შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, დაინახოს საგანი, მოვლენა ახალი კუთხით; არ შემოიფარგლოს ფაქტების კონსტატაციით, ეძებოს მოვლენის მიზეზები და შესაძლო პასუხებიც განსაზღვროს. ამგვარი აზროვნების მქონე ადამიანს შეუძლია: ორიენტირება ახალი ინფორმაციის ნაკადში; არსებითის,  საინტერესოს, თვითმყოფადის გამორჩევა,  სიახლის ძიება და შექმნა. აქვს   განვითარებული წარმოსახვა და განსხვავებული/მრავალფეროვანი ინტერპრეტირების უნარი.