ფერები

შედეგები:

..III.I. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 4. ფერის ბორბალზე ამოიცნობს ძირითად, შედგენილ და კონტრასტულ ფერებს (წითელი–მწვანე, ყვითელი–იასამნისფერი, ლურჯინარინჯისფერი).

..IV.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას


WordSection1">

აქტივობა ფერთა სამყარო“ 

იზანი: გავაღრმავო მოსწავლი ცოდნ ხელოვნები ელემენტის - ფერი შესახებ, ცნობილ მხატვრები ნამუშევრებზ დაკვირვების პრაქტიულ ნამუშევრი შესრულების საფუძველზ გავაცნო მა დამატებით (კონტრასტული) ფერები ცნებ მათ თვისებები, განვავითარო მოსწავლის შემოქმედებითობა, დაკვირვების აზრონების ნარიფერთა გამა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს მათთვის უკვე ცნობილ ფერის ბორბალს და შეახსენებს (იხ. ცხრილი, აქტივობა "ძირითადი ფერები”) ძირითადი და შედგენილი ფერების შესახებ. ამის შემდეგ იგი მიაპყრობს ბავშვების ყურადღებას იმას, თუ რომელი ფერებია განლაგებული ერთმანეთის პირისპირ, საწინააღმდეგო მხარეებზე (წითელი-მწვანე, ყვითელი-იასამნისფერი, ლურჯი-ნარინჯისფერი) და უხსნის, რომ ფერების ამ წყვილებს ერთმანეთის მიმართ  დამატებითი, ანუ  კონტრასტული ფერები ეწოდება. იგი უხსნის ბავშვებს, რომ სიტყვა "კონტრასტული" ნიშნავს მკვეთრად საპირისპიროს, ძალიან  განსხვავებულს. ამის  შემდეგ  იგი ასახელებს ორ-ორ სიტყვას, სთხოვს ბავშვებს,  გამოიცნონ, რომელი მათგანი აღნიშნავს რაიმე კონტრასტულს, საწინააღმდეგოს (მაგ. გრძელი - მოკლე, სქელი - წვრილი, მაღალი - დაბალი და სხვ.) და რომელი - არა (ნებისმიერი სინონიმი, მაგ. მუქი – ბნელი, სქელი – მსხვილი და სხვა).

მასწავლებელი ატარებს ცდას: იგი აჩვენებს მოსწავლეებს ორ ბარათს, ერთზე დამაგრებულია ქაღალდის წითელი კვადრატი მწვანე ფონზე (იგი ისე უნდა იყოს დამაგრებული, რომ მისი მოხსნა შეიძლებოდეს), მეორეზე - იგივე ფერის წითელი კვადრატი ნარინჯისფერ ფონზე და ეკითხება მოსწავლეებს, რომელი კვადრატია, მათი აზრით, უფრო მჟღერი და მკვეთრი ფერის - ის, რომელიც კონტრასტულ ფონზეა, თუ მეორე. მოსწავლეებს აუცილებლად შეექმნებათ ილუზია, რომ მწვანე ფერზე დადებული კვადრატი უფრო მჟღერია. ამის შემდეგ მასწავლებელი მოხსნის ფონებიდან ორივე კვადრატს და მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ორივე წითელი ზუსტად ერთნაირია. ამით მოსწავლეები თვალნათლივ დარწმუნდებიან, რომ კონტრასტული ფერების გვერდიგვერდ დადებისას ისინი უფრო ძლიერი, ინტენსიური გვეჩვენება.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ორ სურათს, რომელთაგანაც ერთი კონტრასტულ ფერებზეა აგებული (მაგ. ვან გოგის "არლის კაფე ღამით" ან "ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით"), ხოლო მეორე, მისგან განსხვავებით, - ანალოგურ ანუ ჰარმონიულ ფერებზე (მაგ. ფრანსუა ბუშეს "მადამ პომპადურის პორტრეტი" ან მონეს "დუმფარები") (განვლილი მასალის შეხსენების მიზნით მასწავლებელი დასვამს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ჟანრებს მიეკუთვნება აღნიშნული ნაწარმოებები.

