შთაბეჭდილებათა წრე.

WordSection1">

რესურსები

მიკროფონი ან მას მიმსგავსებული ნივთი.


აქტივობის აღწერა

მოსწავლეები სხდებიან წრეში. თითოეული იხსენებს წიგნის, ფილმის, საგაზეთო სტატიის, სპექტაკლის, სატელევიზიო გადაცემის, გამოფენის, საერთოდ, რაიმე ფაქტის ან მოვლენის შედეგად მიღებულ ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებას. იმისათვის, რომ მოსწავლეები თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ და ყველას მივცეთ გამოხატვის საშუალება, უნდა დავიცვათ რიგითობა. ამისათვის შეიძლება მიკროფონის (შეიძლება მიკროფონის ფუნქცია დავაკისროთ რაიმე ნივთს, მაგალითად, კალამს) გამოყენება, რომელიც შემოივლის წრის ყველა მონაწილეს.


შეფასება

შეფასდება მოსმენილ ტექსტში ასახული ფაქტების, დამოკიდებულებების შეფასების, საკუთარი განცდების, ემოციების გამოხატვის უნარი;


მეთოდური  მითითება

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს  თავისუფლად გამოხატონ საკუთარი განცდები, წრეში მასწავლებელიც უნდა მონაწილეობდეს. პირველ ჯერზე მან უნდა მისცეს მოსწავლეებს ამის მაგალითი.