თემა “ხაზები“

WordSection1">

შედეგი: ს.გ. I.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი პრინციპი და ელემენტი ნამუშევრის შექმნისას.
ინდიკატორი 1. ნამუშევარში იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს და ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, კონტურს).

მიზნები: გავაცნოთ მოსწავლეებს ხაზის ცნება სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობის მეშვეობით, სტიმული მივცეთ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის განვითარებას, გავამდიდროთ მათი ლექსიკონი, ხელი შევუწყოთ მოტორიკის განვითარებას, გავავარჯიშოთ მეხსიერება (კავშირი ქართული ენისა და ლიტერატურის წერით აქტივობებთან). 

 

მასალა: ბარათები სხვადასხვა ტიპის ხაზების გამოსახულებით, ლოტოს ფირფიტები ხაზების გამოსახულებით, სახატავი ფურცლები, უბრალო ფანქრები ან ფლომასტერები.

ხაზების შესრულება შეიძლება სხვადასხვა მასალითა და იარაღით: პასტელით, ნახშირით, ცვილის ფანქრებით, ფუნჯით, თოკებით, რელიეფური პასტით, მარცვლეულით და ა.შ.

ხაზები შეიძლება ამოიკაწროს წვეტიანი საგნით პლასტილინზე, აეწყოს  მოზაიკის პრინციპით, ამოიჭრას ან ამოიხიოს ქაღალდისაგან და სხვ.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ბარათებს, რომლებზეც ხატია სხვადასხვა ტიპის ხაზები და ასახელებს შესაბამის ტერმინს (მაგ. სწორი, წყვეტილი, ტალღოვანი, სპირალური, ზიგზაგისებური, გრძელი, მოკლე, წვრილი, სქელი, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახვეული და ა.შ.). 

სხვადასხვა ტიპის ხაზები

ზოგი ტერმინი მოსწავლეებისთვის უკვე ცნობილია, ზოგი - უცნობი. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათ ბევრი სხვადასხვაგვარი ხაზის დახატვა შეუძლიათ და უჩვენებს შესაბამის ვიზუალურ მასალას (სასურველია, რომ ეს იყოს I - II კლასის პროგრამის შინაარსში რეკომენდებული მხატვრების გრაფიკული ნამუშევრები და დანართში მოცემული სავარჯიშოების ნიმუშები). მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ტიპის ხაზები (მაგ. გრძელი, მოკლე, წვრილი, სქელი და სხვ.) და აჩვენონ ისინი ჰაერში ხელებით, შემდეგ დახატონ ისინი დაფაზე ან ფურცელზე. ამის შემდეგ, ახალი ტერმინების უფრო მარტივად ასათვისებლად, მოსწავლეებისთვის ტარდება თამაში "ხაზების ლოტო". მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითო ჯგუფს ურიგდება ლოტოს სათამაშო ფირფიტის მსგავსი ფორმა, ოღონდ ციფრების მაგივრად, მასზე გამოსახულია რამდენიმე (5-6) სხვადასხვაგვარი ხაზი. წესები იგივეა, რაც ლოტოს თამაშისას: მასწავლებელი ხაზებიანი ბარათების დასტიდან იღებს ნებისმიერს, აჩვენებს მოსწავლეებს და კლასი მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა ასახელებს მას. ჯგუფი, რომლის ფირფიტაზეც იქნება ნახსენები ხაზი, რაიმეს (კენჭი, პატარა ქაღალდის ნაჭერი) აფარებს მას. იგებს ის ჯგუფი, რომელიც პირველი შეავსებს თავის ფირფიტას.

გაკვეთილის მომდევნო ნაწილში მოსწავლეები სხვადასხვა მასალით (ფანქარი, ფლომასტერი, საღებავი, პლასტილინი ან რელიეფური პასტა) ხატავენ, ძერწავენ ან ამოკაწრავენ და ა.შ. განსხვავებული ტიპის ხაზებს, შემდეგ კი ამატებენ დეტალებს: ფოთლებს, თვალებს, ფეხებს, კუდებს და ა.შ., რათა დაამსგავსონ ისინი ფანტაზიით შექმნილ რაიმე არსებებს ან მცენარეებს. 

  

WordSection1">

აქტივობა IV. კონტურით ხატვა

კავშირი: ..I.3., ..II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში – (იხ. ცხრილში: ..I.3. აქტივობა ვხატავთ გეომეტრიული ფიგურებით”, ..II.3. აქტივობა ქალაქი”)

კავშირი სხვა საგნებთან:

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია  ბრტყელი გეომეტრიულ  ფიგურის ამოცნობა და აღწერა.

