მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ განტოლებას;
  • იყენებს მოქმედებათა თვისებებს, მათ თანმიმდევრობას და დაჯგუფებას ალგებრული (არაუმეტეს ორი ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის) გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშვნელობის გამოსათვლელად ცვლადების მოცემული მნიშვნელობებისათვის;
  • ალგებრული გარდაქმნებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით ასაბუთებს ან უარყოფს ორი ალგებრული (არაუმეტეს ორი ცვლადის შემცველი წრფივი ან მეორე ხარისხის) გამოსახულების იგივურ ტოლობას.

შედეგზე ორიენტირებული დავალებები:

  • შემდეგი რვა გამოსახულებიდან რომელი არღვევს ტოლობას?

          ფორმულები 1

  • ერთი მაისურის შეკერვა საწარმოს უჯდება a ლარი, მასზე სურათის დახატვა უჯდება b ლარი. საწარმოს მოგება არის სხვაობა მაისურების გაყიდვით მიღებულ თანხასა და მაისურების დამზადებაზე დახარჯულ თანხას შორის. საწარმომ დაამზადა 100 მაისური და გაყიდა თითოეული ლარად. რომელი გამოსახულება შეიძლება გამოვიყენოთ საწარმოს მოგების გამოსათვლელად?
  • მოძრაობის დაწყებისას ავტომობილის საწვავის ავზში ასხია 16 ლიტრი საწვავი. ავზში დაჩენილი საწვავის მოცულობის (ლიტრებში) დამოკიდებულება გავლილ მანძილზე (კილომეტრებში) გამოისახება ფუნქციით: f(s) =16- 0.08s. რამდენი კილომეტრის გავლის შემდეგ დაიცლება ავზი?
  • სატელეფონო კომპანია მომხმარებელს ყოველი ნალაპარაკევი წუთისათვის ახდევინებს 2 თეთრს. გარდა ამისა, მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის ფიქსირებულ სააბონენტო გადასახადს. გიორგის 1 თვეში 100 წუთი საუბრისთვის მოუვიდა გადასახადი 7 ლარი. რამდენის გადახდა მოუწევდა გიორგის ერთ თვეში 150 წუთი საუბრისთვის?