მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა პერიოდული მიმდევრობის და მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვითი მიმდევრობის გავრცობა და გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • პერიოდულ მიმდევრობაში გამოყოფს მიმდევრობის პერიოდს;
  • წარმოადგენს მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის გავრცობის ორ ან მეტ ვარიანტს, განმარტავს გავრცობის ვარიანტებს და ადარებს მათ;
  • დასმული ამოცანის კონტექსტიდან გამომდინარე ირჩევს მიმდევრობის გავრცობის ვარიანტს და ასაბუთებს თავის არჩევანს;
  • განავრცობს მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვით მიმდევრობას; ასახელებს რეალურ ვითარებაში ისეთი პროცესის მაგალითებს, რომლებიც ასეთი მიმდევრობით აღიწერება.

შედეგზე ორიენტირებული დავალებები:

  • საათის დიდი და პატარა ისრები დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერ შეადგენენ ერთმანეთთან 180o-იან კუთხეს? 90o-იან კუთხეს? 60o-იან კუთხეს? პერიოდულია თუ არა ეს პროცესი? თუ პერიოდულია, იპოვეთ მისი პერიოდი.
  • მოცემულია წესიერი სამკუთხედებისაგან შედგენილი კომპოზიციების მიმდევრობის პირველი სამი წევრი:

სამკუთხედები

ვთქვათ, ეს მიმდევრობა გრძელდება ისე, რომ მომდევნო კომპოზიციები აიგება იმავე წესით. დავუშვათ, სამკუთხედის გვერდის სიგრძე 2-ის ტოლია.

რისი ტოლია ამ მიმდევრობის მეათე წევრის პერიმეტრი?

  •  საზღვაო შუქურა პერიოდულად აგზავნის სინათლის სიგნალს დიაგრამაზე გამოხატული კანონზომიერების მიხედვით.

ზღვაო შუქურა" src="http://ncp.ge/files/subjects/matematika/Images/sazgvao%20shuqura.png" alt="საზღვაო შუქურა" width="400" />

ამ დიაგრამის მიხედვით, 2 წუთში რამდენი წამის განმავლობაში ანათებს შუქურა?

  •  1994 წელს, ერთ-ერთი კომპიუტერული მაღაზიის რეკლამა იტყობინებოდა:

დაბალი ფასები

თქვენი აზრით, ამ რეკლამაში გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, რისი ტოლი შეიძლება ყოფილიყო 19 დუიმიანი მონიტორის ფასი?