მასალა: სახატავი ფურცელი, სხვადასხვა ფორმის საგანი – სახაზავები (სამკუთხა და ფიგურული ჭრილებით), საშლელი, რაიმე მრგვალი თავსახური, კოლოფი; საღებავები  ან ფლომასტერები.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ საგნის გარშემომწერ ხაზს “კონტური" ეწოდება. მაგალითისთვის, იგი დაფაზე შემოხაზავს სამკუთხედს, წრეს და სხვა. შემდეგ დაფაზე დახატავს სხვადასხვა მარტივი ფორმის  საგნის კონტურულ გამოსახულებებს. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და დაასახელონ, რისია ეს კონტური – მაგ. ჩიტის, თევზის, კატის და ა. შ. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს გაფერადებულ წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს და ეკითხება, თუ რა ფორმის არიან ისინი, როგორი კონტური შეესაბამება მათ. ამის შემდეგ მასწავლებელი ჩამოთვლის საგნებს, მოსწავლეებმა კი ჰაერში უნდა შემოხაზონ (შეიძლება ორივე ხელითაც) მათი კონტურები: ვაშლი - მრგვალი, წიგნი - ოთხკუთხედი, სახაზავი - სამკუთხედი, შემდეგ უფრო რთული – მსხალი, სახლი, გული... მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააწყონ ფურცლებზე მცირე ზომის საგნები და შემოავლონ მათ ფანქარი. შეიძლება საკუთარი ხელის მტევნის შემოხაზვაც. შემოხაზულმა ფორმებმა შეიძლება გადაკვეთონ ერთმანეთი. ამის შემდეგ მოსწავლეები გააფერადებენ ფორმებს, რომლებიც  შემოხაზეს. თუ ფორმებმა გადაკვეთეს ერთმანეთი, გადაკვეთის ადგილზე მიღებული ფართობი შეიძლება დაიფაროს (დაიშტრიხოს) პარალელური ხაზებით ან გაფერადდეს განსხვავებული ფერით*. 

შენიშვნა:

  • ეს აქტივობა საშუალებას მისცემს მასწავლებელს, შეამზადოს მოსწავლეები იმ აქტივობებისთვის, სადაც მათ გეომეტრიულ ფორმებთან მოუწევთ მუშაობა. 

 

* მასწავლებელს შეუძლია, დაავალოს მოსწავლეებს ამ ფორმების სამი ძირითადი ფერით გაფერადება. ამ შემთხვევაში,  უმჯობესი იქნება საღებავებით გაფერადება, რათა გადაკვეთის ადგილებში ორი სხვადასხვა ფერის ერთმანეთზე გადასვლით შედგენილი ფერი მიიღონ. 

 

კავშირი: ..I.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. ფერების შეზავებით იღებს ახალ ფერებს.

 

WordSection1">

გართულებული ვარიანტი II კლასისთვის:

მოსწავლეები დახატავენ აბსტრაქტულ ნამუშევარს შემოხაზული გეომეტრიული ფორმების მეშვეობით. გეომეტრიული ფორმები გააზრებულად უნდა შემოიხაზოს - ნამუშევარი უნდა იყოს კომპოზიციურად გაწონასწორებული.

კავშირი: ..II.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 6.  გამოსახულებას ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე.

 

 

აქტივობა ხაზების სამყარო

მასალა: სავარჯიშო რვეული უჯრებიანი ფურცლებით, სახატავი ფურცლები, ფლომასტერი, ფანქარი.

ქვემოთ მოყვანილი ნახატები მაგალითია იმისა, თუ როგორი სავარჯიშოების გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს ხელის გასავარჯიშებლად და დასამორჩილებლად ნებისმიერი  აქტივობის, რაიმეს დახატვის წინ.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე აჩვენებს სხვადასხვა ტიპის ხაზებს – ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, მრუდი... და სთხოვს მათ, ჰაერში ხელებით გაავლონ სწორი, კლაკნილი, ტეხილი... ხაზები, რის შემდეგაც მოსწავლეები დახატავენ ამ ხაზებს სავარჯიშო რვეულში ან სახატავ ფურცელზე (იხ.  დანართი). თუ მოსწავლეს სურდა,  მაგალითად, სწორი, ჰორიზონტალური ხაზის დახატვა, მაგრამ მრუდი ან დახრილი გამოუვიდა, მასწავლებელმა უნდა შესთავაზოს მას ხაზის მრავალჯერ დახატვა - სასურველი შედეგის მიღწევამდე.

