სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და დასამუშავებლად.

აქტივობის აღწერა

  • საკუთარი  კითხვის პროცესის აღწერას  სქემატურად  (ცხრილის მეშვეობით);
  • ტექსტიდან საკვანძო სიტყვების ამოწერას;
  • ინფორმაციის დიფერენცირებას ცოდნის ხარსიხის მიხედვით (ვიცოდი/დაახლოებით ვიცოდი/მხოლოდ გაგონილი მქონდა/საერთოდ არ ვიცოდი);
  • უცნობ ლექსიკურ ერთეულებთან დაკავშირებით  ვარაუდების სქემის  შევსებას (მაგ., ეს სიტყვა არის ზედსართავი სახელი, ახასიათებს დიდი ზომის თევზს, სავარაუდოდ, უნდა იყოს მტაცებელი თევზის დამახასიათებელი სიტყვა და ა.შ.);
  • დასაზუსტებელი ინფორმაციის ჩამონათვალის შედგენას;
  • საძიებო სისტემების გამოყენებას;
  • სხვ

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

ყველაზე კარგად აპრობირებული მეთოდი სტრატეგიების დასაუფლებლად არის ექსპლიციტური ინსტრუქციების მიცემა მოსწავლეებისთვის. მასწავლებელმა პირდაპირ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს სტრატეგიების ფართო არჩევანი და მისცეს საშუალება მათ, გამოსცადონ, ”მოირგონ” და თავად შეარჩიონ კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიები.