ხელოვნება - თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება

 

შედეგი: ..VI.8მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.

ინდიკატორი 1. ესაუბრება მეგობრებს ნახატებით.

 

 

აქტივობა კომიქსი

მიზნები: გავაცნოთ მოსწავლეებს კომიქსის ჟანრი და მისი თავისებურებები, განვავითაროთ მათი ფანტაზია, კომუნიკაციის უნარი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, უნახავთ თუ არა მათ კომიქსები, რომლები იციან, რომელი პერონასჟები მოსწონთ/არ მოსწონთ და ა.შ. ამის შემდეგ იგი უჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას (სხვადასხვაგვარ კომიქსებს: გაზეთიდან ან ჟურნალიდან, შესაძლებელია ინტერნეტიდან კომიქსების ფურცლების ამობეჭდვაც)  და ესაუბრება მათ ამ ჟანრის ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებებზე (აქ შინაარსი თანმიდევრულად განლაგებული მრავალი პატარა კვადრატული ნახატის მეშვეობით გადმოიცემა, ტექსტი – მათ ქვემოთ მოთავსებული წარწერებით, პერსონაჟების სიტყვები კი - შიგ სურათში, ე. წ. “ბუშტებშია” ჩაწერილი). ამის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, "გაესაუბრონ" მეგობრებს კომიქსების ტიპის ნახატების მეშვეობით, ამისთვის მათ უნდა დახატონ საკუთარი თავი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ავტოპორტრეტი, არამედ კომიქსის პერსონაჟების სახით, მიაწერონ ტექსტი და გადასცენ “ადრესატს”. მასწავლებელი მიუთითებს, რომ ეს ნახატი არ უნდა იყოს რეალისტური ან ზუსტად გადმოსცემდეს მსგავსებას, მთვარია, იყოს მეტყველი და სახასიათო, ჰქონდეს კონკრეტული მოსწავლის ხასიათის ან გარეგნობისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნები. მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ სასურველი მასალა და ტექნიკა (კავშირი: ..VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისასინდიკატორი 4. კონკრეტული მოცემულობის შესაბამისად თავად  ირჩევს მასალას და ტექნიკას).

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ კომიქსის შესაქმნელად ჯერ სიუჟეტის, მოქმედი გმირების გარეგნობის, გარემოს მოფიქრებაა საჭირო. მათ უნდა გასაზღვრონ ნახატების საჭირო რაოდენობა და რა გამოისახება თითოეულ მათგანზე. შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ კონტურულ ნახატს უბრალო ფანქრით, მერე შეაფერადებენ მას და საბოლოოდ შემოავლებენ ფორმებს მუქ კონტურებს ტუშით, ფლომასტერით ან მუქი ფანქრით.

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

ამის შემდეგ მოსწავლეები ხატავენ საკუთარ თავს კომიქსის ტიპის სურათებზე, მიაწერენ ტექსტს "ბუშტში” და გადასცემენ მას მეგობარს, რომელიც იმავე ნახატში ან გვერდით, ახალ კვადრატში გამოსახავს საკუთარ თავს და მიაწერს პასუხს, შემდეგ კი უბრუნებს მეგობარს ან გადასცემს ნახატს სხვას. ტექსტი და სიუჟეტი იმპროვიზებული უნდა იყოს. სიუჟეტიდან გამომდინარე, ფიგურები იხატება სტატიკურ პოზებში ან მოძრაობაში.

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:

..IV.7. მოსწავლე შეუძლი წარადგინო ინდივიდუალურ ჯგუფურ ნამუშევრები მიღებულ ცოდნი საფუძველზ იმსჯელო მხატვრულ ნაწარმოები შესახებ.

"ნახატებით საუბრის" დასრულების შემდეგ მოსწავლეები თანმიმდევრულად აწყობენ ნახატებს და ამაგრებენ ერთმანეთზე სკოჩით (უკანა მხრიდან) ან აწებებენ დიდ ფურცლებზე. მოსწავლეები განიხილავენ  მიღებულ  კომიქსებს და საუბრობენ ხატვისას  გამოყენებულ ხერხებსა და მასალებზე, ხსნიან, რომელი მეგობრის პერსონაჟი მოსწონთ განსაკუთრებით, შესძლეს თუ არა სათქმელის მკაფიოდ გადმოცემა, რამდენად   საინტერესო გამოვიდა მათი კომიქსები და ა.შ.

 

სასწავლო შეთავაზებები:

ამ აქტივობისთვის ჯგუფური მუშაობის ხასიათის მისაცემად, „საუბრის“ დაწყებამდე შესაძლებელია მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა, სადაც ისინი თავიანთი ჯგუფის წევრებს „ნახატებით გაესაუბრებიან“.

 

 

ტერმინები:

კომიქსი.

  

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლია მათ გამოავლინონ:

  • საკუთარი აზრებისა და გრძნობების მეგობრებისთვის გაზიარების უნარი კომიქსის ტიპის ნახატების მეშვეობით.