სწორი და წრიული ხაზები

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ხატავს ხაზებს, რომლებიც თანდათან იცვლიან სისქეს, წვრილდებიან, ქრებიან და ისევ გრძელდებიან. იმისთვის, რომ მოსწავლე მიხვდეს, თუ რა ხერხით მიიღწევა ასეთი ეფექტი და გაიაზროს, რას ნიშნავს დაწოლა, ეს სავარჯიშოები ჯერ უნდა გააკეთოს ხელებით ჰაერში –  თითების გაშლით და შეერთებით – ხაზის გასქელების და დაწვრილების იმიტაცია, ხელით ჰაერზე “დაწოლით” –  ხაზის გაქრობის და გამოჩენის  იმიტაცია. ამის შემდეგ მოსწავლეები იმეორებენ ამ სავარჯიშოებს სავარჯიშო ან სახატავ ფურცელზე. ამ შემთხვევაშიც, ერთსა და იმავე ოპერაციას იმეორებენ ჩაფიქრებული ხაზის გამოსვლამდე. 

ხაზების დახატვის შემდეგ მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს წრის დახატვას. მისი სწორად დახატვა საკმაოდ რთულია. პირველი წრე, რომელსაც მოსწავლეები დახატავენ, როგორც წესი, უფორმო იქნება. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ სწორი წრის ისეთივე ხერხით დახატვა, როგორც სწორ ხაზებს ხატავდნენ – ერთსა და იმავე წრეს ფანქარი ბევრჯერ შემოავლონ და ყოველ ჯერზე შეეცადონ უსწორმასწორო ადგილების გასწორებას. მოსწავლეებისთვის ამოცანის გასაიოლებლად, მასწავლებელმა მათ ჯერ პატარა ზომის წრეების დახატვა და მათი თანდათანობით გაზრდა უნდა შესთავაზოს.


WordSection1">

აქტივობის გართულებული ვარიანტი II კლასისთვის:

მასალა: სახატავი ფურცლები, ფანქრები, შავი გუაში ან მელანი და საშუალო სისქის (¹3-4 ფუნჯი).

II კლასში მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ იცვლება ხაზის სისქე ფუნჯზე დაწოლის რეგულირებით და სთხოვს მოსწავლეებს, სცადონ ამ სავარჯიშოების ფუნჯით გამეორება სახატავ ფურცელზე. ამოცანის პირობის მკაფიოდ გასააზრებლად, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აჩვენოს ჩინური და იაპონური გრაფიკის ნიმუშები. ამის შემდეგ მოსწავლეებმა ფურცლიდან ხელის აუღებლად ფუნჯით უნდა დახატონ სწორი ხაზი, რომელიც თანდათან წვრილდება და პირიქით წყვეტილი  ხაზი, რკალი, რომელიც თანდათან სქელდება და ისევ წვრილდება, გაავლონ ხაზები ფუნჯის რიტმული მონასმებით, თავად “გამოიგონონ” საინტერესო ხაზები. 


აქტივობა ტალღა

მასალა: სახატავი ფურცელი, რბილი ფანქარი.

ტალღამასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ გარდაიქმნება სწორი ხაზი სხვა ტიპის ხაზებად. ამიათვის იგი ხატავს დაფაზე ან სთავაზობს მოსწავლეებს ნიმუშს, სადაც ნაჩვენებია სწორი ხაზის თანდათანობითი გადასვლა ტალღოვანში. მოსწავლეები ასრულებენ ნახატს ნიმუშის მიხედვით: ჯერ იხატება სწორი ხაზი, მომდევნო ხაზი ოდნავ ტალღოვანია და ა.შ. (სურვილის შემთხვევაში, ახალ ფურცელზე, მათ შეუძლიათ  რაიმე ცვლილების შეტანა ან  საკუთარი ვარიანტის დახატვა მაგ. ტეხილი ხაზებით).

სავარჯიშოს შესრულების მერე მოსწავლეებს შეუძლიათ ხაზების გალამაზება, დეტალების დამატება (ნემსები, ფოთლები, კოპლები...).

ამ სავარჯიშოების დაუფლების შემდეგ მოსწავლეებს გაუადვილდებათ ორნამენტის აგების და დახატვის პრინციპის გაგება. გარდა ამისა, მსგავსი სავარჯიშოები სასარგებლოა მოტორიკის, ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარებისთვის. 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა აბსტრაქტული ნამუშევარი ხაზებით

მასალა: სავარჯიშო რვეული, სახატავი ფურცლები, შავი ფანქარი ან შავი  ფლომასტერი, გუაში, ფუნჯები.

