სიტყვების „არქეოლოგია”.

რესურსი

 ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები ხდებიან სიტყვის არქეოლოგები (მასწავლებელი უხსნის/შეახსენებს მათ სიტყვა არქეოლოგის მნიშვნელობას); მათი მიზანია, იპოვონ მოსმენილ სიტყვებში ”ფესვები” და დაასახელონ სხვა სიტყვები, რომელთაც იგივე ფესვები აქვთ. ასეთი სიტყვები შეიძლება იყოს: გზატკეცილი, ცისარტყელა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, იისფერი, თავგზააბნეული, დიდგულა და სხვ.

 

შეფასება

შეფასდება დაკვირვებულობა, ლექსიკური ერთეულების შინაარსისა და სტრუქტურის ამოცნობის უნარი.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, პირველ ეტაპზე შევიტანოთ შედარებით ადვილად ამოსაცნობი სიტყვები, შემდეგ, მესამე კლასიდან, ნელ–ნელა გავართულოთ.