სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.

აქტივობის აღწერა

  • ნაცნობი ჟანრის მხატვრული ტექსტის  მახასიათებლების ამოცნობას;
  • ტექსტის ნაწილების  აღდგენას  ჟანრისთვის  დამახასიათებელი ელემენტების მიხედვით;
  • მხატვრული ნაწარმოების დასათაურებას;
  • პერსონაჟთა პორტრეტის შექმნას;
  • პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ  აზრობრივი რუკების შექმნას;
  • ტექსტის შინაარსის გეგმის შედგენას;
  • მოთხრობილი ამბის ქრონოლოგიურად გადმოცემას;
  • ტექსტში მოქმედების ადგილისა და დროის განსაზღვრას;
  • ნაწარმოების შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმას;
  • როლურ თამაშებში მონაწილეობას;
  • მთხრობლის ჩანაცვლებას;
  • სხვ.

 

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

კითხვის სწავლების საბოლოო მიზანი წაკითხულის გააზრებაა. ამიტომ, საკითხავი მასალის დამუშავების დროს მნიშვნელოვანია, რომ  მოსწავლემ დაკვირვებით წაიკითხოს ტექსტი და კარგად გაიგოს მისი შინაარსი, აღიქვას ტექსტში გადმოცემული ამბის ქრონოლოგია და აღწერილ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ყოველივე ეს კი მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპის - წაკითხული გააზრების - წინაპირობას წარმოადგენს. კითხვის სწავლების ამ ეტაპზე საჭიროა ყურადღების გამახვილება შემდეგზე: მოსწავლე აკვირდება არა მხოლოდ პერსონაჟთა თვისებებსა და მათს ურთიერთობებს, არამედ ცდილობს ამოიცნოს თითოეული პერსონაჟის დამოკიდებულება ნაწარმოებში ასახული ამა თუ მოვლენის მიმართ. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ტექსტში გადმოცემული ამბისა თუ დასმული პრობლემის დანახვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ თანდათანობით დაიწყოს დაკვირვება საკითხავი ტექსტების ჟანრულ მახასიათებლებზე, იქნება ეს  ტექსტის ფორმა, მისი შინაარსობირივი სტრუქტურა თუ ენობრივი ფორმულები.