მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ირჩევს და იყენებს შესაფერის ერთეულებს სიდიდის ცვლილების, მოძრაობის სიჩქარის, მასშტაბისა და რუკაზე მანძილის პოვნასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას;
  • მოცემული წრფივი დამოკიდებულების გამოყენებით გამოსახავს ერთ სისტემაში მოცემულ ერთეულს სხვა სისტემის ერთეულით;
  • გამოსახავს მოცემულ ერთეულს იმავე სისტემის სხვა ერთეულის საშუალებით (მაგალითად, კმ/სთ-ებში მოცემულ სიჩქარეს გამოსახავს მ/წმ -ით).

შედეგზე ორიენტირებული დავალებები:

როგორც ცნობილია, არსებობს ტემპერატურის საზომი სხვადასხვა ერთეული. მათ შორისაა ცელსიუსი და ფარენჰეიტი. თუ ფარენჰეიტით გაზომილ ტემპერატურას აღვნიშნავთ F-ით, მაშინ მისი შესაბამისი ტემპერატურა ცელსიუსით გამოისახება ფორმულით:  ფორმულა ვთქვათ, ტემპერატურა ფარენჰეიტით გაიზარდა 27 გრადუსით. რამდენი გრადუსით გაიზრდება ტემპერატურა ცელსიუსით?

1:800 000 მასშტაბიან რუკაზე A და B პუნქტებს შორის 8 სმ-ია. რა მანძილი იქნება იმავე პუნქტებს შორის რუკაზე, რომლის მასშტაბია 1:160 000?