კავშირი შედეგებთან:

..III.11. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები და ზოგიერთი ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან

WordSection1">

IV.11. მოსწავლე შეუძლი შეადარო ერთმანეთ ხელოვნები სხვადასხვ დარგი.

ამ ტერმინების (ანალოგური, ჰარმონიული ფერები) ხსენება ამჯერად არ არის საჭირო, საკმარისია, უბრალოდ დაისვას კითხვა - ორი წარმოდგენილი ნაწარმოებიდან რომელშია გამოყენებული კონტრასტული ფერები. როდესაც მოსწავლეები პასუხს გასცემენ, მასწავლებელი იკითხავს მათი აზრით რომელ სურათში იგრძნობა უფრო ემოციური, დაძაბული განწყობა და რომელია უფრო მშვიდი, ნაზი. ამის შედეგად მოსწავლეები ხედავენ, რომ კონტრასტული ფერების გამოყენებისას უფრო ძლიერ ემოციურ ეფექტს ვიღებთ.

 

აქტივობა ეგზოტიკური ცხოველი

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დახატონ ან გააფერადონ სპეციფიკური შეფერილობის მქონე რომელიმე ეგზოტიკური ცხოველი (ჟირაფი, ზებრა, ვეფხვი და ა.შ.). მათ ჯერ უნდა შეასრულონ ორი ერთნაირი კონტურული ნახატი. შემდეგ შეაფერადონ ერთი ბუნებრივი, რეალისტური ფერებით, მეორე – არარეალური, კონტრასტული შეფერილობით.

თუ დავალება სირთულეს შეიცავს, შესაძლებელია, მოსწავლეებს დაურიგდეთ წინასწარ დაქსეროქსებული გასაფერადებელი კონტურული გამოსახულებები.

ჟირაფები

გართულებულ ვარიანტ IV კლასისთის:

ცხოველების გარდა, მოსწავლეები ხატავენ გარემოს –  ასევე, ერთს  კონტრასტული, ხოლო მეორეს - ბუნებრივი, რეალისტური ფერებით.

შემდეგ ნაწილ კავშირში შედეგთან:

22" target="_blank">.22" target="_blank">.III.7. მოსწავლე შეუძლი  წარადგინო ინდივიდუალურ  ჯგუფურ ნამუშევრებ გაუზიარო თანაკლასელებ აზრ იდეები.

ინდიკატორ 4. სვამ კითხვებ უცნობ ტერმინები სიტყვი მნიშვნელობის დასაზუსტებლად;

..IV.7. მოსწავლე შეუძლი წარადგინო ინდივიდუალურ ჯგუფურ ნამუშევრებ და ისაუბრო მათშ გამოხატუ იდეებზ გამოყენებუ მხატვრუ ხერხებზე.

ინდიკატორ 5. წარდგენი დრო სვამ კითხვებ ადეკვატურა პასუხობ სხვის მიე დასმუ შეკითხვებს.

როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ ხატვას, ეწყობა ნამუშევრების პრეზენტაცია. დასრულებული ნამუშევრები გამოიფინება კლასში. მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ და მეგობრების ნამუშევრებზე, განმარტავენ, როგორ გამოიყენეს დამატებითი (კონტრასტული) ფერები და რა შედეგი მიიღეს, რა მოსწონთ და რა - არა.

 

ტერმინები:

კონტრასტული, დამატებითი ფერები.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის  მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

  • ხელოვნების ნაწარმოებში და გარემოში დამატებითი (კონტრასტული) ფერების გარჩევის და მათზე საუბრის უნარი;
  • ნამუშევრის შექმნისას  დამატებითი ფერების გამოყენების უნარი.