ვიზუალური მასალა: ხუან მირო, ვასილი კანდინსკი.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვუზუალურ მასალას, და გაამახვილებს მათ ყურადღებას იმაზე, თუ როგორი ხაზებითაა შესრულებული ნამუშევრები – მაგ. ხუან მიროს ნამუშევრებში მომრგვალებული, ტალღოვანი ხაზები თანდათან იცვლიან სისქეს, ვასილი კანდინსკის ნამუშევრებში კი უფრო მეტი სწორი და ერთი სისქის ხაზია. მოსწავლეები 10  წუთის განმავლობაში იმეორებენ ხაზების სავარჯიშოებს სავარჯიშო რვეულის უჯრებიან ფურცელზე (I კლასში ფანქრით ან ფლომასტერით, II კლასში ფუნჯით). შემდეგ სახატავ ფურცლებზე ტალღოვანი და ტეხილი ხაზებით შეასრულებენ აბსტრაქტულ ანუ უსაგნო ნამუშევარს მხოლოდ ამ ხაზების კომბინაციით (იხ. დანართი). მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ მათ ხაზის დახატვა ფურცლიდან ფანქრის (ფლომასტერის) აუღებლად შეუძლიათ - იგი მოუხვევს, გასქელდება, დაიკლაკნება, გადაიქცევა ტეხილად, გადაკვეთავს თავის თავს... როდესაც მოსწავლეები ჩათვლიან, რომ საკმარისად შეავსეს ფურცელი, სხვადასხვა ფერით გააფერადებენ ხაზებს შორის გაჩენილ, ხაზებით შემოსაზღვრულ ფართობებს. მასწავლებელს შეუძლია, დაავალოს მოსწავლეებს მხოლოდ სამი ძირითადი ფერით ან ცისარტყელას ფერებით ნამუშევრის გაფერადება. 

კანდინსკის აბსტრაქციები

მოსწავლეები ნამუშევარს “გააფერადებენ” არა საღებავებით, არამედ სხვადასხვა გრაფიკული ხერხით - შტრიხებით, კოპლებით და სხვა (მაგ. თუ ფურცელი დაიდება რაიმე ფაქტურულ ზედაპირზე და ფანქრით დაიშტრიხება, ფურცელზე აისახება ამ ზედაპირის ფაქტურა).

 

აქტივობა ჩარჩო

მასალა: დაახლოებით 20X10 სმ ზომის მუყაო, პლასტილინი, წვეტიანი ჩხირი, სქელი საქსოვი ძაფი ან კანაფი, სკოტჩი (საკიდის დასამაგრებლად).

ხაზის - როგორც სახვითი ხელოვნების ელემენტის, რომელსაც სხვადასხვა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, - უკეთ გასააზრებლად მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებისთვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, სადაც ისინი პრაქტიკული დანიშნულების ნივთს გააკეთ ებენ და გაალამაზებენ ხაზებით (კავშირი: ..I.2. და ..II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას):

WordSection1">

დაახლოებით 20X10 სმ ზომის მუყაო პერიმეტრზე 1-2 სმ სიგანეზე დაიფარება პლასტილინის თხელი ფენით (პლასტილინი უნდა იყოს რბილი), რომელზეც ჩხირით ამოიკაწრება ან დაეკვრება (დაგრძელებული პლასტილინი, დაკლაკნილი ძაფი) სხვადასხვა ტიპის ხაზი. ხაზებს შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე შეიძლება გალამაზდეს ბისერით, ღილებით, პაწაწუნა კენჭებით, მძივებით, შუშის პატარა ნატეხებით). ნამუშევარს უკანა მხრიდან სქელი ძაფით გაუკეთდება საკიდი.

მუყაოს შუაში, ჩარჩოს შიგნით, თავისუფალ ადგილას ჩაეკვრება შესაფერისი ზომის ნახატი, რომელსაც მოსწავლეები ამ ადგილის შესაბამისი ზომის ფურცელზე დახატავენ.

ტერმინები: სწორი, წყვეტილი, ტალღოვანი, ტეხილი, სპირალური, ზიგზაგისებური, გრძელი, მოკლე, წვრილი, სქელი, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, და ა.შ. 


შეფასების კრიტერიუმები:

  • მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:
  • სხვადასხვა ხაზის გარჩევის, დასახელებისა და აღწერის უნარი;
  • სხვადასხვაგვარი ხაზის დახატვის უნარი;
  • გარემოში ხაზების აღქმის უნარი;
  • ხელოვნების ნაწარმოებში ხაზების აღქმისა და მასთან დაკავშირებული კონტექსტის გაგების უნარი.

მასწავლებელი აფასებს ბავშვებს დაკვირვების საფუძველზე, ინახავს მოკლე ჩანაწერებსა და ანოტირებული ნამუშევრების მაგალითებს წლის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების პროგრესის შესადარებლად. როდესაც მოსწავლეები აითვისებენ თემას “ხაზები”, შესაძლებელია გადავიდეთ მასთან დაკავშირებული თემის   – ორნამენტისშესწავლაზე.