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ და სხვის ნამუშევრებზე და გამოთქვამენ აზრს. მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა არის გამოსახული ნახატზე? რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ნაწარმოები? რა იცით ამ ძეგლის შესახებ? საიდან გქონდათ მის შესახებ ცნობები? გინახავთ თუ არა ცხოვრებაში ისეთი ნაწარმოები, რომელსაც, თქვენი აზრით, განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება აქვს? შეგიძლიათ ასეთი ნაწარმოებების ჩამოთვლა? და ა.შ.

 

სასწავლო შეთავაზებები:

იმისთვის, რომ ამ აქტივობას ჯგუფური მუშაობის სახე  მიეცეს, შესაძლებელია, რომ მოსწავლეები დაიყონ ჯგუფებად და ამგვარად მოილაპარაკონ შვიდ საოცრებათა რიცხვში შესაყვანად წარსადგენი ძეგლების შესახებ.

კავშირი..VI.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

  • უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლების ამოცნობის უნარი;
  • მსოფლიო საოცრებათა შესახებ მსჯელობის უნარი;
  • არქიტექტურული ან სკულპტურული ძეგლის ესკიზში მისი  მთავარი დამახასიათებელი ნიშნების გადმოცემის უნარი.


აქტივობა როგორია შენი აზრი?”

შედეგი: 22" target="_blank">.22" target="_blank">.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.

ინდიკატორი 3. მსჯელობს, თუ როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.

მიზნები: გავაცნოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული ძეგლები, განვავითაროთ მათი მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარი.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის მკვეთრად განსხვავებულ ნაგებობებს. ისინი უნდა განსხვავდებოდნენ როგორც დანიშნულების, ისე მასალის, დაგეგმარების, ზომის, დეკორის, ეპოქის და ქვეყნის თვალსაზრისით. მაგალითად, ეს  შეიძლება იყოს ციხე-კოშკი, ქრისტიანული ტაძარი, სასახლე, ტროპიკული ქოხი, იურტა, ჩინური პაგოდა და ა.შ. სასურველია, რომ ვიზუალური მასალა, ძირითადად, ასახავდეს მოსწავლეთათვის უკვე ნაცნობ ნაგებობათა ტიპებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოსახული ნაგებობის ტიპი მათთვის სრულიად უცნობია, მასწავლებელი აწვდის მის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, თუ ნაჩვენებია იურტა, ხოლო მოსწავლეებმა არ იციან, რა არის ეს, მასწავლებელი უხსნის, რომ ეს არის აღმოსავლეთის მომთაბარე ხალხების ტრადიციული საცხოვრებელი, კარავი, რომელიც კარკასზე თექის ხალიჩების გადაჭიმვით კეთდება.  პარალელურად მოსწავლეები იმეორებენ არქიტექტურულ ნაგებობათა ძირითად ტიპებს: სათავდაცვო, საცხოვრებელი, რელიგიური, საზოგადოებრივი დანიშნულების და ა.შ.

როდესაც მოსწავლეები დაათვალიერებენ ვიზუალურ მასალას, მასწავლებელი სთავაზობს მათ შემდეგი სახის კითხვებს: ამ ნაგებობათაგან რომლის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მფლობელები წარჩინებული და მდიდარი ადამიანები არიან? ცხელ ქვეყანაში ცხოვრობენ? ჰყავთ მრავალრიცხოვანი მტერი? მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან? ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები არიან? შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრობენ? და ა.შ. (მოყვანილი ვიზუალური მასალა უნდა იძლეოდეს მოსწავლეთა ცოდნისა და ნაგებობებზე დაკვირვების საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას).

ვიზუალური მასალის ჩვენების თანმიმდევრობა და შესაბამისი კითხვები არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

მასწავლებელს შეუძლია მსგავსი ტიპის სხვა  ვიზუალური  მასალისა და კითხვების შერჩევა.

კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი აზრი, დაასახელონ, აღწერონ ნაგებობები, მათი ტიპები და ახსნან, თუ რატომ მიაჩნიათ სწორად ესა თუ ის პასუხი. საუბარში აუცილებლად უნდა აღინიშნოს განსხვავება მდიდრულსა და სადა ნაგებობებს შორის (მაგ. თივით გადახურული ქოხი ღარიბ გლეხს შეიძლება ეკუთვნოდეს, ქვის მდიდრული სასახლე - მეფეს ან დიდებულს), რელიგიურსა და საცხოვრებელ ტიპებს შორის, სხვადასხვა კონფესიის ტაძრებს შორის, სხვადასხვა რეგიონის საცხოვრებლებს შორის (მაგ. ესკიმოსების თოვლის სახლი - იგლუ შევადაროთ აფრიკულ ქოხს), რაც მოცემული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა (სოციალურ, რელიგიურ, ისტორიულ, გეოგრაფიულ) კონტექსტში განხილვის საშუალებას იძლევა.

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

..VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნებ- ის ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

..VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 4. კონკრეტული მოცემულობის შესაბამისად თავად  ირჩევს მასალას და ტექნიკას.

მოსწავლეები ირჩევენ ნაგებობის რომელიმე ტიპს (მაგ. საცხოვრებელი სახლი, ციხე-კოშკი, ტაძარი)  და თავისი ფანტაზიით ქმნიან არქიტექტურულ ნახატს, აპლიკაციას  ან კოლაჟს ნებისმიერი შესაფერისი მასალით (ქაღალდი, მუყაო, ქსოვილის ნაკუწები და სხვა).

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები გამოფენენ კლასში ნამუშევრებს და აწყობენ პრეზენტაციას. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რატომ აირჩიეს გამოსახვისთვის ესა  თუ ის შენობა, უნახავთ რაიმე მსგავსი თუ ეს თავიდან ბოლომდე მათი ფანტაზიის ნაყოფია, რატომ აირჩიეს ესა თუ ის მასალა და ტექნიკა, რა მოსწონთ თავიანთ და სხვის ნამუშევრებში, რისი შეცვლა ან დამატება იქნებოდა, მათი აზრით, უმჯობესი. გარდა ამისა, ნამუშევრებზე საუბრისას მასწავლებელმა  და მოსწავლეებმა ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ კონტექსტი: მაგალითად, მათ შეიძლება, ისაუბრონ მათ მიერ გამოსახულ ნაგებობათა დანიშნულებაზე, ვის შეიძლება ისინი ეკუთვნოდეს, რომელ მხარეში თუ რეგიონში შეიძლება იყოს განლაგებული, რა ეპოქაში შეიძლება აეგოთ (მაგალითად, ციხე-კოშკებს შუა საუკუნეებში აგებდნენ) და ა.შ.

 

ტერმინები:

საცხოვრებელი შენობების არქიტექტურა, სათავდაცვო ნაგებობების არქიტექტურა, რელიგიური არქიტექტურა, საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების არქიტექტურა.

 

შეფასების კრიტერიუმები

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ უნარი:

  • ამოიცნონ და დაასახელონ სხვადასხვა არქიტექტურული ტიპის ნაგებობები;
  • დაუკავშირონ ნაგებობები სხვადასხვა კონტექსტს.